imedi /  07 ივლისი 2021, 15:48 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: თამარ ჟამურაშვილის დემაგოგია და პოპულიზმი საფრთხეს უქმნის საყოველთაო ვაქცინაციას საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ქალბატონმა თამარ ჟამურაშვილმა, რომელიც გერმანიაში საქმიანობს და ბოლო პერიოდში თითქოს ცდილობდა საქართველოს COVID სიტუაციასთან დაკავშირებით კორექტული ყოფილიყო, რასაც ყველა მიესალმა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 4 ივლისს თამარ ჟამურაშვილმა გამოაქვეყნა უაღრესად ტენდენციური და არაკორექტული პოსტი ჩვენს COVID ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინტერვიუზე.

„მან გამოიყენა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, სადაც მე „ფაიზერის“ ვაქცინას „მერსედესის“ ბოლო მოდელს ვადარებ და მონათლა ეს შედარებად, რომელიც „ყოველგვარ ზღვარს სცდება“ და „სრულიად ქართველი ერის შეურაცხყოფად“?! მეტი დამაჯერებლობისთვის მან დაამატა, რომ ჩვენ ქართველ ერს „ამპარტავანი“ ვუწოდეთ და „ქედმაღლურად დავცინეთ“, რაც სრული სიცრუეა, ჩვენს ინტერვიუში მსგავსი არაფერი გვითქვამს, რისი გადამოწმებაც ადვილია.

წმინდა წყლის დემაგოგია და იაფფასიანი პოპულიზმია და თან სულაც არ არის უწყინარი და აი, რატომ:

ქალბატონმა თამარმა შეგნებულად დააიგნორა მთავარი, რაც მე ჩემს ინტერვიუში ვთქვი, კერძოდ, სიტყვა-სიტყვით „– ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო. ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს თუ გვექნება არჩევანის საშუალება ვთქვათ, იგივე ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“. აი, რა ვთქვი მე ჩემს ინტერვიუში სინამდვილეში და მის სისწორეზე მზად ვარ ხელი რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვაწერო. რა არის ამაში ზღვარსგადასული და სრულიად ქართველი ერის შეურაცხმყოფელი, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე იქცევა.

ქალბატონი თამარი დემაგოგიურად და პოპულისტურად საუბრობს იმაზე, რომ ხარისხიანი ვაქცინა (ფაიზერი) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვალდებული იყო მხოლოდ ის შემოეტანა. ხარისხიანი ვაქცინა რომ კარგია, ამას „შარიტეს“ კლინიკის ექიმობა არ სჭირდება და ნებისმიერმა იცის და მერწმუნეთ ჩვენ ქალბატონ თამარზე გაცილებით მეტად გვემეტება ქართველებისთვის ყველაფერი საუკეთესო, მათ შორის ყველაზე უკეთესი ვაქცინაც, მაგრამ უნდა ვიყოთ პრაგმატულები და გამოვიდეთ იქედან, თუ დღევანდელ რეალობაში კონკრეტულად რა იქნება მოსახლეობისთვის შესაძლებელი და უკეთესი.

ფაიზერის“ ვაქცინა კარგია, მაგრამ კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რომ ყველას ეყოს. უხეში გათვლებით „ფაიზერის“ ამჟამინდელი მსოფლიო მარაგი ყოველი 6-7 მსურველისგან მხოლოდ ერთისთვის არის საკმარისი და როგორ უნდა უზრუნველყოს ასეთ პირობებში საქართველომ ყველა მოქალაქისთვის საკმარისი რაოდენობის „ფაიზერის“ ვაქცინის მიწოდება. საქმე ფასში არ არის. საქართველოს მხარე მზად არის თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი. პრობლემა მსოფლიო ბაზარზე ამ ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობაა. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, შესაძლოა ამერიკის და ისრაელის გარდა, რომელსაც იმდენი „ფაიზერის“ ვაქცინა ექნებოდა, რამდენსაც ისურვებდა. საქართველო შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ქვეყანაში აქამდეც შემოდიოდა და წლის ბოლომდე გარანტირებულად შემოვა სხვადასხვა წარმოების ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი, ნოვოვაქსი და სხვ.) სულ ცოტა 4 მილიონი დოზა, რაც სავსებით საკმარისია მოსახლეობის სულ ცოტა 65%-ის ასაცრელად. მაგრამ ამ 4 მილიონიდან „ფაიზერი“ სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ან 1.5 მილიონი დოზა იქნება (500-750 ათასი პირისთვის), რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ყველას მაინც ვერ ეყოფა. ასეა ყველა ქვეყანაში. მხოლოდ იქ, ჩვენგან განსხვავებით ამისგან ტრაგედიას არ ქმნიან.

