imedi /  10 ივნისი 2021, 10:54 / სანდო წყარო

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 53 პირი დააჯარიმა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 267 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 91 ფაქტი გამოვლინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2021, 18:48

პოლიტიკა

ვლადიმერ კახაძე: აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:46

მსოფლიო

ავსტრალიაში თაგვების შემოსევის გამო ციხიდან პატიმრებს გაიყვანენ🐭

ველინგტონის საკორექციო ცენტრიდან 400 პატიმარსა და 200-მდე თანამშრომელს გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ, სანამ ციხეში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. თაგვებმა ველინგტონში ციხის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, დააზიანეს ელექტროგაყვანილობა და ჭერის პანელები.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 18:43

COVID19

დავით სერგეენკო: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივნისი 2021, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) შედარებითი ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ იყო ორგანიზებული.

22 ივნისი 2021, 18:35

მსოფლიო

UNESCO: დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი

გაეროს ახალი მოხსენების თანამად, ავსტრალიის მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ დიდი ბარიერული რიფი კლიმატის ცვლილებისგან დაეცვა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ანგარიშის თანახმად, რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი.

კარლ ჰარცელი

22 ივნისი 2021, 18:31

რეგიონი

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორს და წყალტუბოს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 23 ივნისს საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა.

ნინო წილოსანი

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამიტში - WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას, რომლის უფლებამოსილებაც დღეს, საკრებულომ ცნო, „ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი წევრის, ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირისპირდა და წითელი საღებავი შეასხა.

22 ივნისი 2021, 18:18

სპორტი

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს.

ანრი ოხანაშვილი

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2019 წელს კი 131 საჩივარი - ესაა სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით, 2019 წელს კი სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილი და მისი მორჩილნი, იყვნენ, არიან და ისტორიაში შევლენ, როგორც საქართველოს, ჩემი ქვეყნის მტრები - გამყიდველები

„ყველაზე დიდი რატომ არის ეს, რაზეც ხელი მოაწერეს 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.რატომ, რატომ და რატომ? და ამ ყველაფრის შემოქმედნი, რატომ ბედავენ დღეს და არ არიან გამოცხადებულნი, როგორც სამშობლოს მოღალატენი? ეს და კიდევ უამრავი რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის პასუხი ყველა ქართველმა ხომ ზუსტად იცის?“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ნაციონალური მოძრაობის მიერ რეზოლუციაზეც ხელის მოწერას.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:16

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ძვირიანი მედიკამენტების შეძენა, სისტემასაც სჭირდება გამართვა

რეალობა არ არის სახარბიელო. ჯანდაცვის დანახარჯები, ჯიბიდან დახარჯული თუ სახელმწიფო პროგრამებით, არის დაახლოებით 3 მილიარდი. სწრაფი კალკულაცია რომ გავაკეთოთ, ამის ნახევარი არის დანახარჯი ჯიბიდან. ჯიბის დანახარჯიდან 70% მოდის მედიკამენტებზე, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი. ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ხანდაზმულთა სეგმენტი და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი მაღალი ფასების საჭირო მედიკამენტების შეძენა, - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ბექა დავითულიანი

22 ივნისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ

„რეზოლუციის ხელმოწერის დროს იყო პოზიტიური ფაქტორები, იყო ოკუპაცია ნახსენები და საქართველოსთვის მომგებიანი მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და თქვენ მას ხელი მოაწერეთ“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:00

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობთ, 2 წლის ვადაში შევძლებთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური კოდექსი

„სოციალური დაცვის ქართული სისტემა არის უფრო სიმპტომური და არა სისტემური. კი, პოზიტიურია დინამიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ასეთ ქვეყნებს აქვთ სოციალური კოდექსი, რომელიც უფრო სისტემატიზირებულია, არის უფრო მეტად ხარჯთეფექტიანი და საჭიროებებზე მორგებული. უფრო მეტად არის საჭიროებებზე მორგებული ასეთი სისტემები და, შესაბამისად, ეფექტიც უფრო მაღალია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე

გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე

22 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე: საქართველოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ - თვითმმართველობა და სასამართლო

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

22 ივნისი 2021, 17:43

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 4 500-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 77 ადამიანს დაუდასტურდა, 70 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს. დღე-ღამეში ტესტი 3 778 ადამიანს ჩაუტარდა.

ლაშა დარსალია

22 ივნისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ, ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს

საკმაოდ რთულია ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ასეთი ქმედებები ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ ერთი წლის წინ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა. დაკავებულის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს.

ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 17:37

COVID19

ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა

ვაქცინის პირველი დოზა 66 წლის მერკელმა აპრილში მიიღო. მაშინ ის AstraZeneca-თი აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.

22 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, განვითარების მიზნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გრანტის სახით 66 960 382 აშშ დოლარს გამოუყოფს. შეთანხმების ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.