imedi /  04 ივნისი 2021, 10:08 / სანდო წყარო

გერმანიაში კორონავირუსის 3,165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3,165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 86 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,695,633 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 89,026 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

„ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი და ექსპორტი ჩვენი სავალუტო შემოსავალი არის, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე არის, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან და ჩავანაცვლოთ იმპორტი, მიიღებენ ჩვენი პროგრამიდან კომბინირებულ დახმარებას. ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და პლუს, სრულიად ახალი კომპონენტი არის გრანტი. გრანტი იქნება აღებული სესხი 15%-ის ოდენობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო აიაფებს დაფინანსებას და ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 12:59

პოლიტიკა

პარლამენტში დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა დაიწყო

რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

ნიკოლ ფაშინიანი

02 აგვისტო 2021, 12:45

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ჯო ბაიდენი

02 აგვისტო 2021, 12:38

COVID19

ჯო ბაიდენი: ის, რაც ახლა ამერიკაში ხდება, არავაქცინირებულთა პანდემიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში არავაქცინირებულთა პანდემიას აქვს ადგილი.

არჩილ თალაკვაძე

02 აგვისტო 2021, 12:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს, ვინც უნდა დაუბრუნდეს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებდა ამ თვეების განმავლობაში შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ყველა პუნქტი რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, გახლავთ პირნათლად შესრულებული. ბოლო სხდომებზე „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში. არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ისინი ეცდებიან ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, თუმცა, ერთი თვის შემდეგ გარწმუნებთ, ქვეყანა დაუბრუნდება და გადავა მშვიდი განვითარების ეტაპზე. ჩვენ წინ გვაქვს წლები, როცა მთელს ჩვენს ყურადღებას და ენერგიას მივმართავთ იმ საჭიროებებისკენ, რაც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, რადიკალური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს და სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის პოლიტიკური პარტია, ვინც სტაბილურ, მშვიდ და განვითარებად მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

02 აგვისტო 2021, 12:20

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები: მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ კორონავირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა

მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა. ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშშია ნათქვამი.

კრისტინა ტიმანოვსკაია

02 აგვისტო 2021, 12:18

მსოფლიო

ბელარუსმა მორბენალმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

„ახლა ტიმანოვსკაია ტოკიოშია. მას კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და პრესასთან. მან უკვე შეიტანა საბუთები პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე. ის კარგად არის, თუმცა ცხადია, რომ ეს სტრესული სიტუაციაა არა მხოლოდ სპორტსმენისთვი, არამედ ადამიანისთვის“, - განაცხადა მან.

02 აგვისტო 2021, 12:14

პოლიტიკა

პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

02 აგვისტო 2021, 11:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესებისთვის

„სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო - ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე - რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი - ჩინეთთანაც მოვაწერეთ ჩვენ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 11:45

სამართალი

დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 11:43

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:40

ეკონომიკა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინის შესაძენად სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა დღეს იწყება

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:36

ეკონომიკა

პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

„ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე: სამომავლოდ ასეთი ტიპის შეთანხმებაში შესვლას გამოვრიცხავთ

მმართველი გუნდის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის ტიპის შეთანხმებაში მონაწილეობას სამომავლოდ აღარ აპირებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს. "შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან კარგი არაფერი მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

02 აგვისტო 2021, 11:26

COVID19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც მიუთითებს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

„შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა

„შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთთ ვაქცინაცია. გვაქვს „ფაიზერის“, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე: არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება

„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ყველა უკიდურესადაა ამის გამო შეწუხებული და შეშფოთებული. უკვე არაერთხელ ვესაუბრე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.