imedi /  05 აპრილი 2021, 11:07 / სანდო წყარო

ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სინოფარმი“ გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს ნაყიდი - ბრაზილია, ჩილე იყენებს, ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და მას 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა. მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს 5-მდე ვაქცინა აქვს, აქედან საერთაშორისო მასშტაბით ორი - „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ გამოიყენება. ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 10:51

მსოფლიო

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:42

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

19 აპრილი 2021, 10:40

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 553 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 41 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 553 ადამიანი კი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო

დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო - ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

19 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

19 აპრილი 2021, 10:16

რეგიონი

რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

19 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

19-20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება

19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.

19 აპრილი 2021, 09:53

მსოფლიო

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა კალიუბიის პროვინციის ქალაქ ბანჰაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მატარებლის სულ მცირე 4 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

19 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

19 აპრილი 2021, 08:58

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამართლო სხდომაა დანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.

19 აპრილი 2021, 08:42

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

19 აპრილი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.

19 აპრილი 2021, 08:17

პოლიტიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, არაფორმალური ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

19 აპრილი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემები იქნება გლობალური პანდემია და კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ასევე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე.

@peakay81

19 აპრილი 2021, 00:42

ტაბლოიდი

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.