imedi /  03 აპრილი 2021, 11:52 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსის 20,341 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 20,341 ადამიანს დაუდასტურდა, 396 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,731,971 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 34,075 პაციენტი ემსხვერპლა, 1,342,536 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

16 მაისი 2021, 14:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.

პაატა მანჯგალაძე

16 მაისი 2021, 14:14

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

„თუ ვთანხმდებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუ ვთანხმდებით ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით მონაწილეების სიების გამოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით ხმების დათვლის პროცედურის დროს მაღალი რეზოლუციის არსებობაზე, თუ ვთანხმდებით, რომ შემაჯამებელ ოქმებში შესწორებები არ შევა ახსნა-განმარტებებით, როგორც აქამდე იყო და გადათვლის საფუძველზე შევა მხოლოდ და თუ ვთანხმდებით, რომ გასაჩივრების ერთიანი ელექტრონული სისტემა გვექნება, სადაც დავინახავთ რა უბანზე რა დარღვევა იყო და რა საჩივარს რა რეაგირება მოჰყვა, მაშინ ნდობა გაიზრდება საარჩევნო პროცესის მიმართ და ჩვენ ასეთ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელია

16 მაისი 2021, 14:08

პოლიტიკა

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

ფაგრადალსფიადლი

16 მაისი 2021, 13:55

მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება🌋

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

16 მაისი 2021, 13:50

საზოგადოება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები ქუჩებს და მოსახლეობას აკურთხებენ.

ილია მეორე

16 მაისი 2021, 13:35

საზოგადოება

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს. არ უნდა შეგეშინდეთ. სიკეთემ უნდა იმარჯვოს. ჯვარი გეწეროთ. მე გლოცავთ თქვენს ოჯახებს, შვილებს. ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 ირაკლი შოთაძე

16 მაისი 2021, 13:26

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე: ეთერში გასული განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და რეალობის გადამოწმების მიზნით მას არავინ არ დაკავშირებია.

ჯო ბაიდენი

16 მაისი 2021, 13:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი მაღალია. თავის მხრივ, აბასთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და პალესტინის თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 13:00

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძე: როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაყოფილება

როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაოფილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გამოხატული უკმაყოფილება არ სცილდებოდა დიპლომატიურ პრაქტიკაში არსებულ სტანდარტს, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 12:59

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძემ განმარტა რა საკითხები განიხილება დავით ზალკალიანის უკრაინაში ვიზიტის დროს

„მეორე მნიშვნელოვანი მიზეზები გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. მესამე, ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

16 მაისი 2021, 12:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4,940,245-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 391 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,871-ს აღწევს.

16 მაისი 2021, 12:47

საზოგადოება

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

„სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ბიჭი, 47 - გოგო. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 მაისი 2021, 12:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა საჭიროა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ანალიზების გაკეთება

„საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, - განმარტა კულუმბეგოვმა.

16 მაისი 2021, 11:58

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: არავითარი თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ რეპროდუქციაზე იმოქმედოს, არ არსებობს

„ამიტომ, არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ. “, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

16 მაისი 2021, 11:49

რეგიონი

ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანა აალებას გადაურჩა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

ბიძინა კულუმბეგოვი

16 მაისი 2021, 11:42

COVID19

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მუდმივი იმუნიტეტი ვერ იქნება, ბუნებრივია. რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს ცვალებადობა, გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი. იგივე კოვიდპასპორტებთან მიმართ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება ექვსთვიანი ვალიდაციით. თუ რამე შეიცვლება და მონაცემები გზაში შემოგვეწევა, შეიძლება ეს გახდეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ 6 თვე გარანტირებულად დაცულები ვიქნებით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. ​

16 მაისი 2021, 11:32

რეგიონი

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა-ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენმე თვეში სრულად მიიღებენ

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენმე თვეში სრულად მიიღებენ. შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალაური ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ოფიციალურად დაიწყებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 მაისი 2021, 11:28

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

16 მაისი 2021, 11:19

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 131 ადამიანს დაუდასტურდა 9 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 220,860 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,323 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 208,454.

16 მაისი 2021, 11:17

პოლიტიკა

უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხვალაც იმსჯელებენ

„პროფესიული ნიშნით არჩეული მოადგილე უნდა დარჩეს და ამას შეიძლება დაემატოს ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მოადგილე. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი შესრულდება, მეორე მხრივ კი ეს დაბალანსებული ფორმით იქნება, რომ პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირიც ეყოლება თავმჯდომარეს მოადგილედ“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.