imedi /  07 მაისი 2021, 13:22 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ჯგუფები შედგეს და მოხდეს ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა.

„ჟურნალისტთა კორპუსში ძირითადად ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. მას, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლია „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია „სინოფარმზე“ ჩაწერა. ვიცი, რომ თბილისში ჩაწერასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მომავალი კვირიდან თბილისში სულ მცირე 30 ახალი კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

4 მაისს საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ყველა სიახლე

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

მიხეილ ჩხენკელი

16 ივნისი 2021, 21:44

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ამასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:36

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს კახა კალაძე

დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:25

საზოგადოება

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა.