imedi /  02 ივნისი 2021, 21:33 / სანდო წყარო

როგორია კორონავირუსის ე.წ. ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები. თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამებით გამოწვეული „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ, ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები, პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის პოსტში „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებებზე საუბრობს.

„ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს „კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამის მიმართ, რამეთუ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დაავადების მიმდინარეობაზე.

ზოგადად ვირუსებს ახასიათებთ მუტაგენეზი ანუ მუტაციების წარმოქმნის პროცესი, რაც გულისხმობს ცვლილებებს ვირუსის გენომში და შესაბამისად ვირუსის ანტიგენურ სტრუქტურაში. გამონაკლისი არც SARS-CoV-2-ია. მუტაციები შეიძლება იყოს მცირე, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ვირუსის თვისებებზე და ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უფრო სერიოზული მუტაციები, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეცვალოს ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა და წარმოშვას ახალი შტამი.

სადღეისოდ ცნობილია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვადასხვა შტამი, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ხუთი შტამი: ე.წ. ჩინური (საწყისი შტამი), ე.წ. ბრიტანული, ე.წ. ბრაზილიური, ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ინდური – იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ეს შტამი პირველად ნანახი. აგრეთვე აშშ-სთვის ლოკალურად მნიშვნელოვანი ე.წ. კალიფორნიული შტამი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად შტამები მოიხსენიება არა ქვეყნის დასახელებით, არამედ სპეციალური კოდებით, მაგ., ე.წ. ინდური შტამის კოდია B.1.617, ბრიტანული შტამის – B.1.1.7 და ა.შ. გარდა ამისა, სულ ახლახანს თითოეულ შტამს ჯანმო-მ მიანიჭა დასახელება ბერძნული ანბანის მიხედვით: Alpha – ბრიტანული შტამი, Beta – სამხრეთ აფრიკული შტამი, Gamma – ბრაზილიური შტამი, Delta – ინდური შტამი და Epsilon – კალიფორნიული შტამი და ა.შ.

ეს შტამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გხვდება. საქართველოში ამჟამად დომინირებს ე.წ. ბრიტანული შტამი (Alpha) და ე.წ. ჩინური (საწყისი) შტამი. თუმცა ცალკეულ ავადმყოფებში უკვე დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამი (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამები.

მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით ამ შტამების თავისებურებებს. ძირითადად შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმება.

ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაგრამ აქტუალური გახდა 2021 წლის აპრილ-მაისში. სადღეისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი. სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ ხუთ კოვიდპაციენტს, რომელთაგან ორი საქართველოს, ხოლო სამი უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით, მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

ე.წ. ინდურ შტამს სავარაუდოდ ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობა და შესაბამისად უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. ინდური შტამი სავარაუდოდ სტანდარტულთან (ჩინურთან) შედარებით უფრო მეტად ასნებოვნებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინაციის პროცენტი ბევრად დაბალია.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევდა სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზე დადგენილი არ არის. COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი იცავს ე.წ. ინდური შტამისგანაც, მაგრამ სავარაუდოდ ნაკლებად.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე პოტენციურად შედარებით ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან, თუმცა ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ე.წ. ბრიტანული შტამისგან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინდური შტამისგან – 88%-ით.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც პოტენციურად შედარებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. ინდური შტამის მიმართ.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს, იგი პირველად გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, მაგრამ აქტუალური გახდა 2020 წლის დეკემბერში. სადღეისოდ ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. მისი გავრცელების რისკი საქართველოშიც არსებობს, თუმცა იგი შედარებით მცირეა. სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერ ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

დადასტურებულია, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი (დაახლოებით 50%-ით) გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები ჯერ არ არსებობს.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ისევე როგორც კონვალესცენტის პლაზმა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავენ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისგან, ვიდრე სხვა შტამებისგან.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. გამონაკლისი შეიძლება იყოს კომპანია Regeron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი.

ახლა, როგორი იქნება რეკომენდაციები:

ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები – პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება - კერძოდ ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქპოსტში.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2021, 16:53

კულტურა

„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება.

14 ივნისი 2021, 16:48

COVID19

Novavax-მა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა COVID-19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს. ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, Novavax-ი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა.

14 ივნისი 2021, 16:48

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

ირმა ბუთხუზი

14 ივნისი 2021, 16:47

რეგიონი

ზაზა გახელაძის მეუღლე: სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებენ იქამდე, სანამ ზაზა არ გათავისუფლდება

„უკვე აღარ ვიცით, რა უნდა მოვიმოქმედოთ. ხვალ უკვე ერგნეთის შეხვედრაა და შორიდან მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს. იმედი არ გვაქვს, რომ ხვალვე ვიხილავთ ზაზას, მაგრამ ამით იქნებ ელემენტარული, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

14 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დევნილთა დახმარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში - სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა.

ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგი

14 ივნისი 2021, 16:41

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „ახალი გამოწვევები გვაქვს. არის რუსეთი, რომელიც ისე თანმიმდევრულად არ იქცევა, როგორც ამას ველოდით. ასევე არის ჩინეთიც. ჩვენ ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვისაუბრეთ. აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

14 ივნისი 2021, 16:38

რეგიონი

ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის გახსნას ეუთოს გენერალური მდივანი, აშშ-ისა და იტალიის ელჩები დაესწრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რაც 144 კომლის საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო​ ავრცელებს.

ვახტანგ მაისაია

14 ივნისი 2021, 16:34

პოლიტიკა

ვახტანგ მაისაია: პოზიტიურად ვაფასებ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევით გააკეთა

ფაქტობრივად საქართველომ გაიმეორა თავისი ისტორიული შემოქმედება, როგორც 1919 წილის სექტემბერში ანალოგიური კუთხით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა აზერბაიჯან-სომხეთის ომის დასრულებისას, - ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ აზრბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა შეაფასა.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 ივნისი 2021, 16:32

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დარწმუნებული ვარ, გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მთლიანად საქართველოსი და განსაკუთრებით ღარიბაშვილის მადლიერები იქნებიან

„საქართველომ, ასე ვთქვათ დაიბრუნა მშვიდობისა და შუამავლის მთავარი როლი კავკასიაში. თქვენ გახსოვთ, ამასწინათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა როგორ უწოდა საქართველოს რეგიონული სტაბილურობის გასაღები - ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

14 ივნისი 2021, 16:32

რეგიონი

თეა ახვლედიანი, ეუთოს გენერალური მდივანთან და აშშ-ის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანის, ჰელგა მარია შმიდის ვიზიტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს სტუმრობდა. თეა ახვლედიანი, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ენრიკო ვალვო

14 ივნისი 2021, 16:29

რეგიონი

იტალიის ელჩი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: ჩვენთვის ამ პროექტებში მონაწილეობა საამაყოა

იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო აღნიშნავს, რომ ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტი ათობით ოჯახის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მისივე თქმით, ამაყია იმით, რომ მის განხორციელებაში იტალიაც იყო ჩართული.

კელი დეგნანი

14 ივნისი 2021, 16:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

„მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. სამწუხარო და გასაბრაზებელი ფაქტია ის, რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს ასე. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო მტკიცედ და მკაფიოდ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა დეგნანმა.

14 ივნისი 2021, 16:16

თავდაცვა

JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება.

კელი დეგნანი

14 ივნისი 2021, 16:16

რეგიონი

კელი დეგნანი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: ესაა არაჩვეულებრივი მაგალითი, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მეგობრები ერთიანდებიან

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და აღვნიშნავთ სასმელი წყლის პროექტის ინაუგურაციას გორის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზურაბ ქადაგიძე

14 ივნისი 2021, 16:15

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი - ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან 14 გრძელვადიანი პატიმარი გამოიყვანეს

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ, სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთ პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

კახა კუჭავა

14 ივნისი 2021, 16:10

პოლიტიკა

კახა კუჭავას განცხადებით, შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევაა, თუმცა აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს

დღეს არის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც 2020 წლის 14 ივლისს მივიღეთ საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი პირველი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

ანა ნაცვლიშვილი

14 ივნისი 2021, 15:50

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის

„საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია გზავნილები, რომელიც ნატოს მხრიდან გაკეთდება. ამიტომ, ამ სამიტს ძალიან დიდი გულისყურით ველოდებით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალეკო ელისაშვილი

14 ივნისი 2021, 15:43

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი რამ, რაც ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ

„ნებისმიერი რამ, რაც ასეთ მაღალ შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და რომ გვყავს კეთილგანწყობილი, ძალიან ძლიერი და გავლენიანი ქვეყნები და ამ ქვეყნების მთელი გაერთიანება, როგორიც ნატოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

14 ივნისი 2021, 15:38

საზოგადოება

GWP: ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება

თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. GWP-ის ცნობით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2021, 15:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვფიქრობთ, კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამიტზე საქართველოზე იქნება საუბარი საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საკითხებზე იყოს ფოკუსირება ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს როლი და პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.