imedi /  27 მარტი 2021, 09:53 / სანდო წყარო

22-26 მარტის პერიოდში, კორონავირუსი სკოლების პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა

კორონავირუსი

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.

„მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარება სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს“, - აცხადებს დგებუაძე.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

ყველა სიახლე

ალექსანდრე გოგინავა

19 იანვარი 2022, 09:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან

„სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამიტომ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვნებისთვის და იმ სეგმენტისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და მძიმე მიმდინარეობის რისკები“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

19 იანვარი 2022, 09:08

რეგიონი

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

19 იანვარი 2022, 08:54

სამართალი

სუს-ში ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე ასლან ჩალდიევი გამოკითხეს

ჩალდიევი მედიაში გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აქამდე ნიკა გვარამიასთან შეხება არ ჰქონია და ის მას შემდეგ გაიცნო, რაც მედიაში ცრუ ბრალდებები გახმაურდა. მისივე თქმით, კავშირი არ აქვს, არც იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრონიკა პლუსმა მკვლელობის მომზადებაში ამხილა. დამატებით განმარტება გააკეთა ჩალდიევის უფლებადამცველმა და განმარტა, რომ გამომძიებლებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს კითხვებზე, რომლებიც ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.

დირსი

19 იანვარი 2022, 08:51

საზოგადოება

„დირსის“ მოსახლეობა კომპლექსის მენეჯმენტს კონტრაქტორი კომპანიის გაყვანას სთხოვს

მათივე თქმით, კორპუსის სარდაფებში წყალია ჩამდგარი, სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. პრობლემებია დასუფთავებასა და ლიფტებთან დაკავშირებითაც. მოსახლეობის ბრალდებებს უპასუხეს კომპანიაში. „სითი მენეჯმენტ გრუპში“ აცხადებენ რომ კომპანიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო და არსებული პრობლემები ადგილზე დახვდათ, თუმცა მათ მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

19 იანვარი 2022, 08:33

რეგიონი

აჭარაში მრევლის ნაწილმა ნათლისღება განბანით აღნიშნა

პარალელურად, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. შესრულდა წყლის კურთხევის მსახურება. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, ზღვაში განბანის რიტუალი წელს ორგანიზებულად არ ჩატარდა, მიზეზად, პანდემია და უამინდობა დასახელდა.

19 იანვარი 2022, 08:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

19 იანვარი 2022, 08:00

საზოგადოება

დღეს ნათლისღებაა

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

მაიკ რაიანი

19 იანვარი 2022, 01:38

COVID19

მაიკ რაიანი: კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

19 იანვარი 2022, 00:52

COVID19

ევროპის წამლის სააგენტო: მ-რნმ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ვაქცინა ორსულობის გართულებას არ იწვევს

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, რამდენიმე კვლევის დეტალური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მ-რნმ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის გართულებას არ იწვევს.

ბარნაბი კატა დაკარგული

19 იანვარი 2022, 00:46

ტაბლოიდი

ბრიტანეთში დაკარგული კატა მას შემდეგ იპოვეს, რაც პატრონმა ვეტერინართან საუბრისას ყურმილში მისი კნავილი გაიგო📞🐈

როდესაც გაირკვა, რომ კატა მართლაც ბარნაბია, ის პატრონთან ერთად სახლში დაბრუნდა. ლოურენსი ამბობს, რომ კატა ბედნიერი და ჯანმრთელია.

მთვარის რაინდი

19 იანვარი 2022, 00:33

კულტურა

Marvel-მა „მთვარის რაინდის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა🍿🎬

სერიალის მთავარი გმირი ყოფილი სამხედრო მარკ სპექტორია, რომელიც კომიქსების სიუჟეტის მიხედვით, ეგვიპტეში დავალების შესრულებისას დაიღუპა, თუმცა მთვარის ღმერთმა ჰონსუმ ის გააცოცხლა, სუპერშესაძლებლობებით დააჯილდოვა და მთვარის რაინდად აქცია. ტრეილერის მიხედვით, აიზეკის გმირს ეს ყველაფერი არ ახსოვს. ის მუზეუმში მუშაობს და ჰგონია რომ სტივენი ჰქვია. ამასთან, გმირი რეალობას სიზმრებისგან ვერ არჩევს.

19 იანვარი 2022, 00:19

COVID19

84 წლის ინდოელი 11 თვეში 12-ჯერ აიცრა, რათა „სახსრების ტკივილი მოერჩინა“

ინდოეთის მკვიდრი, 84 წლის ბრაჰამდევ მანდალი კორონავირუსისგან 12-ჯერ აიცრა. ამის შეასახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2022, 00:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

18 იანვარი 2022, 23:55

საზოგადოება

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა.

18 იანვარი 2022, 23:54

COVID19

ჯანმო: ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2022, 23:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებით, საქართველო რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნება, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, რაც ახალ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 23:14

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას

ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2022, 22:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია - შეცდომას ნუ დაუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს - გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

18 იანვარი 2022, 22:56

ტექნოლოგიები

ისრაელში ორაგულის ფილეს მცენარეულ ბაზაზე წარმოება დაიწყეს

„ამ ფილეს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ნამდვილ თევზს, შეიცავს მაღალი რაოდენობით ცილას, ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, ხელოვნურ ფილეში არ არის ვერცხლისწყალი, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, მიკროპლასტიკი და ტოქსინები, რომელიც ხშირად გვხვდება ოკეანეებსა და თევზის ფერმებზე ბინადარ თევზებში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ჯაკარტა

18 იანვარი 2022, 22:24

მსოფლიო

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს

ნუსანტარას მშენებლობა შესაძლებელია უკვე წელს დაიწყოს. ქალაქი მოქმედი დედაქალაქისგან - ჯაკარტასგან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.