IMEDI /  19 მარტი 2021, 19:31 / სანდო წყარო

ბელგია კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზეა

დღეს ბელგიაში COVID19-ით ინფიცირების 4 659 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი.

„რასაც ახლა ვხედავთ შეიძლება უკვე მესამე ტალღის დასაწყისად განვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით როდის იქნება პიკი. რამდენად სწრაფად გააგრძელებს ვირუსი გავრცელებას ან რა პერიოდი დასჭირდება ქვეყანაში პიკის დასახელებას. მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეს ტალღა ისეთი ძლიერი არ იყოს, როგორც წინა აფეთქება. წესების დაცვაზე იქნება დამოკიდებული კორონავირუსის მესამე ტალღის სიძლიერე. ეს ტენდენცია შეიძლება მატებისკენ ან კლებისკენ წავიდეს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მოქალაქეების პასუხიმგებლობა და ქცევაში მცირეოდენი ცვლილება დიდი შედეგს მოგვცემს. ბოლო მონაცემებით, სახეზეა ერთ კვირაში ყოველდღიური შემთხვევების 34 % იანი მატება, რაც ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა”,- განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა სტივენ ვან გუხტმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის ამ ტემპით გავრცელების შემთხვევაში ბელგიაში საწოლების ნახევარი მარტის ბოლოს უკვე დატვირთული იქნება. კრიზისის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების უდიდესი ნაწილი ამჯერად მცირეწლოვან ბავშვებზე და მოზრდილებზე მოდის. 10-12 წლის პაციენტები მესამე ტალღის დროს ინფიცირებულთა 56-დან 60 % -ს შეადგენენ.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინაციის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ხანდაზმულთა სახლებში ვირუსის გავრცელება და სიკვდილობა.

დღეს ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საკოორდინაციო საბჭო საბჭო განიხილავს. თუ ქვეყანა კორონავირუსის სტრატეგიის გეგმა B-ს დაუბრუნდა, ეს ნიშნავს მაღაზიების დაკეტვას და სკოლების ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას.

ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 822 801 შემთხვევაა აღრიცხული. 19 მარტის მონაცემებით, აქტიურია კორონავირუსის 745 052 შემთხვევა. 534 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ბელგიის სამეფოში კორონავირუსით პანდემიის დროს 22 624 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 09:35

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. დელეგატებმა აღიარეს ეგვიპტის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მხარეებმა 3-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ზავს მიაღწიეს.

09 აგვისტო 2022, 09:30

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს

რუსეთი, ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პორტებიდან კიდევ ორი გემი გავიდა

უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გრძელდება. წუხელ თურქეთის მიმართულებით სიმინდით დატვირთული კიდევ ორი გემი დაიძრა. ექსპორტირებული მარცვლეულის საერთო მოცულობამ 10 სატვირთო გემი შეადგინა. მარცვლეულის ექსპორტს გაეროსა და თურქეთის მიერ შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო აკონტროლებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული. კომპანიამ გადაწყვეტილება მარცვლეულის მიწოდების 5-თვიანი შეფერხებით ახსნა.

ბაჩო დოლიძე

09 აგვისტო 2022, 09:23

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ პოლიტიკურ მხარეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრები იმართება.

09 აგვისტო 2022, 09:18

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

უკრაინის აღმოსავლეთი ტერიტორიები ისევ ინტენსიურად იბომბება. საოკუპაციო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე. სამიზნეში დასახლებული კვარტალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სკოლა მოექცა. იერიშს ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები დონბასში. სევეროდონეცკთან ახლოს დაიბომბა რესტორანი, სასტუმრო და საბავშვო ცენტრი. რეგიონში, რომლის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, უკრაინის დამცველები, ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

09 აგვისტო 2022, 09:15

პოლიტიკა

ეროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს

საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ჯგუფის წევრები იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია. მისივე განცხადებით, პროცესში აუცილებელია ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა, რათა ნათლად გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს ხედავენ ისინი.

09 აგვისტო 2022, 01:17

მსოფლიო

პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 00:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს, - ამის შესახებ მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

09 აგვისტო 2022, 00:44

თავდაცვა

თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

ჯიმ რიში

09 აგვისტო 2022, 00:22

პოლიტიკა

ჯიმ რიში: 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, – წერს ჯიმ რიში twitter-ში.

რუსლან სტეფანჩუკი

08 აგვისტო 2022, 23:40

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

08 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში კლდეებს შორის იყო მოყოლილი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ის წერს, მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

08 აგვისტო 2022, 23:15

მსოფლიო

Financial Times: დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება

დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

08 აგვისტო 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

08 აგვისტო 2022, 22:27

მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

08 აგვისტო 2022, 22:15

მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საბიუჯეტო საჭიროებისთვის

აშშ უკრაინის მთავრობას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში განაცხადეს.

08 აგვისტო 2022, 21:51

პოლიტიკა

ხორვატიის საგარეო უწყება: რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.

ენტონი ბლინკენი

08 აგვისტო 2022, 21:04

მსოფლიო

ბლინკენი: თუ დიდ ქვეყანას მიეცემა უფლება პატარა ქვეყანა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს მთელ მსოფლიოში ნადირობის სეზონის გახსნა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს მიეცემა უფლება უკრაინა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს იქნება „ნადირობის სეზონის“ გახსნა მთელ მსოფლიოში.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 21:03

მსოფლიო

გიტანას ნაუსედა: ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. უკრაინას აქვს პროგრესი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთით, მაგრამ ამავე დროს რუსეთიდან ზეწოლაა აღმოსავლეთით, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 20:52

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს

სამწუხაროდ, ამ დრომდე ევროკავშირმა არ გააკეთა საკმარისი უკრაინის უფრო ეფექტიანად მხარდასაჭერად. დიახ, ჩვენ სანქციების 7 პაკეტი დავაწესეთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით რუსული ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმისთვის საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო.