21 ივნისი 2021, 16:32 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ინფიცირების მეტი შემთხვევა უფრო დააზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე - დაწესებული შეზღუდვები.

„თუ მილიონი კაცი გახდებოდა ავად, ისინი უფლების მიცემის პირობებშიც ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს და გაღარიბდებოდნენ. ის, რომ ჩვენ უფრო გვიჭირს, ვიდრე - ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს, ასე იყო კოვიდამდეც და პროპორციულად, ასე იქნება კოვიდის შემდეგაც. მაგალითად, ერთნაირი სტიქიური უბედურებაც რომ მოხდეს ჩვენთან და გერმანიაში, რა თქმა უნდა, ისინი უკეთ გადაიტანენ ამას. ჩვენ რომ შეზღუდვები, განსაკუთრებით - პირბადის ტარების ვალდებულება არ შემოგვეღო, გვეყოლებოდა ბევრად მეტი ავადმყოფი, აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილებზე. ჩვენთან უკვე დაიწყო ეკონომიკური ზრდა და გვაქვს პერსპექტივა. მეტი შემთხვევა უფრო ჩამოშლიდა ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე - დაწესებული შეზღუდვები“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 13:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს საქართველოში, ჩანგ დაესოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოსა და კორეას შორის 30-წლიანი ურთიერთობის იუბილესთან დაკავშირებით, 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრეს და კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ეს კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული და არასდროს არ ასახავს იმ სურათს, რა რეალობასაც ამომრჩეველი აძლევს ხმას

ჩვენ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ რეალობას, რომლის შემოსაღებად მსგავს კვლევებს უნდა და ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ განსხვავებულ სურათს ამ კვლევების, ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ იქნება იგივე, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 13:21

სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 13:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ვაკე- საბურთალოს სერვისცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას განაახლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

03 აგვისტო 2021, 13:11

თავდაცვა

სამხედრო პოლიციის წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მიმდინარეობს

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 13:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე IRI-ს კვლევაზე: დასტურდება ჩვენ მიერ არაერთგზის ნათქვამი - გახარია, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ პროექტია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მორაობის“ პროექტია.

ნიკოლოზ გაგუა

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

საქართველოში ორი ავიაკომპანია ბრუნდება. რომელი მიმართულებებით შესრულდება რეისები

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს. ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet-ი და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი - ბათუმი -ვილნიუსისა და ტალინი - ბათუმი - ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

ვიტალი შიშოვი

03 აგვისტო 2021, 12:51

მსოფლიო

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2021, 12:50

COVID19

თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია - მინდა, ყველას მივმართო და პირბადის ტარებისკენ მოვუწოდო

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 12:48

COVID19

პაატა იმნაძე: „ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება

ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაზე და არ გამოცხადდა. „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 12:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6 თვით უხელმძღვანელებს. ახალ ხელძღვანელს ადგილზე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, გიორგი შარაბიძე დახვდა და სამუშაო გარემო გააცნო.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2021, 12:42

კულტურა

თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას უნდა გავიტანოთ - ძეგლის აღდგენის შემდეგ, ექსპონატები შენობაში დაბრუნდება

„სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ“.

ივანე ჩხაიძე

03 აგვისტო 2021, 12:41

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, თუმცა ეს რესურსი უსასრულო არ არის

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძის განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 5, 8%-ია აცრილი.

ფოტო: „ნაციონალური მოძრაობა“

03 აგვისტო 2021, 12:24

პოლიტიკა

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

აზერ სულეიმანოვმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 12:23

COVID19

პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ

მისივე თქმით, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი და ეს არის ვაქცინაცია. „აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი. ესაა 0.3% ორჯერადად აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.