სწორედ ამიტომ თვით ქ-ნმა მერკელმა და თითქმის ყველა ევროპულმა ლიდერმა დემონსტრაციულად აიცრა ასტრაზენეკათი (და არა ფაიზერით). თურქეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის და კიდევ ბევრი სხვა გავლენიანი ქვეყნის ლიდერებმა ასევე დემონსტრაციულად აიცრეს ტელევიზიის ღია ეთერში ჩინური ვაქცინით და ამით, ქალბატონ თამარისგან განსხვავებით, თავის მოსახლეობას უთხრეს, რომ ყველა ვაქცინა თავისებურად კარგია და უნდა ავიცრათ იმითი, რაც გვაქვს და არ ჩავიციკლოთ რაღაც ყველაზე უკეთესზე. მით უმეტეს, რომ ჯერ ბოლომდე დადგენილი არც არის, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უკეთესი. ასე მაგალითად, COVID-19 იშვიათად, მაგრამ ორჯერ ვაქცინირებულ პირებსაც ემართებათ, მათ შორის „ფაიზერით“ ორჯერ ვაქცინირებულებსაც. მთავარი ის არის, რომ ყველა ვაქცინა საიმედოდ იცავს დაავადების სასიკვდილო და კრიტიკულად მძიმე ფორმებისგან.

ქალბატონი თამარის დემაგოგიური და პოპულისტური გამონათქვამები იმიტომ არის სახიფათო და საზიანო მოსახლეობისთვის, რომ მათი გავლენით მოსახლეობის ნაწილმა შესაძლოა უარი თქვას სხვა ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი და სხვ.) და ყველა დაელოდოს მაინცდამაინც „ფაიზერს“, რაც ძალიან შეუშლის ხელს ქვეყანაში მასობრივ ვაქცინაციას და შესაბამისად პანდემიის დაძლევას.

თავის დროზე დეკემბერ-იანვარში სწორედ ქალბატონი თამარის ნაირი ადამიანების გავლენით საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ უკვე თქვა კატეგორიული უარი ჩინური და სხვა ვაქცინების („ფაიზერის“ გარდა) შემოტანაზე და ამით საქართველო მხოლოდ დაზარალდა. რომ არა ეს ფაქტი, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, რასაც სხვა ქვეყნების მაგალითი ადასტურებს. ბრიტანეთმა მკვეთრად შეამცირა სიკვდილობა ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ხოლო თურქეთმა, უნგრეთმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და აზერბაიჯანმა - ჩინური ვაქცინით. საქართველომ კი ზოგიერთ ვაი ექსპერტის პოზიციის გამო, ეს შანსი არ გამოიყენა და დააგვიანა.

და ბოლოს. თუ ქალბატონ თამარს მართლა ჰგონია, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა გული საქართველოს მოსახლეობაზე, ან ჩვენზე მეტი აქვს მისთვის გაკეთებული, ან ჩვენზე მეტი კომპეტენცია აქვს COVID-ის მართვაში, ვთავაზობთ მას შევხვდეთ ერთმანეთს დებატებში ნებისმიერი ფორმატით (სატელევიზიო, ავადმყოფის საწოლთან და სხვ.) და ვნახოთ ვინ ვინ არის“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

მოსიარულე მკვდრები

26 ივლისი 2021, 00:51

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ბოლო სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ამასთან, ცნობილი შოუს ორი სპინ-ოფის „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრებისა“ და „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ახალი სეზონების გამოსვლის თარიღები. „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ეკრანებზე 3, „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“ კი 17 ოქტომბერს დაბრუნდება.

