imedi /  02 ივნისი 2021, 10:49 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია კორონავირუსის შტამებზე: არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვირუსის ასეთი სწრაფი ცვალებადობა არაეფექტურს ხდის ვაქცინაციის პროგრამას

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ვარიაციები ყოველთვის საყურადღებოა. ინდური შტამი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა როგორც განსაკუთრებით საყურადღებო, რაც მის ძალიან სწრაფად გავრცელებას უკავშირდება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დილაში“ განაცხადა.

„ბრიტანული შტამი, ისევე როგორც ინდური და სამხრეთ აფრიკული სხვადასხვა ქვეყანაში ცირკულირებს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენთან მხოლოდ ინდური ვარიაციის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იყო ყველა იმპორტირებული და ქვეყანა უკვე დატოვეს. ერთი შემთხვევა სამხრეთაფრიკული შტამის დაადგინა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.

ქვეყანაში რაც ცირკულირებს, უდიდესი ნაწილი ბრიტანული შტამია, რასაც საწყის შტამთან შედარებით მაღალი გავრცელება ახასიათებს, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ ეს შტამიც ისევე ექვემდებარება ვაქცინას, როგორც სხვა ნებისმიერი. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვირუსის ასეთი სწრაფი ცვალებადობა რამენაირად არაეფექტურს ხდის ვაქცინაციის პროგრამას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

27 მაისს საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 20:46

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ჯო ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული და გაწონასწორებული ადამიანია

ჯო ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული და გაწონასწორებული ადამიანია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 20:22

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხიც განვიხილეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს.

16 ივნისი 2021, 20:06

საზოგადოება

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 20:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა - ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

16 ივნისი 2021, 20:02

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი: განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

16 ივნისი 2021, 19:46

მსოფლიო

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დატოვა შეხვედრის გამართვის ადგილი.

16 ივნისი 2021, 19:45

საზოგადოება

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში ვიმ ქვეყნების ელჩები შედიან, რომლებსაც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ნორვეგიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები.

16 ივნისი 2021, 19:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

16 ივნისი 2021, 19:32

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში სახელმწიფო აუდიტი არ შეუშვეს

„საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი ,,აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის, როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები.

16 ივნისი 2021, 19:17

სამართალი

ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ.

16 ივნისი 2021, 18:50

მსოფლიო

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების პირველი ნაწილი თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

16 ივნისი 2021, 18:31

პოლიტიკა

ევროკავშირი: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

16 ივნისი 2021, 18:23

რეგიონი

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 18:22

საზოგადოება

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ეწვია

15 ივნისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი შეხვდნენ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს პეიჯ ამსტრონგსა და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს.

16 ივნისი 2021, 18:09

საზოგადოება

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.

რემდესივირი

16 ივნისი 2021, 17:58

COVID19

10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი - გვიცავს თუ არა კორონავირუსის რომელიმე შტამისგან, არ არსებობს - პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2021, 17:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები. მისი თქმით, თუ ვინმე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებს ვერ იყენებს, ეს არაკომპეტენტურობის, ან უპასუხისმგებლობის ბრალია.

16 ივნისი 2021, 17:36

მსოფლიო

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოიხოვეს, რომ შეწყდეს რუსეთის აგრესია, საქართველოს ოკუპაცია დასრულდეს, გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:33

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს

ამბობენ, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს მოსახლეობა რეგულაციებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელია შევასრულოთ ის მინიმალური რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე რჩება.