imedi /  04 აპრილი 2021, 14:28 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოება გათამამდა და ცოტა მარტივად დაუწყო კორონავირუსის გავრცელების პრობლემას ყურება

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკის ყველა მიმართულება, ასევე შევამსუბუქოთ რეგულაციები, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს საფრთხე. საჭიროა, რომ სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემას და მაქსიმალურად, აგრესიულად გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება გათამამდა და ცოტა მარტივად დაუწყო კოვიდპანდემიას გავრცელების პრობლემას ყურებამ

„სახელმწიფომ მთელი პერიოდის განმავლობაში, თანმიმდევრულად, ძალიან მიზანმიმართული კონკრეტული შეზღუდვების შედეგად შეძლო, რომ მიეღო შედეგი, რომლითაც გულწრფელად, რომ ვთქვათ საზოგადოება გათამამდა და ცოტა მარტივად დაუწყო კოვიდპანდემიას გავრცელების პრობლემას ყურება.

ამიტომაც კიდევ ერთხელ გვმართებს ყველა რეგულაციის დაცვა, რადგან ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ რეგულაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის გადაადგილების თუ თავისუფლების შეზღუდვაზე, ეს არის რეგულაცია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მე-2 რიგში ისედაც უკვე დაზიანებულ ეკონომიკას ნაკლები ზიანი მივაყენოთ, რომელიც პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში არსებობს.

ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკის ყველა მიმართულება, ასევე შევამსუბუქოთ რეგულაციები, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს საფრთხე. საჭიროა, რომ სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემას და მაქსიმალურად, აგრესიულად გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი და რა თქმა უნდა, ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ დავიცვათ რეგულაციები. მიუღებელია, როცა ადამიანები მოუწოდებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ქვეყანაში არსებული აუცილებელი რეგულაციები დაარღვიონ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ადგილზე მოეწყო საველე კარვები. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

ყველა სიახლე

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

16 აპრილი 2021, 21:07

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

16 აპრილი 2021, 20:54

COVID19

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

რატი იონათამიშვილი

16 აპრილი 2021, 19:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში

დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.