იუპიტერი და ევროპა

26 ივლისი 2021, 00:44

ტექნოლოგიები

NASA და SpaceX-ი სიცოცხლის ნიშნების პოვნას იუპიტერის თანამგზავრზე შეეცდებიან🪐

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. მთვარის ყინულოვანი გარსის სავარაუდო სისქე 100 კილომეტრია, მის ქვეშ კი თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა პრიმიტიული მიკროორგანიზმები ბინადრობენ.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ასეთი მიუღებელი ქმედება ადამიანურად გულდასაწყვეტი და დასანანი ნამდვილად იყო

გულდასაწყვეტი და დასანანი ეს ნამდვილად იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ გიორგი გახარიას ქმედებაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას ნანობენ თუ არა გუნდში, კობახიძემ განაცხადა, რომ რაც ბოლო პერიოდში გახარიამ გააკეთა, ადამიანურად ეს ყველაფერი საწყენი იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:20

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, მისი ეს განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა ტოვებდეს.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში და უფასოდ ვურიგებ სტუდენტებს

„ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და მაქსიმალურად გავუზიარო ცოდნა სტუდენტებს და ამისთვის არ დავიზარე და სახელმძღვანელოც მოვამზადე. 2019 წელს მქონდა რაღაც თავისუფალი პერიოდი ზაფხულში, მას შემდეგ რაც გადავდექი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. 2 თვე მქონდა და მოვახერხე და დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში. რეალურად დღეს ეს არის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციას ზედმიწევნით განმარტავს. ვცდილობ ეს სახელმძღვანელოებიც მივაწოდო სტუდენტებს, უფასოდ ვარიგებ სტუდენტებისთვის ამ სახელმძღვანელოს. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ყველა თვალსაზრისით უნივერსიტეტში“, - განმარტავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული

ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო შეცდომა. ეს ცალსახად პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან 20 ივნისის წინმსწრები მოვლენები გაიხსენა. კერძოდ, კობახიძე ასამბლეის ღონისძიების წინა საორგანიზაციო დეტალებს შეეხო. აღნიშნა, რომ ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად დაწერა და იგი რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტი იყო.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის

„მინდა საბოლოო ჯამში ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, მათ შორის გარე საფრთხეები იგულისხმება, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ცივილიზებული გარემო, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის. ეს არის ის, რაც ალბათ ყველას გვსურს და ასეთი წარმომიდგენია საქართველო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:46

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას

„ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე არ მიყვარს, თორემ ბევრს უხდება. ძალიან მარტივი საკითხია, თუმცა ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე“, - განმარტა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა

„ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი კრიტიკული მომენტი, თუმცა ერთიანობითა და გუნდში მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით სირთულეების დაძლევას

„ეს არის ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, უამრავი სირთულე გამოიარა. იყო არაერთი კრიტიკული, ძალიან მძიმე მომენტი, თუმცა ზუსტად ამ ერთიანობითა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით საბოლოო ჯამში წინ წასვლასა და სირთულეების დაძლევას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა

ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა, თუ რა როლი უწირავს დედას მის ცხოვრებაში. „აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:05

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ საყვარელი ჯგუფები დაასახელა და თავისი ანსამბლის შესახებ ისაუბრა

„სახელამდეც კი არ მივიდა საქმე, უბრალოდ ვუკრავდით. სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე, სადაც ვცხოვრობდით, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჩემი მეზობლები იყვნენ და ერთად მოვაწყვეთ სარდაფი და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით ხოლმე. ეს დაახლოებით წელი-წელიწადნახევარი გაგრძელდა. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო, გვართობდა ეს ყველაფერი. სიამოვნებას ვიღებდით ამ ყველაფრისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო

