imedi /  12 ივნისი 2021, 12:40 / სანდო წყარო

რუსეთში კორონავირუსის 13,510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,510 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 399 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 5,193,964 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 126,073 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილი შავი ფულია - ეს არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ საქართველოში მოიპარეს

„ეს არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ მოიპარეს საქართველოში. არა მარტო მოიპარეს, ყაჩაღურად აქვთ ეს ფული ნაშოვნი და ახლა ცდილობენ ამ ფულის ინვესტირებას საქართველოში. ამ შავი ფული გარშემო მიმდინარეობს ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ამ დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ“ - განაცხადა კობახიძემ.

06 ოქტომბერი 2022, 15:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა და მიზნობრივი პროგრამები სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ჩვენ ნათლად ვხედავთ მაღალი ინფლაციის გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, ვისზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 15:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა, გამოიკვეთა კლანები, რომლებიც იბრძვიან, როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, მათი დაპირისპირება გამოაშკარავდა

„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. როცა ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ხომ გახსოვთ მათი ირონია, არაფერი ხდებაო. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის. როგორც კი, ფულზე მივიდა საქმე, იმ წუთასვე ისე იჩხუბეს, რომ ვეღარ დამალეს. ასე თუ ისე, სხვა საკითხებზე გარეგნულად მაინც ერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, გამოაშკარავდა მათი დაპირისპირება.

შალვა პაპუაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 15:10

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლად არსებობა, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება

წარმატება მინდა ვუსურვო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დავუდასტურო პარლამენტის გვერდში დგომა მის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ სამსახურმა აჩვენოს წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული იყოს ეს სამსახური და გადაილახოს ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა დასაწყისში და შეიძლება ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. დარწმუნდეს მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი ინსტიტუციის ცალკე, დამოუკიდებლად არსებობა, მხოლოდ საქმეს წაადგება და საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება

სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. იგი ხარაგაულის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. საუბრისას კობახიძემ ხაბეიშვილი პროვოკატორად მოიხსენია და მიმართა პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, ისინი ერთმანეთს კეზერაშვილისა და სააკაშვილის შავი ფულისთვის ებრძვიან

იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, მილიონ ნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება და დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის შავი ფული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც მეტი იქნება პოლარიზაცია „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში

გრძელდება დაპირისპირება და პოლარიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია - რაც მეტი იქნება პოლარიზაცია „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ეს პროცესები გაგრძელდება.

06 ოქტომბერი 2022, 14:57

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება

იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალაზე“: თუ ვინმე ეცდება, უმრავლესობის წევრებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ დაიცავს კონსტიტუცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ აშშ-ის ელჩის მისამართით გაკეთებული განცხადებები თავდასხმას არ წარმოადგენს.

06 ოქტომბერი 2022, 14:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა

„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კავრტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:44

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ

ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.

ბექა დავითულიანი

06 ოქტომბერი 2022, 14:43

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხოლოდ მაშინ არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან მართლები, არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ნონა გაფრინდაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:40

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსთან“ დავის შემდეგ პირველი კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა

„მე არ მაქვს რამეზე ლაპარაკის უფლება. სამართლიანობა აღდგა. წამოიდნენ შეთანხმებაზე, ეს სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. მთელმა მსოფლიომ დამიჭირა მხარი და ყველა კმაყოფილი იყო, რომ მოხდა გარკვეული შეთანხმება. პრეცედენტი მოხდა, რომ ამ „ქეისში“ სასამართლომ ჩემი მხარე დაიჭირა. ეს იყო პრეცედენტი“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

06 ოქტომბერი 2022, 14:39

რეგიონი

ხარაგაულში ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა

ხარაგაულში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა. უკმაყოფილება კი ლევან ხაბეიშვილის ხარაგაულის საკრებულოში მისვლამ გამოიწვია. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, განადგურებულია. არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ - საკუთარი კეთილდღეობისთვის რომელი მეტ ფულს დახარჯავს

რეალურად „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია. არსებობს იქ შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ საკუთარი კეთილდღეობისთვის რომელი მეტ ფულს დახარჯავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

გია აბაშიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „შავი ფული“ ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს

,,ვის ატყუებთ თქვენ? აქ რაც წერია, რეალურად ზღვაში წვეთია. სხვის ფულს კი კარგად ითვლით და სხვების ჯიბეში კარგად იქექებით....რეალურად იცით თუ რა ხდება? „შავი ფული" ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს. თუ ეს სიმართლეა და „ტვ პირველი“ წლიურად 8 მილიონს ხარჯავს, გამოდის, რომ თანამშრომლებს თვეში 300-400 ლარად ამუშავებს. გამოვიდნენ და თქვან ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და სხვა თანამშრომლებმა, ეს მართლაც ასეა? 300-400 ლარზე მუშაობენ თვიურად? არა, რასაკვირველია! თუ ასე არ არის, ავტომატურად მტკიცდება, რომ „ფორმულაზე“, „მთავარზე“ და „ტვ პირველზე“ „შავი ფული“ ტრიალებს და ორმაგი ბუღალტრული სქემით მუშაობენ“, - წერს ანალიტიკოსი.

პაატა მანჯგალაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:32

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება, არსებულით კი უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ

მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება არსებულით კი უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მინისტრის საათზე საუბრისას გააკეთა.

ზურაბ მელიქიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:30

პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი სოსო თოფურიძის განცხადებაზე: ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა.

ანა წითლიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

ანა წითლიძე: სოსო თოფურიძე წინა ხელისუფლების შეცდომათაგან ერთ-ერთი იყო

„პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო თოფურიძე ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ვიძახი, რომ მე არ მიჭირს წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი, სოსო თოფურიძე ამ შეცდომათაგან ერთ-ერთი იყო. შესაბამისად, ბატონი სოსო თოფურიძის ეს ქმედება პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად პარტიის დისკრედიტაციას ისახავს“, - აცხადებს წითლიძე.