imedi /  05 ივნისი 2021, 11:35 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსის 1,897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1,897 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2,213,580 შემთხვევა დადასტურდა, 51,140 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2,088,712 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 10:36

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან აჭარაში შეხვედრას მართავს

„გაეროს ბავშვთა ფონდს აჭარის რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო მათი მხარდაჭერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

21 ივნისი 2021, 10:31

თემა

ვინ იქნება ირანის ახალი პრეზიდენტი და როგორ აისახება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებზე?

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე 59 მილიონზე მეტმა მოქალაქემ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის პოტენციურ მემკვიდრეებს შორის საკუთარ არჩევანი გააკეთა. ამ უკანასკნელს ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა. საპრეზიდენტო მარათონის ერთპიროვნული ლიდერია ულტრაკონსერვატორი იურისტი და მქადაგებელი იბრაჰიმ რაისი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მიმდინარე კამპანიის დროს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 60 წლის რაისი, აწ უკვე პრეზიდენტის რანგში, თავისი წინამორბედის ზომიერი კურსის გაგრძელებაზე უარს იტყვის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ყურადღებას ეკონომიკურ თემებზე ამახვილებდა და თავის ელექტორატს ჰპირდებოდა, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისიდან ქვეყანას მალე გამოიყვანდა. აღსანიშნავია, რომ ირანის ახალი პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას აგვისტოში უნდა შეუდგეს.

შალვა პაპუაშვილი

21 ივნისი 2021, 10:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რასაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე

მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა იმისათვის, რომ კომისიამ გაიგოს, როგორია მისი შეფასება არჩევნებსა და ასევე იმ ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე.

შალვა პაპუაშვილი

21 ივნისი 2021, 10:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უაღრესად პოზიტიურია

„ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა უაღრესად პოზიტიურია. ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რომელიც კანონპროექტში აისახა და ამ თვალსაზრისით ცვლილებები შექებულია. რამდენიმე სახის ტექნიკური ცვლილებაა, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ. ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არის შეთანხმებული პროექტი, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელსაც კანონპროექტში ავსახავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური

21 ივნისი 2021, 10:24

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: არჩევნების შემსწავლელი კომისიის წევრებს თამარ ჟვანიასთან არაერთი კითხვა გვაქვს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარესთან, რომელსაც დღეს კომისიის წევრები მოუსმენენ, არაერთი კითხვა აქვთ.

 Paraceratherium linxiaense

21 ივნისი 2021, 10:19

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტაზე მცხოვრები უმსხვილესი ძუძუმწოვრის ნამარხი აღმოაჩინეს

მარტორქის ნეშტებს სპეციალისტებმა განსუს პროვინციაში იპოვეს. მათ დაადგინეს, რომ ცხოველი 24 ტონას იწონიდა, რაც 6 სპილოს წონას უდრის. მარტორქის სიმაღლე 7, სხეულის სიგრძე კი თითქმის 8 მეტრი იყო. პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გიგანტური მარტორქის პორტრეტიც შექმნეს, რომელიც პალეონტოლოგიისა და პალეოანტროპოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

21 ივნისი 2021, 10:13

რეგიონი

სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონას აღწევს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეო საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 10:13

პოლიტიკა

გივი მიქანაძე არჩევნების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე: როგორც ყოველთვის, შეხვედრა ღია იქნება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც ყველა წინა, იქნება სრულად ღია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი მიმდინარეობისთვის თვალის მიდევნება.

21 ივნისი 2021, 09:58

საზოგადოება

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი-2021“ იწყება

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

21 ივნისი 2021, 09:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თითოეული ახალი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადამიანების დასაქმება და საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს ,,ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.

21 ივნისი 2021, 09:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში წვიმა და +36 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 09:16

მსოფლიო

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა., „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო.

21 ივნისი 2021, 08:56

პოლიტიკა

პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს

პარტიების დაფინანსების საკითხი კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით გავა. ცვლილება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და არ ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას.

21 ივნისი 2021, 08:41

საზოგადოება

დღეიდან სკოლის ატესტატების გაცემა იწყება

აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

21 ივნისი 2021, 08:15

პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა დღეს გაგრძელდება

ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე ცნობილია, რომლის გათვალისწინებითაც უახლოეს დღეებში საარჩევნო რეფორმის საკითხი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს არჩევნების შემსწავლელი კომისია თამარ ჟვანიას მოუსმენს

გარდა ამისა, კომისია დღესვე ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 03:01

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის ბლოკი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:45

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს ხალხის გამარჯვება უწოდა.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 02:06

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 25%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.

21 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა პირველი დაბადების დღე აღნიშნა

მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა, რომელიც ორსულობის მეოთხე თვეზე დაიბადა, პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ CNN წერს.