imedi /  28 აპრილი 2021, 13:58 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობებისა და ხარისხის შეფასებას გულისხმობს

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

„მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე.

„სელექტიური კონტრაქტირება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობების, ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას. სწორედ აღნიშნული შეფასების მიხედვით, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით. სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე.
სელექციის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვასაც გეგმავს, რომელიც სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვასა და სიჭარბის განტვირთვას მოემსახურება.
„ვგეგმავთ სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვას, რომელიც ემსახურება სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვას და სიჭარბის განტვირთვას. ამ მიზნის განხორციელებისთვის, ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ არსებული დაწესებულებების სელექციას, არამედ ახალი დაწესებულებების ამოქმედების საკითხის რეგულირებას. სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო. პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის და საჭიროებების პროპორციულად განსაზღვრავს სათანადო სერვისების მოცულობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 21:40

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა. დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას

„ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ „შავი ზღვის პირატებს“ და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის „დინამო“ არაერთხელ გაგვახარებს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ტიტე აროშიძე

28 ნოემბერი 2021, 21:20

რეგიონი

ტიტე აროშიძე ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძესა და მისი ოჯახის ბინძური მეთოდებით დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

„ჩანაწერში სახელიც კი არ არის ნახსენები, რომ ვინმემ გამომგზავნა. პირობითად, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ვართ მოსული ან პირობითად - დავით რიჟვაძის დავალებით. სახელიც კი არ ფიგურირებს! რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი სპეკულაციაა. დისკრედიტაცია მთავრობის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის, მხოლოდ ძალიან ბინძური მეთოდებით“, - განაცხადა აროშიძემ.

ღარიბაშვილი ხანუკა

28 ნოემბერი 2021, 21:02

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ხანუკა სამეახ! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხანუქა რწმენის, განახლებისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია

თბილისის დიდ სინაგოგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, ისრაელის ყოფილი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი და თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მორდუხაშვილი.

28 ნოემბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

რას ჰყვებიან პოლიტპატიმრები, რომლებიც სასჯელს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იხდიდნენ

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს შეხვდა. რატომ ვერ იღებდნენ პატიმრები სამედიცინო მომსახურებას და როგორ და რა ფორმებით სჯიდნენ მათ უმიზეზოდ - დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

იური ლუცენკო

28 ნოემბერი 2021, 20:48

პოლიტიკა

იური ლუცენკო: სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ

„სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს - საქართველოზე, უკრაინაზე, მის ახლობლებსა თუ ნათესავებზე მეტადაც. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი წარმატება. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაფერზეა წამსვლელი. შეუძლია თანხები აიღოს რუსი ოლიგარქებისგან, რომლებმაც უკრაინა გაძარცვეს. იგი მზად იყო დაერღვია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კანონები. მისთვის ყველაზე მაღლა არა საქართველო, უკრაინა ან დემოკრატია დგას, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

მიხეილ სააკაშვილი

28 ნოემბერი 2021, 20:39

პოლიტიკა

გამოძიების მასალებით, 2012 წელს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დუბაიში მოგზაურობა სახელმწიფო ბიუჯეტს 236 ლარამდე დაუჯდა

გასაიდუმლოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი სტილისტის მომსახურება სახელმწიფოს 125 070 ლარი დაუჯდა. წარმოშობით ირანელი ქამალ ალი პიურსატარი, საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. მას უნაზღაურდებოდა თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ხარჯები. საფრანგეთში მოღვაწე სტილისტს, ძირითადად სასტუმრო „კოპალა“ მასპინძლობდა.

ნიკა მელია

28 ნოემბერი 2021, 20:14

პოლიტიკა

„იმედის კვირის“ ცნობით, „ნაცმოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო

ამავე წყაროს ცნობით, გაიჟღერა ნიკა გვარამიას კანდიდატურამაც, თუმცა სააკაშვილს მისთვის ტელემენეჯერზე და ადვოკატობაზე მეტი უფლებების მიცემა მალევე გადააფიქრებინეს. წყარო იმასაც ამბობს, რომ თავად მელია „ლელოში“ წასვლით იმუქრება.

ზაალ ანჯაფარიძე

28 ნოემბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მსახურების დაუოკებელმა სურვილმა დაუკრეფავში გადაიყვანა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებას ეხმიანება მიხელ სააკაშვილის შესახებ, რომელიც აცხადებს, რომ პატიმარ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს.

