imedi /  19 ივლისი 2021, 23:14 / სანდო წყარო

საფრანგეთის მთავრობა: ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო

გაბრიელ ატალი

გაბრიელ ატალი

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო.

„ჩვენ ვირუსის მეოთხე ტალღის ეტაპზე ვართ. ვხედავთ უფრო სწრაფ ტალღას. ეს ტალღა ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს. ახლა შემთხვევების მაჩვენებელმა 86-ს მიაღწია, რაც ერთ კვირაში თითქმის 125%-იან ზრდას შეადგენს“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გაბრიელ ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთში ამ ტიპის ზრდა პანდემიის დაწყებიდან არ დაფიქსირებულა.

„ერთ კვირაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ 10 000 დადებითი შემთხვევის დღიური ბარიერი გადავლახეთ. ეს ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება“, - განაცხადა მან.

ე.წ. ინდური შტამის გავრცელების ფონზე, საფრანგეთში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 5.87 მილიონი შემთხვევა დადასტურდა.

ყველა სიახლე

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

02 აგვისტო 2021, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 20:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 35 007 771 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 613 231 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 აგვისტო 2021, 20:05

პოლიტიკა

პარლამენტში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის პლატფორმა შეიქმნება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება. პარტიათაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

02 აგვისტო 2021, 19:58

პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

დღევანდელი 2 აგვისტოს პლენარული სხდომით დასრულდა 28 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

02 აგვისტო 2021, 19:55

პოლიტიკა

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

02 აგვისტო 2021, 19:52

საზოგადოება

მტკვარში, გალაკტიონის ხიდთან, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

02 აგვისტო 2021, 19:48

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი კიმ იო ჩჟონი

02 აგვისტო 2021, 19:45

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის და: თუ სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, ეს ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩჟონმა განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, ეს ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას.

02 აგვისტო 2021, 19:42

COVID19

კოვიდ 19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დარღვევის გამო, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იზოლაციის ანდა კარანტინის წესის დარღვევის, პირბადის ტარების წესის დარღვევის და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

დავით ზალკალიანი

02 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება არის ღია განაცხადი, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ტრანსფორმაციაა

მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუციის მიღებას. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო მშვიდობას, უსაფრთხოებას, მდგრად მშვიდობიან განვითარებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, ქმედით მხარდაჭერას უპირისპირებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სარჯველაძე

02 აგვისტო 2021, 19:31

ეკონომიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

„ნამდვილად დიდი საქმეა, დავასრულეთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე წლების მუშაობა, რომელიც საბოლოოდ კანონად იქცა. მადლობა მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა იურიდიულ კომიტეტს და თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონის შემუშავებაში წლების განმავლობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კანონპროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

02 აგვისტო 2021, 19:27

პოლიტიკა

პარლამენტმა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ სპეციალური რეზოლუცია მიიღო

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც პარტიული ინტერესები გვერდზე გადადის და ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესები ხდება მთავარი.

დმიტრო კულება

02 აგვისტო 2021, 19:16

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ წაწევა უნდა იყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა განსაზღვრონ.

02 აგვისტო 2021, 18:54

საზოგადოება

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების იდენტიფიცირება სპეციალური ლოგოთი იქნება შესაძლებელი

სვანური კოშკი, ქვევრი, ყურძნის მტევანი, ოქროს საწმისი - ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების ლოგოს ელემენტებია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, ლოგოზე იმუშავა სარეკლამო კომპანია abk communication-მა, რომლისთვისაც ინსპირაცია ხევსურეთის სოფელ კისტანის აბულეთაურთ ციხე-კოშკის ჩრდილოეთ სარკმელის ქვედა ქვა გახდა.

მაია ბითაძე

02 აგვისტო 2021, 18:52

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ტყის კოდექსში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე თერთმეტ საკანონმდებლო აქტში შესატანი ცვლილებების პროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

02 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 37 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

02 აგვისტო 2021, 18:21

COVID19

კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების მეორე დოზასთან კომბინირება კარგ დაცვას უზრუნველყოფს

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების მეორე დოზასთან კომბინირება კარგ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნულს დანიის შრატის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე; კახა კუჭავა

02 აგვისტო 2021, 18:15

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პატრიარქს ილიაობა მიულოცა

კახა კუჭავამ პატრიარქს ილიაობა მიულოცა. „დღეს არის ილიაობა და მინდა, ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა

02 აგვისტო 2021, 18:09

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ დეპუტატს როგორც მმართველი გუნდიდან ისე ოპოზიციიდან რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

„ძალიან მნიშნელოვანი რეზოლუციაა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ დეპუტატს როგორც მმართველი გუნდიდან ისე ოპოზიციიდან, რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ეს ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც პარტიული ინტერესები გვერდზე გადადის და ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესები ხდება მთავარი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.