imedi /  10 ივნისი 2021, 16:27 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს იმუნიტეტი როდის განილევა, შესაბამისად ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

დღევანდელი მტკიცებულებით კორონას გადატანის შემდგომ, ადამიანებმა ვაქცინა უნდა გაიკეთონ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით გადატანილ ინფექციას კარგი იმუნიტეტი აქვს და დღეს მასობრივად არ გვხვდება, რომ ადამიანები ადვილად რეინფიცირებას განიცდიდნენ, თუმცა არის რეინფიცირების შემთხვევები, რომლებიც საქართველოში დაფიქსირდა, ზოგიერთი მათგანი 2-3 თვეშიც კი მოხდა, შესაბამისად, რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს მყარი იმუნიტეტის არსებობის და როდის განილევა ეს იმუნიტეტი არავინ იცის, ამიტომ, ვაქცინაცია ინფიცირების შემდეგ აუცილებელია. საქართველოში ასეთი ადამიანებისთვის, 120-დღიანი პერიოდია აღებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 15:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

„ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს იონათამიშვილი.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ვასილ ხოდელი

24 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

„ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის. გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივნისი 2021, 14:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

24 ივნისი 2021, 14:51

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

24 ივნისი 2021, 14:45

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს გამართავს

ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას

რაც შეეხება ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობას, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივნისი 2021, 14:35

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებებს პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ დესტრუქციულს უწოდებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 ივნისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

„ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად, საგნობრივად და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიციები. ამიტომ ყოველ ჯერზე მიმართავენ დემარშებს, რაც დამაზიანებელი არის პირველ რიგში მათთვის. მეორე მხრივ დამაზიანებელია, როცა ამბობენ: „ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო“ და ამ დროს კონკრეტულ განხილვაში ვერ შემოდიან, იმიტომ რომ როცა კონკრეტული განხილვა იწყება, სათქმელი უკვე არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

იაგო ხვიჩია

24 ივნისი 2021, 14:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

დავამთავრეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნუ დავამატებთ მას პარლამენტიდან გასვლა-არგასვლის საკითხს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე: ხან შედიან, ხან გამოდიან - თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ

ტყუილია, თითქოს ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბებგოვი

24 ივნისი 2021, 14:24

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის

„ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში და რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი, რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე, რომლებსაც 2-ჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა. იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით რამე პრობლემა არ არის.

მამუკა ხაზარაძე

24 ივნისი 2021, 14:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ

„მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ. მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძე

24 ივნისი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მოსამართლეების დანიშვნაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასავლეთიდან სწორედ ისეთი რეაქცია იხილა, როგორსაც ელოდებოდა.

ხატია დეკანოიძე

24 ივნისი 2021, 14:20

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი

მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური

24 ივნისი 2021, 14:13

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ამნისტიაზე: იმ ეტაპზე აუცილებელი იყო კონკრეტული სანქციების დაწესება, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების ეტაპზე მათი დარღვევის გამო დაჯარიმება აუცილებელი იყო მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, ახლა კი ვითარება არის შეცვლილი.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 14:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე მივა

„გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც აწყობს. ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 14:06

COVID19

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ევროპა კორონავირუსთან ბრძოლაში დანის პირზე დადის

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ევროპა კორონავირუსთან ბრძოლაში დანის პირზე დადის. გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიაზე შემდგომი რეაგირება ევროკავშირის ლიდერების სამიტის განხილვის მთავარი თემა იქნება.

გია გაბრიჭიძე

24 ივნისი 2021, 14:05

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ახლა ვიღაც იტყვის, ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდაო. ე.ი. იცოდით და ხელისუფლების იმედი გქონდათ?

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს.