imedi /  03 მარტი 2021, 14:39 / სანდო წყარო

თამარ გაბუნიას განცხადებით, COVAX პლატფორმას საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია.

ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია ამ კვირის ბოლომდე გაიმართება და შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე.

ასტრაზენეკასლოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს მაისის ჩათვლით. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 184 ათას დოზაზე მეტი რაოდენობა, 314 ათას დოზამდე, ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა განსაზღვრული იყო ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ ამას აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს, საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინების დოზის შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა.

პროკურატურა

12 აპრილი 2021, 19:49

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 19:31

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

ჯუანშერ ბურჭულაძე
იმამურა აკირა

12 აპრილი 2021, 19:25

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მიწისძვრა

12 აპრილი 2021, 19:24

საზოგადოება

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

12 აპრილი 2021, 19:05

რეგიონი

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა და ეს საქართველოსაც ეხება, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო პრობლემა და ინტერესი.

12 აპრილი 2021, 19:00

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დაიწყო. გზასთან ერთად, მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარია.

ანრი ოხანაშვილი

12 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ზურაბ ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს

„თუ მოქალაქეობიდან და საქართველოში ყოფნიდან სარგებელს იღებდნენ, ახლა ამ სარგებელს ვეღარ იღებენ და მათ საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ, რაც მარტივი დასანახია, თუმცა ეს არის იმ მძიმე დანაშაულების ირიბი აღიარება, რაც ამ პირებს უკვე დადასტურებული სახით აქვთ, თუნდაც, ადეიშვილს“.

12 აპრილი 2021, 18:28

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით18:19 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრა ცაგერთან მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 18:24

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:23

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მისი თქმით, ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე გუნდურად კარგი შედეგი აჩვენა.

12 აპრილი 2021, 18:16

ეკონომიკა

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

12 აპრილი 2021, 18:15

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ქუჩების ნაწილს 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ინფორმაციას თელასი ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი: 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 18:07

საზოგადოება

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:01

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან მინდოდა, ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო

იყო ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, შეჯიბრი გადადებულიყო და სხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო. ძალიან მინდოდა, რომ ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

12 აპრილი 2021, 17:46

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: 7 საკითხიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას „გირჩი“ სამართლიანად ითხოვს

გზა პარლამენტის შენობამდე მიდის, მაგრამ მიდის თუ არა პარლამენტამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე ხელისუფლება 7-დან ერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ალექსეი ნავალნი

12 აპრილი 2021, 17:44

მსოფლიო

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ალექსეი ნავალნის Tvwitter-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 17:36

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

12 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამაარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედას უკანასკნელი პატივი ოჯახის ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, არკადიაში მიაგეს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

12 აპრილი 2021, 17:31

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ წარმოვადგინეთ 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთი პუნქტის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც მზად ვართ პარლამენტში ვიმუშაოთ

​„თუ ამ შვიდი პუნქტიდან, არცერთი პუნქტი არ შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ ბუნებრივია არ შევალთ დარბაზში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი გულისხმობს იმას არ დავექვემდებარებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დერეფანი თავისუფალია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პარლამენტის ინფრასტრუქტურა, იარაღის ტარების უფლება და იმუნიტეტი. დანარჩენ ნებისმიერ მატერიალურ სიკეთეზე ჩვენ უარს ვიტყვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.