imedi /  08 ივნისი 2021, 10:58 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო. დაფინანსება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა.

ბანკის ცნობით, ეს თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს.

„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

„პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.

„მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის - 4 მილიონზე მეტი პისიარ, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მლნ. პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.

უფრო მეტიც, პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80,000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25,000-მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370,000-მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160,000-ზე მეტმა ადამიანმა.

„მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად - ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ. ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითაც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:23

საზოგადოება

ნათია თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

21 ივნისი 2021, 16:18

საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებით, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი დგინდება

აქამდე არსებული კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

პაატა მანჯგალაძე

21 ივნისი 2021, 16:11

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 16:09

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაგე აკოპიანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 16:04

COVID19

ამირან გამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. „რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ივნისი 2021, 16:02

პოლიტიკა

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება

„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.

21 ივნისი 2021, 15:50

საზოგადოება

პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, ია ჩხეიძე უძღვებოდნენ.

21 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. უახლოესი დღეების პროგნოზი

21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.

21 ივნისი 2021, 15:37

რეგიონი

შირაქის ველზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, შირაქის ველზე რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქერისა და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე, ადგილის გასასუფთავებლად, ცეცხლს თავად მეპატრონეები აჩენენ, ზოგ შემთხვევაში კი, ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება.

21 ივნისი 2021, 15:33

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პანდემიით გამოწვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 15:33

ეკონომიკა

ირაკლი ზარქუა: სწორი დაზღვევის მექანიზმებით გრძელვადიანი რესურსი უნდა შევქმნათ, ამისთვის არის საპენსიო ფონდი

„აქ პოპულიზმი გამორიცხულია. მახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში ვუსმენდი ხოლმე, ერთ-ერთი პარტიის ინიციატივა იყო, რომ დასჭირდებოდა ფული ამბობდნენ: „აი ხომ გაქვთ „საპენსიო ფონდი“, წამოიღეთ იქიდან“. ბოკერიას პარტიაზე გეუბნებით. საერთოდ გაკოტრდა, საერთოდ გაქრა. ამიტომ პოპულიზმი სხვებსაც არ დაემართოთ. არასწორი მიდგომაა და ამას ხალხი ისმენს. დღეს შენ შეგიძლია მონიტორინგი აწარმოო, რამდენი გაქვს და როგორ ემატება (თანხა). ის, რომ 600 ლარი ცოტაა, ამ 600 ლარს ემატება არსებული სახელმწიფოს დახმარებები, 300-ია მაგრამ შეიძლება გაიზარდოს და გაიზრდება ბუნებრივია. ასე რომ კიდევ ერთხელ წინგადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ დავაზღვიოთ ის გამოცდილება. ექსპერტები გვჭირდება“, - განაცხადა ზარქუამ.

პედრო სანჩესი

21 ივნისი 2021, 15:30

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია, რადგან ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო

„ოპოზიცია არის გაბრაზებული, რადგან ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ოპოზიციისგან თავდასხმები გასაკვირი არაა, რადგან ვახტანგ გომელაურიც და ირაკლი ღარიბაშვილიც გუნდის გამორჩეულად ძლიერი წევრები არიან.

შოთა გულბანი

21 ივნისი 2021, 15:25

ეკონომიკა

შოთა გულბანი: 2021 წლის მაისში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც

შოთა გულბანის განცხადებით, ცხადია, კრიზისულ პერიოდთან შედარებით დაფიქსირებული ზრდით არ უნდა ვიამაყოთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლების საუკეთესო მაჩვენებლები ერთბაშად ვერ გაუმჯობესდება.

გიორგი ცუცქირიძე

21 ივნისი 2021, 15:22

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც

„აღსანიშნავია, რომ ურყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებასთან ერთად, საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც წლიურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც მთლიანობაში, რომლის გამყარების ტენდენცია ისედაც სახეზეა, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

დიმიტრი სამხარაძე

21 ივნისი 2021, 15:22

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს „ოცნების“ დამარცხების ამბიცია

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ წარდგება 2000-ზე მეტი შესაფერისი კანდიდატით, თითოეული მათგანი გამოირჩევა განათლებით, თავის საქმიანობაში წარმატებულობით, ავტორიტეტითა და საზოგადოების მხრიდან იმსახურებენ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

21 ივნისი 2021, 15:17

პოლიტიკა

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა

21 ივნისი 2021, 15:07

ეკონომიკა

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის“ გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

21 ივნისი 2021, 15:06

საზოგადოება

სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.