Imedi /  05 მაისი 2021, 11:35 / სანდო წყარო

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია

სასაფლაოები

სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია.

სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აღარ აკონტროლებენ. შესაბამისად, მოქალაქეების გადაადგილება სასაფლაოების ტერიტორიაზე უკვე შეინიშნება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი 5 მაისს ელოდებოდნენ, როდესაც დაწესებული შეზღუდვა მოიხსნებოდა და ისინი თავიანთი მიცვალებულების საფლავზე მისვლას შეძლებდნენ.

ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოქალაქეებმა სასაფლაოებზე გასვლისას კოვიდრეგულაციები მკაცრად უნდა დაიცვან.

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

10 მაისი 2021, 12:18

ეკონომიკა

ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

10 მაისი 2021, 12:13

რეგიონი

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10 მაისი 2021, 12:03

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ აპრილის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის მოვლენებია შესული.

ენტონი ფაუჩი

10 მაისი 2021, 11:58

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

10 მაისი 2021, 11:46

თემა

ბოლოს და ბოლოს, Apple-მა წარადგინა AirTag-ი, რომლის შესახებაც ბოლო რამდენიმე წელი საუბრობდნენ

Apple-ის ვირტუალური პრეზენტაცია, რომელიც 20 აპრილს შედგა, გრანდიოზულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. აქ არ იყო არც ახალი iPhone-ები (როგორც წესი, მათ შემოდგომაზე წარადგენენ) და არც ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელთა შესახებაც ჭორები ბოლო წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა ღონისძიება ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა - პირველ რიგში, ახალი ფერადი iMac-ის წყალობით. რა სიახლეები წარადგინა ამჯერად Apple-მა?

10 მაისი 2021, 11:46

სპორტი

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა

სანდრო მეგრელიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ მეტოქეს აჯობა, რითაც ორი რეკორდი მოხსნა. მან ტურნირზე ყველაზე დიდი, 72-ქულიანი სხვაობით შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა აიღო.

10 მაისი 2021, 11:46

სამართალი

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. ვიდეო

დიდუბის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. როგორხ „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

10 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.

10 მაისი 2021, 11:35

მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

რატი იონათამიშვილი

10 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

10 მაისი 2021, 11:25

სპორტი

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა

ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

10 მაისი 2021, 11:22

COVID19

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხე-სიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.

10 მაისი 2021, 11:17

საზოგადოება

თემქაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა

თემქაზე, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და 4 მანქანა მოიყოლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები ახადა. შემთხვევის ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ მოინახულა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 11:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10 მაისი 2021, 11:11

მსოფლიო

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 11:07

თემა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

კორონავირუსი

10 მაისი 2021, 11:05

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 924 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 197 იმყოფება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.