28 ნოემბერი 2021, 19:39

COVID19

ჩეხეთის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა ახალი პრემიერი მინის ყუთიდან დანიშნა

77 წლის პრეზიდენტი მწეველია, წარსულში კი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია. მას დიაბეტი აქვს. ზემანი ეტლით გადაადგილდება. კორონავირუსით ის საავადმყოფოში დაინფიცირდა, სადაც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა.

28 ნოემბერი 2021, 19:31

რეგიონი

დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 4-ვე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ფრენკ ულიამსი

28 ნოემბერი 2021, 19:07

სპორტი

Williams-ის დამფუძნებელი ფრენკ უილიამსი გარდაიცვალა

„ღრმა მწუხარებით ვართ სავსე სერ ფრენკ უილიამსის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება ავტოსპორტისადმი სიყვარულით იყო სავსე, მისი მემკვიდრეობა განუზომელია და სამუდამოდ დარჩება „ფორმულა 1“-ის ნაწილად“, - აღნიშნულია „ფორმულა 1“-ის განცხადებაში.

ხატია წილოსანი

28 ნოემბერი 2021, 18:36

პოლიტიკა

ხატია წილოსანი: საქართველოს პარლამენტი მიესალმება და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას საპარლამენტო ცხოვრებაში

საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ახალგაზრდა პარლამენტარების საქმიანობას და მათი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას ქვეყნის ინტერესებისა და საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, ასევე, ახალი, პოტენციური პარლამენტის წევრების მოზიდვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით ქვეყნის როგორც კანონშემოქმედებით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა მადრიდში განაცხადა.

28 ნოემბერი 2021, 18:08

COVID19

ნიდერლანდებში „ომიკრონით“ ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა

ისინი იმ 61 მგზავრს შორის არიან, ვინც ნიდერლანდებში გუშინ ჩაფრინდა და ვისაც COVID-19 დაუდასტურდათ. ინფიცირებულები კარანტინს აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში გადიან.

28 ნოემბერი 2021, 17:33

სპორტი

ბათუმის „დინამო“ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა⚽🏆

ჩემპიონის ბედი „სამტრედიისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას გადაწყდა, რომელიც ფრედ, ანგარიშთ 0-0 დასრულდა.

ზურაბ ქადაგიძე

28 ნოემბერი 2021, 17:04

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ელენე ღირსეულად მოიქცა, იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი - აქაც გაჯობეს მიხეილ

მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

28 ნოემბერი 2021, 16:59

სპორტი

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ქალთა ეროვნული ნაკრები დუბლინში, დღეს, 20 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.

28 ნოემბერი 2021, 16:51

მსოფლიო

პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი, 112 კილომეტრის სიღრმეზე, ამაზონის რეგიონში დაფიქსირდა, თუმცა ბიძგები დედაქალაქ ლიმასა და მეზობელ ქალაქებშიც იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

მიგრანტების ბანაკი ჩრდილოეთ ერაყში

28 ნოემბერი 2021, 16:31

მსოფლიო

ბელარუსში ჩასული 1000-ზე მეტი მიგრანტი უკან, ერაყში არსებულ ბანაკში დააბრუნეს

ბელარუსიდან ერაყის მიმართულებით სამი სპეციალური ავიარეისი შესრულდა, რომლებითაც, 1000-ზე მეტი მიგრანტი უკან დააბრუნეს. მათი უმეტესობა ერაყელები, სირიელი ქურთები და იეზიდები არიან, რომელთაც, რეგიონში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს საცხოვრებლები.

გია გაბრიჭიძე

28 ნოემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ხოშტარიაზე: მისი პროტესტი რადიკალურად განსხვავდება ოდესის ყოფილი გუბერნატორის ე.წ. პროტესტისგან

ელენე ხოშტარიას პროტესტი იყო კონკრეტულად მოტივირებული და თანმიმდევრული. არანაირად არ ჰგავდა ყოფილი გუბერნატორის „პროტესტს“, რომელიც არა ბრძოლა, არამედ ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის ჭირვეულობაა, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობის აქტს და მის შემდგომ პერიოდს.

თამთა მეგრელიშვილი

28 ნოემბერი 2021, 15:57

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში აჯობა - როცა მიხეილ სააკაშვილს ნიკანორ მელია, ნიკა გვარამია და მისი გარემოცვა სასიკვდილოდ იმეტებს, ქალის, ელენე ხოშტარიას ქმედება ნამდვილად დასაფასებელია

„ჩემი და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური გემოვნების განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ მან მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში აჯობა“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.