IMEDI /  04 ივნისი 2021, 22:07 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინაციის ამ ტემპით, როგორიც ახლა გვაქვს, 4 000 კაცი დღეში, მოსახლეობის 65%-ზე გასვლა მოსალოდნელია 2022 წლის თებერვალ-მარტში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით წლის ბოლოს, პანდემია ფაქტობრივად დასრულდება და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

„ხელმოწერილია კონტრაქტები და ვაქცინები მზად არის შემოსატანად. მაქვს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია, რომ არანაირი შეზღუდვა არ იქნება ვაქცინებზე, პირიქით, გვექნება უწყვეტი მომარაგება. გვექნება შეუზღუდავი წვდომა და არჩევანის დიდი საშუალება. კონტაქტები არის ნახევარ მილიონზე, 700 000-ზე, 600 000-ზე. იგეგმება pfizer-ის შემოტანაც, ერთი მილიონი ან 700 000 დოზის. ეს საშუალებას მოგვცემს აიცრან 12 წლის ზემოთ მოზარდებიც. ჯერჯერობით მხოლოდ pfizer-ს აქვს ნებართვა 18 წლის ქვემოთ მოზარდების აცრაზე. წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ გვექნება. იქნება ერთეული შემთხვევები დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში. იქნება ერთეული შემთხვევები ყველგან. ასე იქნება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც 100%იანი ვაქცინაციაა. ჯანდაცვის სისტმა ამას მარტივად გაუმკლავდება და მოსახლეობა ამას პრაქტიკულად ვერ იგრძნობს. დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაიხსნება. წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2021, 20:11

COVID19

Reuters: ჯანმოს პროგნოზით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე დაუცველ პირებს, მაგალითად ხანდაზმულებს, ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა დასჭირდებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე დაუცველ პირებს, მაგალითად ხანდაზმულებს, ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა დასჭირდებათ ვირუსის ვარიანტებისგან დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2021, 20:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი

„ეს მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი. თქვენ გჯერათ, რომ ოპოზიციის მთელი რიგი წარმომადგენლები მეტანიებით და აღსარებით იკლავენ თავს, რომ ზიარებისთვის მოემზადონ და ამაზე წუხან, რომ არ აზიარებენ? ჭორაობაში ნუ შევალთ, არასერიოზულია“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

24 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

ასოცირებული ტრიოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნები და სამომავლო საქმიანობა, ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული დინამიკა და მისი განვითარების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ხედვები, ასევე ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 19:43

პოლიტიკა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან თავიდანვე იყო დაყენებული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღების თაობაზე.

მიხეილ ჩხენკელი

24 ივნისი 2021, 19:35

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

24 ივნისი 2021, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

24 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა - დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 18:58

რეგიონი

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა რუსთავში ვიზიტით იმყოფებოდა

იაპონიის ელჩი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, მერის მოადგილეებს დავით იშხნელსა და კახა გურულს შეხვდა.

მარკ რუტე

24 ივნისი 2021, 18:55

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ ანტი-LGBT კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT თემატიკის მასალების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ირაკლი ლატარია

24 ივნისი 2021, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: პრემიერის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და რაც მთავარია - იზრუნოს ჩვენზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი ათავისუფლებს.

ჯო ბაიდენი

24 ივნისი 2021, 18:28

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „იფსოსზე“: რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ

ეს „კვლევითი ორგანიზაცია“ სინამდვილეში არასდროს არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს, არამედ ერთი პარტიის საშინაო დავალებების გამჟღერებელია, რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ, - ასე გამოეხმაურა „იფსოს“ ბოლო კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ებრძოდა მართლმსაჯულების სისტემას, ისე ოპოზიციიდანაც ცდილობს მართლმსაჯულება დააზიანოს. ისინი ვერ ეგუებიან იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას და სააკაშვილის ძირითადი ინტერესია, ზეგავლენა მოახდინონ თვითმმართველობის არჩევნებზე

„აკეთებს ამას გამიზნულად თუ თამაშობს სხვის თამაშს და უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საცნაურდება მისი საქციელით. ის მაინც ფარდას ხდის თავის რეალურ მიზნებსა და ინტერესებს, რაც ნამდვილად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

24 ივნისი 2021, 17:58

რეგიონი

მაშველებმა გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ანდრიუს კუბილიუსი

24 ივნისი 2021, 17:54

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ასოცირებული ტრიოს სამიტი ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს ამბიციური პოლიტიკური დღის წესრიგი განვსაზღვროთ

დიდი პატივის ჩემთვის მოგილოცოთ ასოცირებული ტრიოს შექმნა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საჭირო ინფორმაციით, ამბიციური გეგმებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

კარლ ჰარცელი

24 ივნისი 2021, 17:54

რეგიონი

კარლ ჰარცელი: რაჭა ულამაზესია, ეს ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში

„ჩამოვედით რაჭაში, რომელიც არის ულამაზესი, ეს არის ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში. რაჭა არის ჩვენი საფოკუსე რეგიონი და მთელი დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ ვნახოთ რა საჭიროება აქვს რეგიონს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დევიდ მაკალისტერი

24 ივნისი 2021, 17:52

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 17:45

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.