www.imedi.ge /  24 ივნისი 2021, 10:47 / სანდო წყარო

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,15%-ია

23 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,15%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2,43%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,45%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5 228 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2021, 14:21

საზოგადოება

თეა წულუკიანმა საზოგადოებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

მუსტაფა შენთოფი

28 ივლისი 2021, 14:07

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტის სპიკერი: აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს.

28 ივლისი 2021, 14:02

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ზაზა თაბაგარი

28 ივლისი 2021, 13:34

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელთა გეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.

28 ივლისი 2021, 13:29

კულტურა

აშშ-ის ხელისუფლებამ Wu-Tang Clan-ის ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა

აშშ-ის ხელისუფლებამ რეპ ჯგუფის Wu-Tang Clan-ის ალბომ Once Upon a Time in Shaolin-ის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

სპექტროფოტომეტრი

28 ივლისი 2021, 13:28

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა. აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.

28 ივლისი 2021, 13:05

მსოფლიო

ბრიტანელი ქალი, რომელსაც კოვიდინფიცირების ეშინოდა და სახლიდან 9 თვის განმავლობაში არ გადიოდა, ქუჩაში გასვლის პირველივე დღეს მანქანამ გაიტანა

ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისი 2021, 13:00

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჩაერთო

ინსპექციის თანამშრომელთა ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ბათუმის მერის მოადგილემ თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ივლისი 2021, 12:59

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქიც სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:56

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

"სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა.ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ.ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება. სამუშაოებს, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს.აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდება, ხოლო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება",- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:49

საზოგადოება

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა

„პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება. სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში 240 ხე დაირგვება, ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.

გარე განათება

28 ივლისი 2021, 12:43

საზოგადოება

კახა კალაძე: გარე განათების პროექტი ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის და არა ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსდება

„იმის მიუხედავად, რომ გარე განათების პროექტზე დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ თავის დროზე და დოკუმენტაციაშიც დეტალურადაა ასახული, რა პროექტი უნდა განხორციელდეს და რა არის ამ პროექტის დაფინანსების წყარო, მედიასაშუალებებში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მაინც არის მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, თითქოს, მერია გარე განათების პროექტის დაფინანსებას 90 მილიონი ლარით ბიუჯეტიდან აპირებს“, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

28 ივლისი 2021, 12:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, რა თემაზე იქნება ბრიფინგი.

28 ივლისი 2021, 12:39

COVID19

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 3 177 შემთხვევა დადასტურდა.

28 ივლისი 2021, 12:30

ეკონომიკა

საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო

"ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ", განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:26

საზოგადოება

კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება დაუშვებელი გახდება

საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. 28 ივლისამდე თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებით და სპეციალური რეჟიმებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში მასობრივი ვაქცინაციაა

„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, ჟურნალისტები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო და ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში ეს არის მასობრივი ვაქცინაცია. შესაბამისად, სახემწიფო მზად არის, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველა უნდა ავიცრათ, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კალაძემ.

28 ივლისი 2021, 12:22

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება

„ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დაუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში, წინსვლასა და მოწესრიგებაში და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ, როგორც გითხარით, ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული“, - განაცხადა კალაძემ.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 12:10

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით და მახსოვს თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა, მიმდინარე წლის მარტში, განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და კიდევ უფრო ეფექტურად გააღრმაოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნა წულუკიანმა.