www.imedi.ge /  16 მაისი 2021, 11:42 / სანდო წყარო

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება. ამ თემაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა „დილის შოუში“ ისაუბრა.

„ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობას მეორე დოზისთვის Pfizer-ის ვაქცინა შესთავაზა. მაგალითად, საფრანგეთმა და რაღაც ეტაპზე გერმანიაც ამას აკეთებდა, სანამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მთლიანად არ მოხსნეს. კვლევის მონაცემები 12 მაისს ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნდა და ერთადერთი, რაც დაინახეს, 2 სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირების შემთხვევაში საერთო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის დროს. ტკივილი, სისუსტე, სიცხე ამ ადამიანებს ჰქონდათ უფრო მეტი, როცა გაიკეთეს 2 სხვადასხვა ვაქცინა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მეორე დოზიდან გარკვეულ პერიოდში ადამიანებს დამატებითი დოზის გაკეთება მოუწევთ. კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს მესამე აცრის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეუძლია, იმის მიუხედავად თუ რომელი პრეპარატი გამოიყენა პირველი და მეორე აცრების დროს.

„მუდმივი იმუნიტეტი ვერ იქნება, ბუნებრივია. რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს ცვალებადობა, გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი. იგივე კოვიდპასპორტებთან მიმართ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება ექვსთვიანი ვალიდაციით. თუ რამე შეიცვლება და მონაცემები გზაში შემოგვეწევა, შეიძლება ეს გახდეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ 6 თვე გარანტირებულად დაცულები ვიქნებით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. ​

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 10:18

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს სულ მცირე 12 გადაწყვეტილება, სადაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია 2004-2011 წლებში პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს სულ მცირე 12 გადაწყვეტილება არსებობს, სადაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია 2004-2011 წლებში პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში.

26 ოქტომბერი 2021, 10:07

რეგიონი

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვლი, ყინვა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალია ორეირო

26 ოქტომბერი 2021, 09:38

კულტურა

ნატალია ორეირო რუსეთის მოქალაქე გახდა

ცნობილმა ურუგვაელმა მომღერალმა და მსახიობმა ნატალია ორეირომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

26 ოქტომბერი 2021, 09:25

საზოგადოება

საქართველოში პროტონული თერაპიის კლინიკა 2024 წელს ამოქმედდება და ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებს

მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა IBA (Ion Beam Applications S.A.), Carl Zeiss და RaySearch laboratories.

26 ოქტომბერი 2021, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

კეი კომურო და პრინცესა მაკო

26 ოქტომბერი 2021, 09:00

მსოფლიო

იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე იქორწინა, რითაც სამეფო წოდება დაკარგა

იაპონური კანონმდებლობის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თუ რიგით მოქალაქეზე დაქორწინდებიან, ტიტულს კარგავენ და აგრეთვე ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ.

აკაკი ზოიძე

26 ოქტომბერი 2021, 08:29

COVID19

აკაკი ზოიძე: უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 50 ათასს აღემატება. ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის მატება ისევ მოსალოდნელია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ლეტალობის მაჩვენებელიც გაიზრდება.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი

26 ოქტომბერი 2021, 08:20

მსოფლიო

ეგვიპტის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა

„ეგვიპტე თავისი დიდებული ხალხისა და ერთგული ადამიანების დახმარებით გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

26 ოქტომბერი 2021, 07:59

საზოგადოება

დღეს გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 01:14

COVID19

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. 8 ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს მოხსნის.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის – ჰუმანური და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საუკეთესო

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და დღესდღეობით მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას. პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის სტაციონარში გადაყვანა საჭირო გახდება, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ბოლშევიკური, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის სუფთა ბოლშევიკური, მხოლოდ ისინი არიან, მათ აქვთ უფლებები, მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია, სხვა დანარჩენი კი არის კონტრ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 ოქტომბერი 2021, 23:35

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია

თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

25 ოქტომბერი 2021, 23:25

რეგიონი

ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა და COVID19-ის მძიმე შემთხვევები განიხილა

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრისა და საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2021, 23:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარტიის ლიდერებთან გიორგი ვოლსკისთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა წოწერია ამჯერად მოქალაქეებს ენგურის დასახლებაში ჯანაშიას და ქობულეთის ქუჩებზე შეხვდა და პრიორიტეტები გააცნო.

25 ოქტომბერი 2021, 22:54

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია.

25 ოქტომბერი 2021, 22:10

საზოგადოება

დედაქალაქის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შედეგს გაეცნო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული მინათება დაათვალიერა. სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

25 ოქტომბერი 2021, 22:00

ტექნოლოგიები

კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს დარგი სპეციალისტები გადაწყვეტენ. „არც მე, არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა, ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა დადგება, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და როგორც ყველა პატიმარს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, იგივე დამოკიდებულება იქნება სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.