imedi /  18 მარტი 2021, 17:44 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

„ამ ბრიფინგის ძირითადი მიზანია, შეგატყობინოთ ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის, გართულების შესახებ. მოგეხსენებათ, არც ერთი წამალი არ არის დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც სწრაფად, 15-30 წუთში ვითარდება, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია. ის შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მაგრამ შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ზოგადად მიღებულია, რომ იმ ვაქცინებზე, რომლებსაც კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად იყენებს, ანაფილაქსიური რეაქციები მილიონზე ერთხელ მოდის. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია. ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები - ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებს. აცრამდე ადამიანს უსვამენ სპეციალურ კითხვებს, რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე. ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და ამ ტიპის სხვა გამოვლინებები არის დაახლოებით 10-50% შემთხვევაში. ანაფილაქსიური გამოვლინება შედარებით იშვიათია. ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ 3365 აცრა, გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ. 30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ახალგაზრდა ქალს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად კატასტროფის მედიცინის ბრიგადას ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

არვიდას ანუსაუსკასი

03 ოქტომბერი 2022, 18:22

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: ომის მიუხედავად, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურა ახლა უნდა დაიწყოს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურა ახლა უნდა დაიწყოს.

03 ოქტომბერი 2022, 18:19

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:17

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ორი წლის განმავლობაში დევნილებისთვის 7 ათასი ბინა აშენდება

„მოგეხსენებათ, ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა, რომ 2024 წლის ბოლომდე 13 ათასი დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. ნაწილს გადაეცემა ახალაშენებული ბინები, ნაწილი დაკმაყოფილდება „სოფლად სახლის პროექტის“ ფარგლებში და ნაწილი ასევე დაკმაყოფილდება იმით, თავად რასაც შემოგვთავაზებს - თუ აქვს სურვილი რომელიმე კონკრეტული ბინის შეძენა მოხდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

03 ოქტომბერი 2022, 18:09

მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ტერიტორია დატოვონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო რუსეთის ტერიტორია დატოვონ.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:09

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ, კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარი განისაზღვრება

ჩვენ ძალიან მასშტაბური პროექტი გვაქვს დაწყებული მედიკამენტების ბაზრის გამჭვირვალობიდან გამომდინარე. უკვე მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ. შერჩეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოში განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი კონკრეტულ მედიკამენტებზე და მხოლოდ ამ ფასის ფარგლებში შეეძლებათ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება.

სანდრო რაქვიაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:08

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ

„სავსებით გასაგები იქნება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხი გაიწვიოს [რუსეთმა]. მათ შორის, უკრაინიდანაც იმავეს აკეთებს და იმ ტერიტორიებზე, რომელსაც აკონტროლებს, ხალხი ჯარში მიჰყავს. ამ ნაწილში, როგორც ჩანს შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა ბევრად გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ. ეს კარგი ჟესტი იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ხალხი ომში არ წავიდეს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:05

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტში თანხების მობილიზებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ხარჯვითი ნაწილი

„ჩვენი სამინისტროს შემთხვევაში ეს შეეხო როგორც სოციალურ ასევე ჯანდაცვისა და დევნილების მიმართულებებს. პრინციპში, ეს არის ყველა მიმართულება, რასაც ჩვენი სამინისტრო მოიცავს. 700 მილიონ ლარზე მეტი ზრდა არის სოციალური მიმართულებით, რაც სოციალურ დახმარებას და საპენსიო გასაცემლებს შეეხო. შემდეგია ჯანდაცვის მიმართულება, სადაც მნიშვნელოვანი ზრდაა საყოველთაო ჯანდაცვის და სხვადასხვა პროგრამის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა დევნილების მიმართულებით, სადაც უპრეცედენტო ზრდა ბიუჯეტი და 300 მილიონი ლარის ფარგლებშია დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფის ბიუჯეტი“, - განმარტა აზარაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს და ისე თარგმნოს ყველაფერი, როგორც მას სურს

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო რეალობის წინაშე დადგა საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის უუნარობას იყონ თანმიმდევრულები პოლიტიკურ პროცესებში და მეორე მხრივ აჩვენებს მათ სუბიექტივიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ განწყობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი - ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი

ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 17:15

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის

ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს, შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 17:13

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა

ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

დიმიტრი პესკოვი

03 ოქტომბერი 2022, 17:11

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული და „მოსახლეობის ნებაზე“ იქნება დამოკიდებული.

03 ოქტომბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. დღეს, 20:00 საათზე იურიდიული კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსში, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაც დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა სხდომაზე ითქვა, რომ ამ ორ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა უსამართლოა და თუკი ოპონენტებს სურდათ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართულიყვნენ

03 ოქტომბერი 2022, 16:56

მსოფლიო

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა. 30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

03 ოქტომბერი 2022, 16:54

საზოგადოება

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კვლევის ანგარიში მოისმინა თემაზე - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი“. სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგებზე და ქვეყანაში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიგნებები დეპუტატებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის ოფიცერმა გვანცა ნადირაძემ გააცნო.

03 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

მიმდინარე სასესიო კვირაში, სამშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან პარასკევის, 7 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება პლენარული სხდომები. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა. ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს ხვალ, 4 ოქტომბერს უყრიან.

ოთარ შამუგია

03 ოქტომბერი 2022, 16:45

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა იყოს ფასების შემცირების მოლოდინი და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში ინფლაციაზე გავლენას იქონიებს

ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 16:44

პოლიტიკა

მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.