26 ივნისი 2021, 12:28 / სანდო წყარო

აჭარაში კარანტინების პროექტის მონაწილე სასტუმროები დააჯილდოვეს

აჭარაში, კარანტინების პროექტში ჩართულ სასტუმროებს პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმში გამართა, 60 სასტუმროს წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

ცერემონიის დაწყებამდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ კარანტინების პროექტის მოკლე ანგარიში წარმოადგინა, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციასა და პანდემიის მართვაში საკარანტინო სივრცეების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართული სასტუმროების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა და მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენთან ერთად, ჩართული იყო უხილავ მტერთან ბრძოლაში. აჭარაში კარანტინების პროექტში 60 სასტუმრო, 3000-ზე მეტი ნომრით იყო მობილიზებული, სადაც გასულ წელს 70,000-მდე მოქალაქეს ვუმასპინძლეთ. გარდა მადლობისა, მინდა მოვუწოდო, როგორც კარანტინების პროექტის მონაწილე, ისე ზოგადად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს წელსაც, ყველა სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით გააგრძელონ ტურისტების მასპინძლობა, რათა უსაფრთხოდ შევძლოთ ტურისტული სეზონის ჩატარება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ღონისძიებაზე პროექტში ჩართული სასტუმროების წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აჭარის მთავრობის წევრებმა და საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გადასცეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახლაც აგრძელებს აჭარის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვას. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული სტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფუნქციონირებს მხოლოდ ორი კოვიდ სასტუმრო და ერთი საზღვრის კვეთის სტანდარტული საკარანტინო ზონა. 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე, ჯამში, კოვიდ სასტუმროების მომსახურებით 3 145 მოქალაქემ, ხოლო სტანდარტული კანარტინის მომსახურებით 912- მა მოქალაქემ ისარგებლა.

ყველა სიახლე

ტოივო კლაარი

05 ოქტომბერი 2022, 18:34

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო“, - აღნიშნა კლაარმა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:29

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: 2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალსაც გაეზრდება.

ვლადიმირ პუტინი

05 ოქტომბერი 2022, 18:29

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 18:27

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა

ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს მეგობრებს და პარტნიორებს შორის, მათზე კი ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - თუ ელოდებიან მმართველ გუნდში, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამს.

05 ოქტომბერი 2022, 18:15

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად

„მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო [კელი დეგნანს], მაგრამ ამის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას. ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში და რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

05 ოქტომბერი 2022, 18:14

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან და ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები

ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქვეყანაში შემოვიდეს მეტი საერთაშორისო ძლიერი ავიაკომპანია და გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები. დღეს აჯობებს, არ გავასწროთ მოვლენებს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:10

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: ვიწყებთ 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას

პრემიერის მიერ ინიცირებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, - ამის შეახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:07

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: განათლება და მეცნიერება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის - 2012 წლიდან დღემდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონი ლარიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა

განათლება და მეცნიერება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. 2012 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2023 წელს, თითქმის 300 მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი და ეს თანხები პროპორციულად იქნება გადანაწილებული სხვადასხვა აქტივობებზე, განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სკოლამდელ საფეხურზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 18:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ჩვენ გვგონია, რომ ეს საკითხები კულუარებში უნდა წყდებოდეს და იქვე უნდა მთავრდებოდეს, „ხალხის ძალის წარმომადგენლებს ასე არ ჰგონიათ - ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი

ქალბატონ ელჩს რომ ყოველგვარი დაბნეულობა გავუფანტოთ, კიდევ ერთხელ მარტივად ავხსნი. „ქართული ოცნება“ არ მიიჩნევს საჭიროდ გარკვეულ კულუარულ საკითხებზე საჯარო მსჯელობას, მითუმეტეს საჯაროდ გამოტანას და კამათს ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 17:59

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: პირადად ჩემი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ არის აქტუალური საქართველოსთვის

„ჩემი აზრით, ეს კანონი თავის დროზე რეკომენდაციად უკრაინის პრობლემატიკიდან გამომდინარე იყო ჩაწერილი, მაგრამ რახან ჩვენზეც გავრცელდა ეს რეკომენდაცია, კი ბატონო, თანახმა ვართ და ვიღებთ [კანონს]. ერთადერთი პრეცედენტი დედამიწაზე, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უკრაინაა. ეს კანონი რომ მოსწონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმიტომ შემოგვთავაზეს სხვა ქვეყნებსაც, რომ გაგვეზიარებინა. ამიტომ ვიღებთ უკრაინის კანონს. ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ ბაზად, საფუძვლად მას ვიღებთ, რადგან სხვა არ არსებობს და ამ ბაზაზე დაფუძნებით ვმუშაობთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

05 ოქტომბერი 2022, 17:57

სამართალი

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით, თსუ-ს ბუღალტერი და მასთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ კელი დეგნანს, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მკაფიო უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

ვიქტორ ყიფიანი

05 ოქტომბერი 2022, 17:33

სამართალი

ვიქტორ ყიფიანი: სინგაპურში მოსმენებმა ჩაიარა მეტად წარმატებულად. ეს წარმატება განაპირობა არა მხოლოდ იურიდიული გუნდის მუშაობამ, არამედ მთავარი მოწმის - ბატონი ივანიშვილის ძალიან დამაჯერებელმა გამოსვლამ

„ასევე ამ განცხადებაში მივაქციეთ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე უცნაურ გარემოებას. განცხადებაში საუბარი არის, რომ თვითონ „კრედიტ სუისის“ წარმომადგენლებმა ძალიან მაღალ დონეზე აღიარეს მათი სიტუაციის აბსურდულობა და გარკვეულწილად გამოუვალი ვითარებაც კი, რომელშიც ბანკი მოექცა. არაფორმალურ საუბრებში იყო გარკვეული შეთავაზება, რომ ეს საკითხი სასამართლოს მიღმა მოგვარებულიყო, თუნდაც მოლაპარაკების გზით. მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ეს სურვილი განელდა და ახლა რაიმე აქტიური კომუნიკაცია ამ მხრივ არ წარმოებს. ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სწორედ სინგაპურის პროცესს წარმატებული მსვლელობა არის იმის შედეგი, რომ გარკვეული თანხები, რომელიც ბლოკირებული იყო ბატონი ივანიშვილის ანგარიშზე, მოძრაობაში მოვიდა. აღვნიშნეთ ისიც, რომ ეს თანხები განეკუთვნება სინგაპურის იურისდიქციაში დაფუძნებულ ტრასტს და, შესაბამისად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თანხები, რომლებიც სინგაპურის მიღმა იმყოფება, ჯერჯერობით ბლოკირებული და ბატონი ივანიშვილს ამ თანხებზე წვდომა არ აქვს. საერთაშორისო მედია დაწვრილებით აშუქებდა და დღესაც აშუქებს ამ საკითხს. საკითხი არის რეზონანსული არა მარტო საბანკო დატვირთვით, არამედ სამართლებრივი დატვირთვით“, - აცხადებს ყიფიანი.

ზაალ გოროზია

05 ოქტომბერი 2022, 17:28

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ნაცმოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია დაკავებულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

თამარ არჩუაძე

05 ოქტომბერი 2022, 17:26

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას

,,ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

05 ოქტომბერი 2022, 17:23

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა - პროცესს თავად ჩოგბურთელი და ნელი დოროყაშვილი ესწრებიან

თითქმის ორი წლის შემდეგ დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა. მოსამართლის შეკითხვებს, ბრალდებულის დედამ, ნატო ნაჭყებიამ და ძმამ, თენგიზ ბასილაშვილმა უნდა უპასუხონ. რა შეფასებები კეთდება, მხარეთა მიერ