03 აპრილი 2021, 15:04 / სანდო წყარო

ექიმი ნანა გეგეჭკორი: მათ რწმენას, ვინც პანდემიაში შეთქმულების თეორიებს ეძებენ, კიდევ ბევრი სიკვდილი სჭირდება - გრიპისა და კოვიდის „სიკვდილებს“ ადარებენ და საკმარისი გარდაცვლილი არ გამოსდით

ნანა გეგეჭკორი

ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე იმ ადამიანებზე წერს, ვისაც კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერათ და საკუთარ გამოცდილებას იხსენებს.

„ბოლო ერთი წელი, არასდროს დაგვავიწყდება მათ, ვინც უშუალოდ შეგვეხო კოვიდ-19, როგორც ექიმებს, ექთნებს და პაციენტებს. ვერაფრით ვივიწყებ ჩემს ჰოსპიტალში, ლამის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ოპერატორის განწირულ ხმას „Code …“ (კოდს შეგნებულად არ ვაკონკრეტებ). ასე მაშინ გვეძახის ოპერატორი (მთელი ჰოსპილის მაშტაბით ყველა კუთხეს წვდება ეს ხმა, რომ სპეციალური ჯგუფი წამებში გაააქტიუროს), როცა პაციენტს რეანიმაცია სჭირდება. ჰოსპიტალს, სპეციალური, მორიგე გუნდი ჰყავს უსწრაფესი რეანიმაციისთვის. ამ გუნდის ყველა წევრს, ოპერატორის განცხადების პარალელურად, პეიჯერზეც მოსდის შეტყობინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წამში უნდა გაჩნდეს იმ პალატაში სადაც დახმარებაა საჭირო. გუნდს ჰყავს ლიდერი და ყველა დანარჩენმა წევრმა ზუსტად იცის საკუთარი როლი გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს. ამ ჯგუფის ლიდერი, რეზიდენტურის განმავლობაში, მრავალჯერ ვყოფილვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, სიამოვნებას, რომელიც მოაქვს ასეთ დროს გადარჩენილ სიცოცხლეს. ფრთების გარეშე ფრენა თუ გიცდიათ დაახლოებით ასეთი სიხარულია. როგორც წესი, ასეთი გადაუდებელი მდგომარეობები 750-საწოლიან ჰოსპიტალში ყოველდღე არ ხდება.

განსხვავებული იყო კოვიდ-პერიოდი. მარტის შუა კვირაში, კოვიდის პირველმა ტალღამ ღამის მორიგეობებზე მომისწრო. ორკვირიანი ჯოჯოხეთური ღამეები გამოვიარე. ღამის მორიგეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ამ დროს ჰოსპიტალში მხოლოდ მორიგე ჯგუფები არიან. როგორც წესი ორკაციანი ჯგუფია პასუხისმგებელი საშუალოდ 50-60-პაციენტიან დეპარტამენტზე, ამას დამატებული ღამით შემოსული ახალი პაციენტების მიღება, საშუალოდ 7-9 პაციენტი მშვიდობიან დროს. მე პარალელურად კოდის ჯგუფის ლიდერობაც მხვდა წილად.

ერთი ნიუანსი - ამერიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია, უმეტესი პროცედურები, ოპერაციებიც კი ამბულატორიულად კეთდება და ჰოსპიტალში მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები ხვდებიან (ასეა არა-კოვიდ პერიოდშიც). კოვიდღამეები წარმოუდგენელი გამოდგა. საშუალოდ, 12-15 უმძიმესი პაციენტის მიღება მიწევდა ერთ ინტერნთან ერთად, პარალელურად, გადავსებული განყოფილების ურთულესი პაციენტები და „Code …“-ზე სირბილი... მეორე კვირისთვის, ჰოსპიტალში, თითქმის აღარ იყო კოვიდ ავადმყოფის გარდა სხვა არავინ. ლამის ყოველ საათში ჩერდებოდა გული ან სუნთქვა, ან ორივე ერთად ჰოსპიტლის რომელიმე პალატაში... ასეთი პაციენტის რეანიმაცია კი, არც ისე ხშირად იყო წარმატებული.

ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დამარცხებულსა და განადგურებულს უნდა გეპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ სხვა პაციენტებისთვის მიგეხედა. ყოველ ჯერზე, როცა ოპერატორის ხმა და ჩემი პეიჯერი ერთდროულად იწყებდა ხმაურს, რამდენიმე წამით მთელი სხეული მიბუჟდებოდა, რადგან უკვე ვიცოდი, ალბათობა იმისა, რომ ისეთივე წარმატებული ვიქნებოდი რეანიმაციაში, როგორც სხვა პათოლოგიების დროს, თითქმის უმნიშვნელო იყო. პრობლემა მარტივ რამეში იყო. გულს კი ავამუშავებდით, მაგრამ ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანებისას, ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ჟანგბადს ვერაფრით ჩაასუნთქებდი პაციენტს, ვენტილაციის იდეალური პარამეტრებით მართვის პირობებშიც კი. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს ფილტვების დაუზიანებელი ქსოვილი თითქმის არ ჰქონდათ. მითუმეტეს, ამ პერიოდში გადავსებულ ჰოსპიტალში მხოლოდ უკიდურესად მძიმე, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები ხვდებოდნენ. სხვებისთვის ფიზიკურად ადგილი არ იყო და მათ ტელემედიცინით სახლში მართავდა ამბულატორიული ჯგუფი.

სწორედ ამ პაციენტთაგან უმძიმესებში გვიწევდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, შესაბამისად გადარჩენის შანსებიც პრაქტიკულად ნულთან იყო მიახლოებული. მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკის ამ ნაწილის, „ეკმოსცენტრიცაა, ამიტომ, ერთდროულად ბევრი პაციენტის „ეკმოზე“ ყოლის საშუალება გვაქვს. ეს შესაძლებლობაც პირველ რამდენიმე დღეში ამოიწურა.

მანამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, ყველა შესაძლო ადგილი ერთდროულად ყოფილიყო დაკავებული. ორი-სამი კვირის თავზე მთელი ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიის პალატებად იქცა და მართლა უმძიმესი პაციენტებით გადაივსო. თვეების განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთ ჰოსპიტალს, ერთდროულად 400-ზე მეტი პაციენტი ჰყავდა მართვით სუნთქვაზე. ეს იმაზე მეტია, რაც პიკის დღეებში, მთელს საქართველოში ერთად. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ლამის ომის მოგების ტოლფასი გახდა, იმდენად რთული ამოცანა იყო იმ პირობებში, როცა დაავადებაზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე თითქმის არანაირი სანდო ლიტერატურა არ არსებობდა. შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა მქონდა განცდა, რომ სიკვდილი მიყურებდა ასეულობით თვალიდან... ამ შეგრძნებას ისიც ამძაფრებდა, რომ ლამის ყველა პაციენტი მართვით სუნთქვაზე ან სხვადასხვა ტიპის ჟანგბადის წყაროზე იყო მიერთებული და პრაქტიკულად, მხოლოდ მათ თვალებს ვხედავდი. ისინიც მხოლოდ თვალებს ხედავდნენ ჩემსას, ისიც დამცავი სათვალიდან, რადგან სპეციალურ ანტივირუსულ კამუფლიაჟში ვიყავი შეყუჟული...

მალე მეც კოვიდ-პაციენტი აღმოვჩნდი და სიკვდილის შიში უკვე ჩემი ნაწილი გახდა...

ჩემს ოთახში, იზოლაციაში მყოფი, ასეულობით, შეშინებული ადამიანის წერილს ვპასუხობდი და ასე ვცდილობდი ფხიზლად ყოფნას. დაძინების მეშინოდა, ზუსტად არ ვიცოდი, კიდევ ერთხელ გათენდებოდა თუ არა ჩემთვის. შიშზე ხმამაღლა საუბარს ვერ გავბედავდი, ასე მხოლოდ შევაშინებდი ადამიანებს, ვისაც ჩემზე დარდი ისედაც არ ასვენებდათ.

გრძელი ისტორიაა... ჯერჯერობით, ამაზე ფიქრიც კი მიჭირს...

ყოველ ჯერზე, როცა ვაწყდები ადამიანებს, ვინც პანდემიაში შეთქმულების თეორიებს ეძებენ, ამტკიცებენ რომ კოვიდი გამოგონილი პრობლემაა, ის არ არსებობს, სტატისტიკა გაყალბებულია და ეს ადამიანები რეალურად არ გარდაცვლილან, ჩემი გონება წამებში აღადგენს ხოლმე ასეულობით თვალიდან მომზირალ სიკვდილს, ჩამქრალ თვალებს, ქაღალდზე დატანილ სიკვდილის დროს, კარდიოგრამაზე დაფიქსირებულ სწორ ხაზებს და მინდა, ამ ადამიანებს სათითაოდ მოვუყვე ეს ისტორიები.

ყველა მათგანს ერთი საერთო თვისება აერთიანებს, ასეულობით ათასი სიკვდილი არგუმენტად არ ჰყოფნით, დაუზარებლად ამტკიცებენ კედელ-კედელ, ეთერ-ეთერ, ადამიანი ხომ ისედაც მოკვდავი არსებაა და სხვა ვირუსული დაავადებებიც კლავენ, მაინც და მაინც კოვიდი რატომ უნდა გახდეს მნიშვნელოვანიო?.. მათ რწმენას კიდევ ბევრი სიკვდილი სჭირდება. ასე ამბობენ თვითონ... გრიპისა და კოვიდის „სიკვდილებს“ ადარებენ და არ გამოსდით საკმარისი გარდაცვლილი, რომ უბედურების მაშტაბებში დარწმუნდნენ.

დღეს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა სტატია „Learning From Excess Pandemic Deaths“.

სტატიაში გაციფროვნებულია ჩვენ რომ ვერ ავამუშავეთ, ის გაჩერებული გულები:

ერთი წლის განმავლობაში 538.244 კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ამერიკაში, 2.727.837 - მსოფლიოში;

H1N1 ინფლუენზა 2009-2010 წლები 12.469 გარდაცვლილი ამერიკაში, 151.700-575.400 - მსოფლიოს მასშტაბით;

1968 წელი H3N2 ინფლუენზა პანდემია 40.000 სიკვდილი ამერიკაში, 1.000.000 გარდაცვლილი მსოფლიოში;

1957 – 1958 წლები H2N2 ინფლუენზას პანდემია, 60.000 გარდაცვლილი ამერიკაში, 2.000.000 გარდაცვლილი მთლიანად მსოფლიოში;

1918-1919 წლების ესპანური გრიპით გამოწვეული პანდემია, 675.000 სიკვდილი ამერიკაში, 50.000.000 გარდაცვლილი მსოფლიოს მაშტაბით.

მხოლოდ ამერიკაში, კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი აღემატება მეორე მსოფლიო ომში, ვიეტნამის და კორეის ომებში დაღუპული ადამიანების რიცხვს.

კიდევ რამდენი სიკვდილი აკლია თქვენს რწმენას?“ - წერს ექიმი.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 21:51

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 894 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 894 043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 95 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 20:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი

შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჯიმ რიში

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.

არჩილ თალაკვაძე

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ნიკა მელია

23 აპრილი 2021, 20:01

COVID19

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომლის ადვოკატ ბექა ბასილაიას დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ imedinews-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

23 აპრილი 2021, 19:58

პოლიტიკა

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.