imedi /  05 მარტი 2021, 18:08 / სანდო წყარო

თამარ გაბუნიამ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის თარიღი დაასახელა

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან - ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში.

„ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 15:44

COVID19

ამირან გამყრელიძე:„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება

ყველა იმ ვაქცინას, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება, ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი აქვს კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებსა და განსაკუთრებით, სიკვდილიანობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. „სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% -იანი ეფექტურობა ბრაზილიაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში მისი ეფექტურობა 70%-მდეა.

12 აპრილი 2021, 15:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი იაპონიის ელჩს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

კორონას ვაქცინა

12 აპრილი 2021, 15:39

COVID19

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრის კალენდარი წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ.

12 აპრილი 2021, 15:23

COVID19

Reuters: კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, თურქეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, თურქეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხათუნა ზახაშვილი

12 აპრილი 2021, 15:20

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადობა დამახასიათებელი კოვიდ-19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას

მთელ მსოფლიოში რეინფიცირების რიცხვი იზრდება და პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადაობა დამახასიათებელი კოვიდ-19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პიტერ სტანო

12 აპრილი 2021, 15:19

პოლიტიკა

პიტერ სტანო: საქართველოში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ პოლიტიკური ძალები საჭირო გამბედაობას, სიმწიფესა და მზადყოფნას გამოხატავენ

„კრისტიან დანიელსონის მისია არ იყო წარმატებული, რადგან არც მმართველი პარტიიდან და არც ოპოზიციიდან არ იყო პოლიტიკური ნება წარმოდგენილ დოკუმენტზე შეთანხმების მისაღწევად კომპრომისზე წასასვლელად. ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მსჯელობენ შემდეგ ნაბიჯებზე. ეს პროცესი გრძელდება. შედეგებზე და კონკრეტულ თარიღზე ჯერ ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. მსჯელობა გრძელდება და ევროკავშირის გზავნილი იგივე რჩება. საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები საჭირო პოლიტიკურ გამბედაობას, სიმწიფესა და მზადყოფნას გამოხატავენ“, - განაცხადა სტანომ.

12 აპრილი 2021, 15:14

კულტურა

მცხეთაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება

მცხეთის კულტურის ცენტრში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება. პროექტი ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოამზადა.

12 აპრილი 2021, 15:04

საზოგადოება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკითხველმა გაიცნო

„კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია,“ – მიიჩნევს წიგნის მაღაზია „წიგნის სივრცის“ (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი, – „განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი“.

12 აპრილი 2021, 14:59

ეკონომიკა

„აფბა“ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლას. როგორც „აფბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში, გადამცემი ქსელის განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ვასილ ხოდელი

12 აპრილი 2021, 14:55

ეკონომიკა

ვასილ ხოდელი: „ლიბერთის“ ნებისმიერი სესხი საბაზრო პირობებით გაიცემა

„ლიბერთი ბანკის“ ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევნის თავისუფლება, აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები. მეორე და მთავარი: „ლიბერთის“ ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. „ლიბერთი ბანკი“ არის კერძო კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

12 აპრილი 2021, 14:53

COVID19

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არის კიდევ სხვა შტამები, იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელებმა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ნახევარზე მეტ შემთხვევაში ბრიტანული შტამის გავრცელების ფაქტი დაადასტურეს. კერძოდ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთლიანად ევროპაში ე.წ. ბრიტანული შტამი დაახლოებით, 90%-ის შემთხვევებში ცირკულირებს, საქართველოში კი უკვე 50-70%-ის შემთხვევაში.

პაატა იმნაძე

12 აპრილი 2021, 14:45

COVID19

პაატა იმნაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის მოხსნაზე: მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება

„ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი მოქმედებდა ქვემო ქართლში, როდესაც იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი მოქმედებდა სვანეთში შარშან ზაფხულში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი. სხვათა შორის არა მინიმალური 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები“, - განაცხადა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:42

COVID19

რამდენ აცრილ ადამიანს გამოუვლინდა საქართველოში გვერდითი მოვლენა. ამირან გამყრელიძის განმარტება

„მოგეხსენებათ, ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებენ სამედიცინო დაწესებულებები, თუ ასეთი მოვლენა აღინუსხება. ამ დროისთვის, ოფიციალურად, აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. მათგან, 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი - შედარებით, ნაკლებად მძიმე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ხათუნა ზახაშვილი

12 აპრილი 2021, 14:32

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს

ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს. გვახსოვდეს, რომ ვიდრე აცრილები არ ვართ, აუცილებელია, გავაგრძელოთ ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც რეკომენდებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კელი დეგნანი

12 აპრილი 2021, 14:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“,- განაცხადა დეგნანმა.

მიხეილ ხიდურელი

12 აპრილი 2021, 14:22

ეკონომიკა

FDI-ის გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი), რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. „ამ ეტაპზე FDI-ს გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

12 აპრილი 2021, 14:21

თავდაცვა

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სპეციალური ტექნიკა გადასცა. საქართველოს ტექნიკა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში გადმოეცა.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო

„შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. და რა თქმა უნდა, მეხუთე, დღეს მთავარი - იმუნიზაციის მეტად გააქტიურება. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას. ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებულები, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:14

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის

დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყენაში აცრილია 20 622 ადამიანი, გუშინ კი 928 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კი საშუალო რაოდენობა 1200-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

12 აპრილი 2021, 14:10

კულტურა

იყო თუ არა ადრეული Homo-ს ტვინი პრიმიტიული. უახლესი კვლევა, რომლის ფარგლებშიც დმანისში აღმოჩენილი თავის ქალაც შეისწავლეს

მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სტატია The Primitive Brain of Early Homo (ადრეული Homo-ს პრიმიტიული ტვინი). სტატიაში, რომლის ავტორებიც შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ის, ისრაელის, ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენენ, გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა (იავა, ჩინეთი) და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება.