imedi /  10 ივნისი 2021, 18:01 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 75 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 334,992 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,951 ადამიანი. ვირუსისგან 327,907 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდები

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „შავი ფული“ ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს

,,ვის ატყუებთ თქვენ? აქ რაც წერია, რეალურად ზღვაში წვეთია. სხვის ფულს კი კარგად ითვლით და სხვების ჯიბეში კარგად იქექებით....რეალურად იცით თუ რა ხდება? „შავი ფული" ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს. თუ ეს სიმართლეა და „ტვ პირველი“ წლიურად 8 მილიონს ხარჯავს, გამოდის, რომ თანამშრომლებს თვეში 300-400 ლარად ამუშავებს. გამოვიდნენ და თქვან ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და სხვა თანამშრომლებმა, ეს მართლაც ასეა? 300-400 ლარზე მუშაობენ თვიურად? არა, რასაკვირველია! თუ ასე არ არის, ავტომატურად მტკიცდება, რომ „ფორმულაზე“, „მთავარზე“ და „ტვ პირველზე“ „შავი ფული“ ტრიალებს და ორმაგი ბუღალტრული სქემით მუშაობენ“, - წერს ანალიტიკოსი.

ანა წითლიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

ანა წითლიძე: სოსო თოფურიძე წინა ხელისუფლების შეცდომათაგან ერთ-ერთი იყო

„პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო თოფურიძე ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ვიძახი, რომ მე არ მიჭირს წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი, სოსო თოფურიძე ამ შეცდომათაგან ერთ-ერთი იყო. შესაბამისად, ბატონი სოსო თოფურიძის ეს ქმედება პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად პარტიის დისკრედიტაციას ისახავს“, - აცხადებს წითლიძე.

06 ოქტომბერი 2022, 14:20

საზოგადოება

ბერლინში ახალგაზრდა კინომოღვაწეთა პრემიების „ FIRST STEPS “ 2022 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა

27 სექტემბერს ბერლინში ახალგაზრდა კინომოღვაწეთა პრემიების „ FIRST STEPS “ 2022 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა. ეს კონკურსი, რომელიც 1999 წელს დააარსეს ცნობილმა გერმანელმა კინოპროდიუსერებმა ბერნდ აიხინგერმა და ნიკო ჰოფმანმა, ყოველწლიურად იმართება გერმანიის კინოაკადემიის პატრონაჟით ისეთ მედია გიგანტებთან ერთად, როგორიც არიან: Amazon Studios, ARD, Seven.One Entertainment Group, Studio Hamburg, UFA, Warner Bros. და მასში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის კინო სასწავლებლების სადიპლომო ფილმები მონაწილეობენ. ხოლო თავად პრემია გერმანულენოვან სივრცეში ყველაზე საპატიო და აღიარებულ ჯილდოდ ითვლება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის. კონკურსი, რომლის მიზანს კინოტალანტების გამოვლენა და მათი შემდგომი ფინანსური და კრეატიული მხარდაჭერა წარმოადგენს, ცხრა კატეგორიაში იმართება და მისი ჟიური საყოველთაოდ აღიარებული კინომოღვაწეეებისგან შედგება.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახლა ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ ოლიგარქი კი შეიძლება იყოს უკრაინაში, უკრაინული კანონმდებლობით, მაგრამ არ მოგვწონს და მოდით, საქართველოში ოლიგარქი სხვა ვინმეს დავარქვათ

უკრაინული კანონმდებლობით ოლიგარქი იქ სხვა ვინმეს ერქვას და საქართველოს კონტექსტს ისე მოვარგოთ, რომ ერქვას ბიძინა ივანიშვილს და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მისი თქმით, მსგავსი ლოგიკა არათუ სამართლის ჩარჩოებს, მორალის ჩარჩოებსაა უკვე გაცდენილი და ასე მსჯელობა არ შეიძლება.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ

„როდესაც საუბარი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო გარიგებისა და მოლაპარაკებისთვის [ბანკის] იურისტი და ის გარიგების შედეგად სთავაზობდა [ივანიშვილს] 2 მილიარდი დოლარის გარანტირებულად დაბრუნებას, ამ კაცმა საუბარზეც კი უარი თქვა, წარმოიდგინეთ. ერთი ჩვენ კოლეგა ხუმრობდა წინა დღეებში, 100-ლარიანი ჩამიყლაპა ბანკომატმა და 3 დღე ვლანძღავდი ბანკსო. წარმოიდგინეთ, ეს ემოციური მომენტიც, ადამიანური მომენტიც არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ მოერგოს რამენაირად ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომდგენლებს მოუნდებათ ასე. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, სად არის სიმართლე და რას აკეთებს ის კაცი იმისთვის, რომ საერთოდ არ ილაპარაკოს პოლიტიკურ კონტექსტზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ხათუნა სამნიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:15

ეკონომიკა

ხათუნა სამნიძე: ლევან დავითაშვილს ვკითხავ, როგორ აპირებს სახელმწიფო „ბორჯომის“ წილების მართვას

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს „ბორჯომის“ წილებთან და სამშენებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

06 ოქტომბერი 2022, 14:09

საზოგადოება

თბილისის მერი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის დეკანს ნინო იმნაძესა და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა.

დავით ნარმანია

06 ოქტომბერი 2022, 14:08

რეგიონი

სემეკის დავალებით „რუსთავის წყალი“ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:06

პოლიტიკა

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 98 ხმით, ერთხმად „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ცვლილების პროექტი მიიღო. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციას შორის, ერთ-ერთი იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა. ამასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც მმართველი გუნდის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საინფორმაციო ველზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საინფორმაციო ველზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა.

ილია დარჩიაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 13:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიციირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია. სხვა ლიდერებთან ერთად, ამ პლატფორმაზე აქტუალურ დისკუსიებში მონაწილეობას პრემიერი მიიღებს

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიციირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება - „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან ერთი მხრივ ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 13:35

პოლიტიკა

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი 2024 წლის 1 მარტამდე რჩება ძალაში

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება. შესაბამისად, ამ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

06 ოქტომბერი 2022, 13:30

მსოფლიო

კაცმა, რომელიც ტაილნადში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა

თავდამსხმელი პოლიციის ყოფილი ოფიცერია, სახელად პანია კამრაბი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დავით ნარმანია

06 ოქტომბერი 2022, 13:27

ეკონომიკა

დავით ნარმანია: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ელექტროენერგიით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 13:26

საზოგადოება

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.

გიორგი ვოლსკი

06 ოქტომბერი 2022, 13:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გარკვეულ ჯგუფს უნდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, კიდევ ერთი ჯგუფი მის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს სჭირდება ფინანსები და მათ შორის ჯახი გარდაუვალია

გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება. როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

06 ოქტომბერი 2022, 13:24

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ბონი ჯენკინსი

06 ოქტომბერი 2022, 13:20

COVID19

ბონი ჯენკინსი: ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განუცხადა, რომელიც ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ენდრიუ ვებერი

06 ოქტომბერი 2022, 13:03

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე: მივესალმები საქართველოს მიერ რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას, მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ საშინელ ომში

ვფიქრობ, რეალურად, ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას რუსეთისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ რთულ დროს.

06 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა.