www.imedi.ge /  10 ივნისი 2021, 10:50 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კორონავირუსი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯესიკა ჩესტეინი

07 აგვისტო 2022, 23:31

მსოფლიო

ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი უკრაინაში ჩავიდა

„ჩვენთვის, ცნობილი ადამიანების ასეთი ვიზიტები უაღრესად ღირებულია. ამის წყალობით, მსოფლიო უფრო მეტს მოისმენს და გაიგებს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მადლობა მხარდაჭერისთვის ჯესიკა ჩესტეინს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი

07 აგვისტო 2022, 23:12

მსოფლიო

კოვიდინფექციის დადასტურების შემდეგ პირველად, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლი დატოვა - ექიმის თქმით, მას ვირუსი აღარ აქვს

ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის ორჯერ დადასტურების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლი პირველად დატოვა.

დავით ზალკალიანი

07 აგვისტო 2022, 22:48

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი, საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ურმას რეინსალუ

07 აგვისტო 2022, 22:24

მსოფლიო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ტერორიზმი ზაპოროჟიეში და უკრაინის ყველა ბირთვული ელექტროსადგური უკრაინას გადასცეს

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ტერორიზმი ზაპოროჟიეში და უკრაინის ყველა ბირთვული ელექტროსადგური უკრაინას გადასცეს. შეწყდეს რუსული აგრესია, ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - წერს დიპლომატი.

თამთა მეგრელიშვილი

07 აგვისტო 2022, 22:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ზურაბიშვილზე: 7 აგვისტოს ავიდა გმირების საფლავზე, როცა, სააკაშვილმაც კი, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა, უკადრებელი იკადრა. ამით „ნაცმოძრაობას“ უმძიმეს დანაშაულს „უპრავებს“

„სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლა თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზეა გადასული, ისიც კი იკადრა, რომ 7 აგვისტოს ავიდა გმირების საფლავზე, როცა, სააკაშვილმაც კი, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა“, - წერს საჯარო სამართლის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი.

07 აგვისტო 2022, 21:52

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

07 აგვისტო 2022, 21:38

კულტურა

ბრიტანული მუზეუმი ნიგერიაში 70-ზე მეტ არტეფაქტს დააბრუნებს

ლონდონში მდებარე ერთ-ერთი მუზეუმი (Horniman Museum) ნიგერიის მთავრობას 72 არტეფაქტს გადასცემს.

07 აგვისტო 2022, 21:18

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება

„რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

07 აგვისტო 2022, 20:54

კულტურა

ქართული ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება

დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“.

მელანი ჟოლი

07 აგვისტო 2022, 20:37

პოლიტიკა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

„14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს მელანი ჟოლი.

07 აგვისტო 2022, 20:15

პოლიტიკა

6 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

ექვსი ევროპარლამენტარი - პეტრას აუსტრევიჩიუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

07 აგვისტო 2022, 20:04

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები - აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

„დღეს, საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წელი გავიდა. კრემლმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს აღებული ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ენტონი ბლინკენი.

საქართველოს პროკურატურა

07 აგვისტო 2022, 19:51

სამართალი

82 წლის ექიმის მიმართ, რომელმაც კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი დაჭრა, ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძისთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

07 აგვისტო 2022, 19:40

რეგიონი

GITA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს მართავს.

მარინა კალიურანდი

07 აგვისტო 2022, 19:40

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: 14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია - ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ

„14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა“, - წერს კალიურანდი.

07 აგვისტო 2022, 19:23

რეგიონი

პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ.

07 აგვისტო 2022, 19:16

მსოფლიო

ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს

ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

07 აგვისტო 2022, 18:58

პოლიტიკა

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

07 აგვისტო 2022, 18:56

სამართალი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

დავით ქართველიშვილი

07 აგვისტო 2022, 18:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი

„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.