20 ივნისი 2021, 10:00 / სანდო წყარო

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 583-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 233 488 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

01 აგვისტო 2021, 00:16

სამართალი

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

01 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

reuters: გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს, არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინის საკმაო რაოდენობა შემოდის. ამასთან, მან მოუწოდა მოსახლეობას, აიცრან ნებისმიერი ვაქცინით, რადგან აცრილ ადამიანებს დაავადება იოლად გადააქვთ.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

31 ივლისი 2021, 22:55

მსოფლიო

ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 10 ადამიანი

ათზე მეტი დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:54

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს

გასაგებია, რომ პანდემიის მართვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო. მდგომარეობა რთულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ამას აქვს თავისი წინაპირობა და მიზეზები, კერძოდ ის, რომ ყველა რეგულაცია მოხსნილია. აქტიური საკურორტო-ტურისტული სეზონია. მობილობა დიდია, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებსაც არ ასრულებს კარგად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 22:00

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.

რატი იონათამიშვილი

31 ივლისი 2021, 21:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო

„თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო. 2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგილე თოთო კახიძის „უსაფრთხო“ საქართველოში, წელიწადში საშუალოდ 565 ადამიანს (დღევანდელზე ორჯერ მეტს) კლავდნენ განზრახ, ქართველსა და უცხოელს, მათ შორის, კლავდა ხელისუფლება. უბრალოდ, მაშინ ოპოზიცია არ აწყობდა ფლეშმობებს თითოეულ გარდაცვლილზე. ბინძური სვავები!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დამტკიცებამდე მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა მოეწყობა

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა და მიღება საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპისა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მათ უკვე ინიცირებული აქვთ შესაბამისი კანონპროექტი, რომლის სამივე მოსმენით მიღებამდე, საყოველთაო განხილვა მოეწყობა.

ფოთის ცენტრალური პარკი

31 ივლისი 2021, 21:45

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები. პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, ფოთის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს.

31 ივლისი 2021, 21:43

მსოფლიო

ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ინდოეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ ხელმძღვანელი მუჰამედ ისმაილ ალვი, რომელიც 2019 წელს ქაშმირის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ქალაქ სრინაგარში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა

„ჩვენი სურვილია, სულ მცირე, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა. ამ ოპტიმისტური პროგნოზისთვის ყველანაირი საფუძველი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მერის არჩევნების მოგება შეგვიძლია და უმრავლესობა ყველა მუნიციპალურ საკრებულოებში დავაკომპლექტოთ. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს, თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს. თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შანაი ბრუკი

31 ივლისი 2021, 21:07

სამართალი

შსს 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა

შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო დასრულება ან რადიკალურად შემცირება მაინც. პოლარიზაციას ორი მხარე, ორი პოლუსი, ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი განწირული იყო იმისთვის, რომ ვერ მიაღწევდა მიზანს. ასეთ დროს ჩვენ სხვა გზა არ გვრჩებოდა, უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეალურად გიორგი გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს

რეალურად გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა, შეუძლია თუ არა გახარიას თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ საარჩევნო ხმები მოიპოვოს. მისი თქმით, გიორგი გახარიას ჰქონდა ერთადერთი დავალება, „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ს როგორმე დაეახლოებინა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აბსოლუტურად კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით, ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი

ყველამ იცის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. ასე ვიქცეოდით ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისასაც. ეს გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე იმ დოკუმენტის დაცვით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი, როგორც მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ყვითელი ლენტი

31 ივლისი 2021, 20:09

სამართალი

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანაი ბრუკს ეძებენ. ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა.