imedi /  09 ივნისი 2021, 10:07 / სანდო წყარო

გერმანიაში კორონავირუსის 3,254 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3,254 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 107 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,705,942 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 89,491 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

07 დეკემბერი 2022, 22:38

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმართოს

„ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

07 დეკემბერი 2022, 22:37

ეკონომიკა

გივი მიქანაძემ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებულ და „მერსი ქორფსის“ მიერ განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მმართველი საბჭოს პირველ სხდომაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

07 დეკემბერი 2022, 22:34

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 22:33

საზოგადოება

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

თსუ სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე. ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა თსუ პროფესორების ჩართვაზე ცენტრის ტრენინგებში. მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2022, 22:19

საზოგადოება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილება შესაძლებელია ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით.

07 დეკემბერი 2022, 22:11

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებზე იმსჯელა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR ერთობლივი წინასწარი დასკვნა განიხილა და რეკომენდაციებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნაში არაერთი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული.

ზურაბ ქადაგიძე

07 დეკემბერი 2022, 22:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მელიასთვის გადამდგარ მოღალატე გახარიას რომ ყველგან ბოლი ელანდება ეს ახალი არ არის, მაგრამ იცოდეთ, რომ ფოტოზე ჩანს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მუშაობის კვალი და მას ქალაქ რუსთავთან არანაირი შეხება არ აქვს

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ფოტოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ფოტოზე ჩანს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მუშაობის კვალი და მას ქალაქ რუსთავთან არანაირი შეხება არ აქვს.

07 დეკემბერი 2022, 22:00

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გენერალ-მაიორმა ედუარდ ასრიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.

07 დეკემბერი 2022, 21:59

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის N2 საშუალო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღია პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

07 დეკემბერი 2022, 21:55

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს და საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას.

მიხეილ სარჯველაძე

07 დეკემბერი 2022, 21:47

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების ძირითადი პათოსი იყო ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულიყო ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელზეც არის დამოკიდებული პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა

ძირითადი პათოსი ამ საკანონმდებლო აქტის პროექტის შექმნისა იყო ის, რომ გაუმჯობესებულიყო კიდევ უფრო მეტად ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელზეც არის დამოკიდებული პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხელ სარჯველაძემ განაცხადა.

მარს დი ბარტოლომეო

07 დეკემბერი 2022, 21:44

პოლიტიკა

მარს დი ბარტოლომეო: მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება

„ჩემი პირადი შეხედულებაა, თუ ქვეყანა ასრულებს ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებულ პირობებს, თუ ის არის თავისუფალი, და მე რეალურად იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ მოეპყრო ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას, მათ ევროკავშირის კანდადატობისკენ და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად, თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც ჩვენთვის იქნება ცხადი და მკაფიო“, – განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

07 დეკემბერი 2022, 21:22

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არსებობს საარჩევნო ჯგუფი, რომელშიც არ იღებენ მონაწილეობას და იგივე თემაზე „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან. ეს იყო ცოტა გამაოგნებელია სიტუაციაში

„თავისთავად, მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ შეხვედრები იყოს და პარლამენტში ხალხი ერთმანეთს ხვდებოდეს. ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, უცნაური იყო, რომ იგივე თემაზე არსებობს საარჩევნო ჯგუფი, რომელშიც არ იღებენ მონაწილეობას და იგივე თემაზე „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან, გადიან საკითხებს - რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ჩვენთან არ ლაპარაკობენ. ეს იყო ცოტა გამაოგნებელია სიტუაციაში“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 21:21

პოლიტიკა

POSTV-ის ინფორმაციით, ნონა მამულაშვილის ძმის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ადასტურებს, რომ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ, რაც თვეში 2000 დოლარზე მეტს შეადგენს

POSTV-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილის ძმის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ადასტურებს, რომ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ, რომელიც თვეში 45 000 გრივნას შეადგენს, რაც 2 000 აშშ დოლარზე მეტია

გივი მიქანაძე

07 დეკემბერი 2022, 21:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სამუშაო ჯგუფებში მათი სამომავლო მონაწილეობა აღარ იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოიწვია სამუშაო ჯგუფში „ნაცმოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, თუმცა, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ. მიქანაძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები სამუშაო პროცესს აზიანებს.

07 დეკემბერი 2022, 20:56

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

​სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

07 დეკემბერი 2022, 20:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბატონი კასიანოვის განცხადება თავიდან ბოლომდე იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბატონი კასიანოვის განცხადება თავიდან ბოლომდე იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. მისი თქმით, ნატოს წევრი 28 ქვეყნის შეიარაღება მიეწოდება უკრაინას, თუმცა კონფლიქტის ტერიტორიაზე ურთულესი ვითარებაა.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 20:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ამ აქციას წესით უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს

ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ამ აქციას წესით უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 დეკემბერი 2022, 20:44

მსოფლიო

ზელენსკი: რუსი ტერორისტები ქალაქ კურახოვეს დაბომბვაზე პასუხს აგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ დონეცკის ოლქში ქალაქ კურახოვეს დაბომბვაზე.

სალომე სამადაშვილი

07 დეკემბერი 2022, 20:33

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: საქართველოს შეუძლია, რომ უკრაინის დასახმარებლად მეტი გააკეთოს

საქართველოს შეუძლია, რომ გააკეთოს უფრო მეტი [უკრაინის] ტექნიკური დასახმარებლად. მიაწოდოს ის დახმარება რაც მათ ესაჭიროებათ, მაგალითად გენერატორები, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.