„პრინციპში, ვახერხებ, რომ ბავშვებთან მქონდეს საკმარისი ურთიერთობა, ეს არის პრიორიტეტი. რაღაც წლებს ვერ დააბრუნებ. ბავშვი როცა არის 6 წლის არის განსხვავებული, განსხვავებულია 7 წლის. იმ წლებს ვერ დააბრუნებ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე ემოციას, რომელიც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძესთან ტანდემში ვუძღვებოდით პარტიის განვითარების პროცესს. მასთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და საინტერესო

„მე ვიყავი ჩართული 2012 წელს პროცესებში, ოღონდ მაშინ ვიყავი ერთ-ერთი კონსულტანტივით, როდესაც საარჩევნო პროგრამა იწერებოდა. მახსოვს, მაშინ პრეზენტაცია გავაკეთე და ბატონი ბიძინაც ესწრებოდა იმ ღონისძიებას და მაშინ მახსოვს, რომ ჩემი CV მოითხოვა, დაიტოვა. იმის მერე დიდი დრო გავიდა. 2014 წლის ბოლომდე არანაირი შეხება აღარ მქონია და ამის შემდეგ მივიღე წინადადება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით“, - იხსენებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბევრად გახსნილი ვარ პირად ურთიერთობებში, საჯარო სივრცეში გახსნა არ მიყვარს

„სიცილი არ მიყვარს საჯაროდ, მაგრამ პირად ურთიერთობებში პირიქით. ერთ-ერთი, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, არის იუმორი, სიცილი და ასეთ გარემოში მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა წერეთლი

25 ივლისი 2021, 22:30

COVID19

ექსპერტი ზაზა წერეთლი: ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ „დელტა შტამს“, გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით, რა!

ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ „დელტა ვირუსს“, გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით, რა!, - ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მან საქართველოში არსებული კოვიდსიტუაცია შეაფასა. „დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს. ანუ, არა მარტო აცრილები, არამედ პლუს ის, ვინც კოვიდი გადაიტანა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ივლისი 2021, 22:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ

„ამ ეტაპისთვის, ოჯახის ექიმები დაახლოებით 20 ათას მოქალაქეს მართავენ ბინაზე. მობილიზებული არის სრული რესურსი, რომელიც შარშან მეორე ტალღის პერიოდში მართავდა პაციენტებს ბინაზე. აქედან გამომდინარე, მათი კომპეტენცია შესაფერისი არის. 30%-ით არის გაზრდილი სასწრაფოს გამოძახებები, რაც რა თქმა უნდა პროცესს დროში აფერხებს, თუმცა სასწრაფო რეაგირებს პირველ რიგში პრიორიტეტულ და მწვავე ზარებზე. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, დღეს დღეობით ტურიზმი არის სრულად გახსნილი, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო სასტუმროების რესურსის დროული მობილიზაცია ვერ მოხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეული რესურსი მობილიზებულია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული“, - განაცხადა მინისტრმა.

არჩილ თალაკვაძე

25 ივლისი 2021, 22:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობაზე“: გასული არიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის

გასული არიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა. მან კომენტარი იმ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ოპოზიციური პარტია დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ უერთდება.

ლელო

25 ივლისი 2021, 21:54

პოლიტიკა

როგორ აფასებენ პოლიტიკოსების „ლელოს“ ინიციატივას ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ

„იმედის კვირა“ დეპუტატებს „ლელოს“ ინიციატივის შესახებ გაესაუბრა, რომელიც მოქმედი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და ალტერნატიული მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამასთან, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გუნდში წინასწარ განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალოვანი უწყებების მინისტრების პორტფელებს ვერ მიიღებენ.

თბილისი

25 ივლისი 2021, 21:40

საზოგადოება

რას ფიქრობენ თბილისელები კახა კალაძის მერობაზე

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი თბილისის ქუჩებში გავიდა და მოქალაქეებს კახა კალაძის მერობის შეფასება სთხოვა. რას ამბობს დედაქალაქის მოსახლეობა და ანდობენ თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მერობას მეორედ ნახეთ სიუჟეტში.