imedi /  04 ივნისი 2021, 11:07 / სანდო წყარო

ამ ეტაპზე საქართველოში 776 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 812 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 083, პირი, აჭარაში - 2 330, იმერეთში - 1 374.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 347 762 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 331 680, გარდაიცვალა 4 876 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

13 ივნისი 2021, 10:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.

13 ივნისი 2021, 10:17

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:10

COVID19

ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. „ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

13 ივნისი 2021, 10:09

თავდაცვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახება

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

13 ივნისი 2021, 09:38

მსოფლიო

ფრანგული მედია, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის მოქალაქეების გადაცემის პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

როგორც „ფიგარო“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

13 ივნისი 2021, 09:13

COVID19

საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა, - ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

13 ივნისი 2021, 09:01

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 11 905 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 174 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 3 782 490 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 174 918 667 ადამიანი დაინფიცირდა.

13 ივნისი 2021, 08:37

მსოფლიო

შვეიცარიაში, პესტიციდების აკრძალვის შესახებ, რეფერენდუმი ტარდება

შვეიცარიელები მონაწილეობენ რეფერენდუმში, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, გახდება თუ არა ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე, სადაც სინთეზური პესტიციდები აიკრძალება. ერთი ინიციატივა ითვალისწინებს სუბსიდირების შეწყვეტას ამ პესტიციდების მომხმარებელი ფერმერებისთვის, მეორე კი - 10 წლის განმავლობაში, მათი გამოყენების აკრძალვას ყველასთვის.

13 ივნისი 2021, 08:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

13 ივნისი 2021, 08:01

საზოგადოება

13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

13 ივნისი 2021, 00:53

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის

Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის. კოსმოსურ ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონზე ამ ფასად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

13 ივნისი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ამერიკელ კაცს სამი კვირა საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდა და არ იცოდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქალაქ კოტსში მცხოვრებმა კაცმა მილიონი დოლარის მოგების შესახებ სამი კვირის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.

13 ივნისი 2021, 00:08

ტაბლოიდი

რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა პოლიციელებს კაცის ცხედარი მოპარა

​ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა კაცის ცხედარი მოიპარა და გამოძიებას ხელი შეუშალა. ამის შესახებ Daily Mirror წერს. მომხდარის შემდეგ, პოლიცია კაცის ცხედარს 24 საათი ეძებდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ალიგატორს გვამი არ დაუზიანებია და ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივნისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

გია აბაშიძე

12 ივნისი 2021, 23:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში, ვერ დაეხმარება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება და მას ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანსა და წარმატებული ნაბიჯს უწოდებს.

ნიკოლ ფაშინიანი

12 ივნისი 2021, 23:26

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირის პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება

ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირის პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა გეღარქუნიკის რაიონის ქალაქ გავარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

12 ივნისი 2021, 23:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

შარლ მიშელი

12 ივნისი 2021, 23:11

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს - პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ. ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელში წერს.