imedi /  18 ივნისი 2021, 18:18 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: მინდა მივულოცო საქართველოს პანდემიის ასეთი კარგი მართვა

ანა ბიერდე

ანა ბიერდე

მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი ,ყველა საჭირო ზომა იყო მიღებული- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პანდემიისთვის მზად იყო როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი. 2015 წელს ვიყავი პირველად. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის , მათ შორის საქართველოსთვის და მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ საქართველოს მივულოცო ასეთი კარგი მართვა. თავიდანვე გამოიჩინა თავი ქვეყანამ, ყველა საჭირო ზომა იყო მიღებული და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა მზად იყო ჯანდაცვის კუთხით ამ პანდემიისთვის. ეკონომიკურადაც მზად იყო იმიტომ, რომ მხარდაჭერა იყო უზრუნველყოფილი ოჯახებისადმი და დარგებისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ბუფერული ზონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის დარგებისთვის იმიტომ, რომ თავიდან დაიწყო როგორც ჯანდაცვის კრიზისი, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისიც გამოვლინდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თავიდანვე გვთხოვეს დახმარება, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ საგანგებო რეჟიმში უზრუნველვყავით დახმარება. ახლახანს მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყავით დახმარება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის. ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და სტრატეგია საქართველოში ხორციელდება ვაქცინაციის კუთხით და ეს არის მხოლოდ ერთი არხი ან ერთი საშუალება, მრავალ არხობრივი დახმარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესყიდვები სწორედ მოხდეს და მოხდეს ვაქცინაციის პროცესის მართვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ამ კალენდარული წლის ბოლოსთვის 60 % არის სამიზნე მაჩვენებელი და იმედი მაქვს, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ქვეყანა“,- განაცხადა ანა ბიერდემ.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში.

„ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ჩვენი კლიენტი ქვეყნებიდან და ჩვენ საქართველოს დიდი სიამოვნებით ვეხმარებით ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს დარგი,- განაცხადა ანა ბიერდემ.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 18:17

საზოგადოება

როდის დაიწყება აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:16

COVID19

ლაშა ხუციშვილი: დღევანდელი მოცემულობით, ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით

ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, არის იმ ოდენობით, რომ ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით. ეს არის შედარება 2019 წელთან მიმართებაში, რომელიც რეკორდული წელი იყო საქართველოში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 18:16

მსოფლიო

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ირანის პარლამენტში გაიმართა. 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგიით, მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება

ჩვენ გვაქვს საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უკვე მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში წმინდა ვალის მოცულობა 45%-ის ფარგლებში იქნება, - ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, საგარეო ვალის პარამეტრები პანდემიიდან გამომდინარე მთელ რიგ ქვეყნებში გაუარესებულია, რადგან დამატებით ეკონომიკურ სტიმულს საჭიროებდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 აგვისტო 2021, 18:11

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი“ და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2021, 17:56

COVID19

ემანუელ მაკრონი: ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს

ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია

690-მდე საწოლია თავისუფალი და 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:44

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული

ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:42

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყველაზე მარტივი, ქმედითი და სწრაფი შედეგის მომტანია, მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება

ყველაზე მარტივი, ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი არის ის, რომ მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. მკაცრად მოვითხოვოთ და ავკრძალოთ ნებისმიერი თავშეყრა დახურულ სივრცეში - ეს იქნება წვეულება, ბანკეტი, დაბადების დღე თუ რაიმე სხვა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:35

COVID19

ივანე ჩხაიძე: მიმაჩნია, რომ ყველა პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს

ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სამედიცინო სექტორში არსებული რესურსების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ შემთხვევების მართვის რესურსი ქვეყანაში არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

05 აგვისტო 2021, 17:33

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს... დავფიქრდეთ

„ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

05 აგვისტო 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის უღელტეხილზე დროებით მოძრაობა შეიზღუდება

6 აგვისტოს ღამის საათებში, 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვის მიზეზი გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის " ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის" საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებაა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:29

COVID19

ივანე ჩხაიძე: არის პერსპექტივა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ დღის განმავლობაში აცრას 20 000 ადამიანი. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია 60%-ის მისაღწევად. თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ თვის ჭრილში, ეს არის 600 000 ვაქცინირებული ადამიანი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2021, 17:21

სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე: სიტყვას არ ძრავენ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათთვის ადამიანის უბედურება სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს

„ისინი, ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების გამო რომ წიკვინებენ, სიტყვას არ სძრავენ მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მათთვის ადამიანის უბედურება ხომ სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 17:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ჯო ბაიდენი

05 აგვისტო 2021, 17:03

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

05 აგვისტო 2021, 17:03

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა.

ემინე ჯორბენაძე

05 აგვისტო 2021, 16:56

COVID19

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

05 აგვისტო 2021, 16:47

სამართალი

შს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუესა და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

05 აგვისტო 2021, 16:46

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.