imedi /  07 მაისი 2021, 10:59 / სანდო წყარო

იუსტიციის მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა.

უწყების ცნობით, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც, სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამოდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „სინოფარმით“ აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს.

„ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს კოვიდ-19-ისაგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის - იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ სისტემა, წელიწადზე მეტია, ეფექტურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას მსჯავრდებულებში. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში საქართველოს ციხეებში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 20:32

COVID19

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

17 ივნისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 20:14

საზოგადოება

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

17 ივნისი 2021, 20:08

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

ბენ ჰოჯესი

17 ივნისი 2021, 19:56

მსოფლიო

ბენ ჰოჯესი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.

17 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო

საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, - წერს პარტია „ქართული ოცნება“ Twitter-ის გვერდზე.

ნათია თურნავა

17 ივნისი 2021, 19:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია Air Manas-ი შემოდის

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კუჭავა

17 ივნისი 2021, 19:27

საზოგადოება

კახა კუჭავა: საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

17 ივნისი 2021, 19:15

საზოგადოება

თბილისში, დაახლოებით 55 ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიას უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

დმიტრო კულება

17 ივნისი 2021, 19:09

მსოფლიო

დმიტრო კულება: აშშ-რუსეთის სამიტმა ცხადყო, რომ ამერიკა დაბრუნდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მიესალმება იმ მკაცრ მესიჯებს, რომელიც ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს დაუფიქსირა.

17 ივნისი 2021, 18:58

საზოგადოება

თამარ კორიაული: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის და ოჯახური ჯგუფების ჩამოსვლას საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და მოგზაურობა. საქართველოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემომსვლელ 54 ქვეყანას კიდევ 10 სახელმწიფო დაემატა.

ნიკოლა სარკოზი

17 ივნისი 2021, 18:36

მსოფლიო

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 20 მაისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესი განახლდა. გამოძიება მას 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებს.

17 ივნისი 2021, 18:30

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სხდომას სამცხეთ-ჯავახეთში მართავს

ორდღიან სამუშაო ფორმატში დეპუტატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების, რეგიონის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმენენ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესახებ.

17 ივნისი 2021, 18:28

რეგიონი

ქუთაისის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერმა და გერმანიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ჰუბერტ ქნირში დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით.

17 ივნისი 2021, 18:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 177 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 177 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 177 124 860 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 835 018 ადამიანი გარდაიცვალა.

17 ივნისი 2021, 17:58

რეგიონი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი გასვლით შეხვედრებს ბორჯომში მართავს

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც ისაუბრა და ყურადღება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

17 ივნისი 2021, 17:51

საზოგადოება

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა

„სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბ2ბ და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს. Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის - ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით.

17 ივნისი 2021, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ალან გილამს შეხვდა

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და კომიტეტს შორის მომავალი 4 წლის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე საუბარი შეეხო საფინანსო საკითხებს, საბიუჯეტო პროცესს და ამ კუთხით როგორ უნდა მოხდეს დეპუტატებისა და ბიუჯეტის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.

17 ივნისი 2021, 17:23

სამართალი

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობამ საერთო ჯამში - 68 886,54 ლარი შეადგინა.

17 ივნისი 2021, 17:18

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას თემებზე: „შიდა და გარე ინვესტიციების მიმართულებით არსებული სიტუაციისა და განვითარების პერსპექტივები“ და „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.