imedi /  07 მარტი 2021, 11:26 / სანდო წყარო

სომხეთში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,679 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,221 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,784.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

19 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს, რადგან თავისი პარტიის მხრიდან ბულინგის მიუხედავად, მან ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიეღო

„მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს! რადგან, მიუხედავად თავისი პარტიის მხრიდან ბულინგისა, მან შეძლო ცივი გონებით და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიეღო! ეს ნამდვილად დასაფასებელია და აღნიშვნის ღირსია!“ - წერს ზარქუა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან დესტრუქციის მთავარი წყარო

პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან დესტრუქციის მთავარი წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი

19 აპრილი 2021, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, ეს საქართველოს გამარჯვებაა

დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის. რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად“, - წერ ღარიბაშვილი.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 23:22

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, მივლენ პარლამენტში ამნისტიის მხარდასაჭერად. ამ კანონის შესაბამისად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 23:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს

„ყველამ უნდა გადავუხადოთ მადლობა პრეზიდენტ მიშელს, იმისთვის, რომ ამ პროცესის მედიაციაში ჩაერთო და ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს ამ ცერემონიას უმასპინძლა. შეთანხმება პარლამენტის წევრებისთვის ღია იქნება, დოკუმენტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იქნება. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი დემოკრატიული მომავლისთვის, თავისი ევროატლანტიკური მომავლისთვის. ძალიან ამაყად ვიმეორებ, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველო ნახოს წარმატებული. ასე რომ გილოცავთ და დიდი მადლობა საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში გამოიჩინეს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის“, - განაცხადა დეგნანმა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 23:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პროექტი არ არის, იმას არც პოლიტიკის გაეგება და ვერც ლოგიკასთან არის ახლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსულ პროექტს უწოდებს. „თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რუსული პროექტი არ არის, იმას არც პოლიტიკის გაეგება და ვერც ლოგიკასთან არის ახლოს“ - წერს რატი იონათამიშვილი.

გიორგი ვაშაძე

19 აპრილი 2021, 23:13

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული

კიდევ ერთხელ ეს ისტორიული დღე უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ყველა ადამიანმა, ვისაც აზრი მოეკითხება ამ ქვეყანაში, რომ ჩავუყაროთ საფუძველი ახალი, თანამედროვე სტანდარტის საქართველოს მშენებლობას რომელიც მალე გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა ვაშაძემ.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 23:10

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მათ, ვინც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა მოგიწოდოთ, განიხილოთ ამ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის

მათ, ვინც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა მოგიწოდოთ, განიხილოთ ამ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული და დემოკრატიული მომავლისთვის, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 23:07

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მჯერა, რომ დღევანდელი დღე არის ახალი ბიძგი საქართველოსა და მისი წინსვლისთვის

ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. მჯერა, რომ დღევანდელი დღე არის ახალი ბიძგი საქართველოსთვის და მისი წინსვლისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ორბელიანის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, სადაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა, როგორ შლიდნენ მოლაპარაკების პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დესტრუქციულად იქცევიან, მაგრამ კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, გაცხადდა, რასაც ვამბობდით, როგორ შლიდნენ ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 23:04

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ხვალ ბატონი შარლ მიშელი ჩამობრძანდება საქართველოში, რაც აჩვენებს იმას თუ რამდენი პრობლემა შევქმენით საკუთარი თავისთვისაც და როგორი კარგი მეგობრები გვყავს

„ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ რამდენად დაინტერესებულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი დრო დახარჯეს ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. ხვალ ბატონი შარლ მიშელი ჩამობრძანდება საქართველოში, რაც სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო ჩვენთვის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რაც აჩვენებს იმას თუ რამდენი პრობლემა შევქმენით საკუთარი თავისთვისაც და როგორი კარგი მეგობრები გვყავს, რომ ასეთ დროს არ მიგვატოვეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 23:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია

„კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით! განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს“, - წერს მამუკა მდინარაძე.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 23:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოქალაქეები მშვიდად იყვნენ -„ქართული ოცნება“ ყველა პუნქტს შეასრულებს

ამდენ პროცესში, ყველაზე კონსტრუქციული და ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არის, იყო და რჩება „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

19 აპრილი 2021, 22:57

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ ეტაპზე არ უერთდებიან

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელისუფლებისა და ოპოზიური პარტიების ნაწილმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“, „რესბუბლიკელები“.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:56

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 22:46

COVID19

სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

იმედი მაქვს, რომ სულ მალე, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერამდე განაცხადა.

19 აპრილი 2021, 22:38

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ვიზიტით ეწვევა

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირა. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ხელის მოწერისას განაცხადა.