www.imedi.ge /  31 მაისი 2021, 15:13 / სანდო წყარო

იგეგმება თუ არა საქართველოში კოვიდვაქცინით ბავშვების აცრა - ამირან გამყრელიძის განმარტება

ბავშვი ვაქცინა კორონავირუსი

ამირან გამყრელიძემ განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინით აცრა ქვეყანაში Pfizer-ის ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 12 წლის ზემოთ აცრები უკვე დაიწყეს აშშ-მა, კანადამ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის. იმიტომ, რომ ისინი თუ ინფიცირდებიან, საბედნიეროდ, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არიან სერიოზული გამავრცელებლები. ამიტომ, ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ შეიძლება თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ უფრო მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

ვან ვენბინი

28 ოქტომბერი 2021, 13:24

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ

ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი

28 ოქტომბერი 2021, 13:06

თავდაცვა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

„ესტონეთის ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც ხდება კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშაა მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის“, - განაცხადა კალე ლაანეტმა.

ვან ი

28 ოქტომბერი 2021, 12:54

მსოფლიო

ჩინეთი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პაატა ბურჭულაძე არის რუსული ბანი, ვოვას პირადი ლაქია, მისი სიტყვა ჩალის ფასია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალება არ უნდა მივცეთ

პრინციპულად მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან არცერთ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას არ მივცემთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:46

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: ტყუილია, თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნი კოალიციას, ამით დასრულებულია „ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებთ“

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებდათ“ და დღეს მათ შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებ, მაგალითად პოზნერს, გავრილოვს და ა.შ. საკუთარ თავსა და გულში ჩაიხედეთ. ამით დასრულებულია “ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ „აჟრიალებთ“ ყველაფერ რუსულზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 ოქტომბერი 2021, 12:42

ეკონომიკა

საქართველოს პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებმა მოისმინეს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებლობა მანვე უნდა აიღოს, ციხე არაა კურორტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია თვითონ მოშიმშილე. ასე უპასუხა მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობაა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, მეტიც, მას სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით გვექნება რაღაც პატარა შოუ, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და უფრო მეტიც, ის არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან საერთოდ გაქრება ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ტადაში მაედასთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ

IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:27

სამართალი

სუსი: ენგურის ხიდზე გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

28 ოქტომბერი 2021, 12:26

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს

ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა, ეს არის მათი ღირებულება

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა.

ცაი ინ-ვენი

28 ოქტომბერი 2021, 12:21

მსოფლიო

ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე ვთქვი, რომ შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ასეც მოხდა

შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.