14 ივნისი 2021, 11:53 / სანდო წყარო

მედიკოსების თქმით, საზღვაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მედიკოსები ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, ხალხმრავალი ადგილების რაოდენობაც იზრდება და შესაბამისად, ინფიცირების რისკიც მაღალია.

„თუ ბოლო რამდენიმე კვირის დინამიკას გადავხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაცია გვაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალი შემთხვევების მატება არ აღინიშნება, არის კლება, თუმცა, მაინც, დღის განმავლობაში, რამდენიმე ასეული შემთხვევა ვლინდება, რაც საყურადღებოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. ამ რეკომენდაციების შესახებ ყველამ კარგად ვიცით“, - აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობასა და ვაქცინაციის გააქტიურების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობაზე მიანიშნებს ის, რომ, დღიურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს არ აჭარბებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები უგულებელყოფილი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში გაჩნდება სხვადასხვა სახეობის, რამდენიმე ვაქცინა. აქ ჯერი უკვე მოსახლეობაზე იქნება, თუ რამდენად ჩაერთვებიან იმუნიზაციის პროცესში“, - აღნიშნავს ნათია გორდაძე.

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი დღეს კვლავ განახლდა. ამ ვაქცინის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 354 276 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 340 328, გარდაიცვალა 5 060 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის უღელტეხილზე დროებით მოძრაობა შეიზღუდება

6 აგვისტოს ღამის საათებში, 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვის მიზეზი გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის " ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯფუსი" საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებაა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:29

COVID19

ივანე ჩხაიძე: არის პერსპექტივა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ დღის განმავლობაში აცრას 20 000 ადამიანი. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია 60%-ის მისაღწევად. თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ თვის ჭრილში, ეს არის 600 000 ვაქცინირებული ადამიანი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2021, 17:21

სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე: სიტყვას არ ძრავენ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათთვის ადამიანის უბედურება სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს

„ისინი, ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების გამო რომ წიკვინებენ, სიტყვას არ სძრავენ მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მათთვის ადამიანის უბედურება ხომ სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 17:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ჯო ბაიდენი

05 აგვისტო 2021, 17:03

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

05 აგვისტო 2021, 17:03

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა.

ემინე ჯორბენაძე

05 აგვისტო 2021, 16:56

COVID19

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

05 აგვისტო 2021, 16:47

სამართალი

შს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუესა და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

05 აგვისტო 2021, 16:46

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:44

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

05 აგვისტო 2021, 16:39

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრე შეიცვალა

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა. როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზის“ კონტროლირებად კომპანიას.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:38

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფასდება , საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს TADAT-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

05 აგვისტო 2021, 16:36

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები გამოავლინა

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა სულ 27 განმცხადებელმა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი თანხა ინსტრუმენტების განახლების მიზნით მიეკუთვნა სახელმწიფო კონსერვატორიას (300 000 ლარი).

05 აგვისტო 2021, 16:35

COVID19

კატალონიაში ექსპერიმენტის ფარგლებში გამართული სამი ფესტივალის 50 000 მონაწილიდან კორონავირუსი თითქმის 2 300-ს დაუდასტურდა

კატალონიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის შესწავლის მიზნით გამართული სამი ფესტივალის შემდეგ 50 000 მონაწილიდან კორონავირუსი თითქმის 2 300-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ გამოცემა BFMTV წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2021, 16:30

მსოფლიო

ზელენსკი: თუ დღეს დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობ და მიიჩნევ, რომ შენი გზა რუსეთისკენაა და რუსი ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და შენი ადგილი რუსეთში ეძებო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ვისაც რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურს, რუსეთში უნდა ეძებოს საკუთარი ადგილი.

05 აგვისტო 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber-მა მიიღო

მათი ინფორმაციით, Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5 100 000 ლარი.

05 აგვისტო 2021, 16:26

საზოგადოება

მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ეს სიახლე მსჯავრდებულებს ასევე შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ

05 აგვისტო 2021, 16:24

მსოფლიო

პოლონეთში ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა, დაშავდა 31 ადამიანი

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMF24 ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:24

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები

მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებითა და რეიტინგით.

ემილიო და მიხაელ ბალაკი

05 აგვისტო 2021, 16:22

სპორტი

მიხაელ ბალაკის შვილი 18 წლისა გარდაიცვალა

18 წლის ემილიო პორტუგალიაში, 5 აგვისტოს ღამეს ავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.