www.imedi.ge /  06 მაისი 2021, 08:00 / სანდო წყარო

საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე პარტია ჩამოვიდა

AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 43 ათასი დოზა საქართველოშია. ვაქცინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს. უკვე ცნობილია რომ მაისის შუა რიცხვებში დამატებით 43 ათას დოზას შემოიტანენ.

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Novovax-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. მისივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს Moderna-სა და Johnson&Johnsons-ის ვაქცინების შემოტანაზეც.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 22:04

რეგიონი

კახა კუჭავა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს. პარალელურად, გაიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაც.

ნიკოლ ფაშინიანი

17 ივნისი 2021, 22:00

მსოფლიო

ფაშინიანი: აზერბაიჯანის მიერ 15 დატყვევებული სომეხი სამხედროს დაბრუნება რეგიონში დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა

აზერბაიჯანის მიერ 15 დატყვევებული სომეხი სამხედროს დაბრუნება რეგიონში დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

17 ივნისი 2021, 21:49

რეგიონი

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი: ახალგაზრდებს ვთავაზობთ უნიკალურ გარემოს

„ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტს, ასევე სხვა უნივერსიტეტებს“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

17 ივნისი 2021, 21:43

საზოგადოება

Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas ფრენები ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყება.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2021, 21:38

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბანზე დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომელსაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა

დღეს, კომისიის წევრებმა გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისგან და ამავე ოლქის თავმჯდომარისგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

17 ივნისი 2021, 21:24

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სამცხე-ჯავახეთს აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის

სამცხე-ჯავახეთს აქვს მართლაც დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 21:23

COVID19

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

17 ივნისი 2021, 21:14

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტურები განახლდება

საქართველოს პარლამენტის სასახლის დათვალიერების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობის მსურველებისთვის, 18 ივნისიდან საექსკურსიო ტურები განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

17 ივნისი 2021, 21:10

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: განათლება არის არა მარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ ყველა უწყების ერთიანი საზრუნავი

მისი მოსაზრებით, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით მოაგვარებს.

17 ივნისი 2021, 21:08

რეგიონი

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ადგილზე სამართალდამცველები ჯერჯერობით ისევ რჩებიან. „ნამახვანჰესის“ პროტესტის დეესკალაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების განმხილველი კომისია ჩაერთო.

გურამ კაშია
ჯაბა კანკავა

17 ივნისი 2021, 21:04

სპორტი

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ფეხბურთელები გახდნენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ. ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგულ „ვალანსიანში“ გამოდიოდა, გურამ კაშია კი თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

17 ივნისი 2021, 21:00

COVID19

მოსკოვის მერი: მოსკოვში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება.

17 ივნისი 2021, 20:51

რეგიონი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ალუდა ღუდუშაური

17 ივნისი 2021, 20:47

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას

ძალიან უხერხული იყო განსაკუთრებით ის, როდესაც „ნაციოანალური მოძრაობა“ შემობრძანდა პარლამენტში და თავიანთ ოპოზიციურ კოლეგებს თვალებში ჩახედეს, რომლებსაც „პუფებს“ ეძახდნენ. ვხედავდით, როგორი იყო მათი შემოპარვა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

17 ივნისი 2021, 20:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამომრჩეველს კითხვის ნიშნების არსებობა არ უყვარს

„ახლაც, როდესაც ისინი ცდილობენ, სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება შესთავაზონ თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შორის, რომ შემოდიან პარლამენტში, უპირისპირდრებიან შარლ მიშელის დოკუმენტს - ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, კითხვის ნიშნების არსებობა კი არ უყვარს ამომრჩეველს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ვაშაძე

17 ივნისი 2021, 20:38

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს

სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება.

17 ივნისი 2021, 20:32

COVID19

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

17 ივნისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 20:14

საზოგადოება

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

17 ივნისი 2021, 20:08

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.