imedi /  04 მარტი 2021, 15:29 / სანდო წყარო

ჯანმოს წარმომადგენელი: ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ

კეტრინ სმოლვუდი

კეტრინ სმოლვუდი

კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ნოემბერ-დეკემბრის პიკის შემდეგ, საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა რეგიონში, ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია. არის ეტაპობრივი გახსნა ბიზნესის, სკოლების, მუზეუმების. ჩვენი მესიჯი იქნება, რომ ეს ყველაფერი ფრთხილად, გავრცელების მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდეს. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის საეჭვო ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა, რაც არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება. ახლა დროა, საბაზისო პრინციპები შეასრულოთ, გაზარდოთ ტესტირება. აუცილებელია, საეჭვო შემთხვევებისა და კონტაქტების კარანტინში გაშვება, რათა გაგრძელდეს ის კარგი საქმე, რასაც აკეთებთ“, - განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა.

ყველა სიახლე

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში

ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიები ხელს აწერენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი 2021, 22:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის

მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებ

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

ბადრი ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ბაქრაძე

19 აპრილი 2021, 22:21

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 22:06

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დღევანდელი შეთანხმებით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელბს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“ რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა მაინც უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 21:30

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პარტია მოაწერს ხელს.

19 აპრილი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 562 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 562 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 448 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 21:19

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.