imedi /  07 ივნისი 2021, 10:47 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 349 405 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 334 519, გარდაიცვალა 4 934 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 14:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე მივა

„გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც აწყობს. ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 14:06

COVID19

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ევროპა კორონავირუსთან ბრძოლაში დანის პირზე დადის

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ევროპა კორონავირუსთან ბრძოლაში დანის პირზე დადის. გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიაზე შემდგომი რეაგირება ევროკავშირის ლიდერების სამიტის განხილვის მთავარი თემა იქნება.

გია გაბრიჭიძე

24 ივნისი 2021, 14:05

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ახლა ვიღაც იტყვის, ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდაო. ე.ი. იცოდით და ხელისუფლების იმედი გქონდათ?

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას აქვს იგივე მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს, ყოველდღე მძაფრდება ეჭვები ორ პოლიტიკოსს შორის ალიანსზე

ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული, რაც მეტად გაამძაფრა სასტუმროში ამ ე.წ. დამთხვევამ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ჟოზეპ ბორელი

24 ივნისი 2021, 13:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციისა და მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანდებიან

„რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული კონფლიქტი მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს რისკის წინაშე“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

„ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. რა თქვა ჰარცელმა? ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, ვმოქმედებთ ზედმიწევნით, რაც შეთანხმდა ზეპირად და წერილობით საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ასახულია შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა

ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოვიდპანდემიის განმავლობაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანების ამნისტიას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს ოქტომბერში მივუბრუნდებით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს პარლამენტი ოქტომბერში მიუბრუნდება.

24 ივნისი 2021, 13:37

თავდაცვა

საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

საქართველის ტავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ტარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან. მსმენელები სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეუფლებიან.

24 ივნისი 2021, 13:32

რეგიონი

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის შემდგომ, შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება ასევე იმ პროგრამებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა და გამოყო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:29

COVID19

რამდენად არის გავრცელებული საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:28

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რომ მეოთხე ტალღა მსუბუქი გავხადოთ

„მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს მთავარ იარაღად რჩება

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დმიტრო კულება

24 ივნისი 2021, 13:22

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან სახიფათო გადახრაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან გადახრაა. ამის შესახებ დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჟოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

24 ივნისი 2021, 13:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანამ გზავნილებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, ძალიან ნათლად იყიდებით

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2021, 12:51

საზოგადოება

"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 12:48

მსოფლიო

ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.

24 ივნისი 2021, 12:44

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე პანდემიის გავლენის საკითხებს იკვლევს

„ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს COVID-19 პანდემია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე. რა შედეგებს უნდა ველოდეთ და როგორ უნდა იყოს დაგეგმილი პოლიტიკა სამინისტროს, კერძო სექტორისა და პარტნიორი უწყებების მიერ. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი სწავლობს კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

24 ივნისი 2021, 12:41

საზოგადოება

გიდებისთვის ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელო მზადდება

ბათუმის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 15-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა. ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზეც მიმდინარეობს მუშაობა. მის შემუშავებაში 5-მდე გიდია ჩართული. სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ტურებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ბრიტნი სპირსი

24 ივნისი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი მამამისს თავისი ცხოვრების გაკონტროლებაში ადანაშაულებს და მისი მეურვეობის გაუქმებას ითხოვს

„უბედური ვარ, არ მძინავს. ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს სიგიჟეა. უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. მეურვეობის ქვეშ არ უნდა ვიმყოფებოდე, თუ მუშაობა შემიძლია“, - განაცხადა სპირსმა.