24 ივლისი 2021, 08:54 / სანდო წყარო

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 193 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 193 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 193 165 622 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 143 105 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 400 655 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 610 720 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

რიჩარდ ბაკლი 
ტომ ფორდი

21 სექტემბერი 2021, 11:58

კულტურა

დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი გარდაიცვალა

ჟურნალისტი რიჩარდ ბაკლი 72 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ People წერს. ის 1986 წლიდან დიზაინერ ტომ ფორდის პარტნიორი იყო, 2014 წელს კი წყვილმა იქორწინა. ისინი ერთად 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

21 სექტემბერი 2021, 11:55

სპორტი

თეა წულუკიანი ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ მეიფარიანს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

21 სექტემბერი 2021, 11:44

საზოგადოება

მიკროავტობუსების რომელი ახალი მარშრუტები დაემატება 23 სექტემბრიდან თბილისს

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

21 სექტემბერი 2021, 11:43

რეგიონი

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. გზის მესამე ლოტზე მიმდინარეობს კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა, ასევე საგზაო ნიშნების დაყენება და მონიშვნა. ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით მცირდება.

21 სექტემბერი 2021, 11:38

ტაბლოიდი

დემნა გვასალიამ ვიდეოთამაშის გმირები შემოსა

​​​​​​​ბალენსიაგას და ვიდეოთამაშების ამერიკული დეველოპერის, Epic Games-ის წარმატებული პროდუქტის, Fortnite-ის ახალი კოლაბორაციის ფარგლებში, დემნამ ონლაინ ვიდეოთამაშისთვის ვირტუალური ტანისამოსი და აქსესუარები შექმნა.

21 სექტემბერი 2021, 11:38

მსოფლიო

ვულკანის გამო, კანარის კუნძულებზე 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კანარის კუნძულებზე მცხოვრები 80 ათასამდე ადამიანიდან, 6 ათასამდე პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ევაკუაციის გაფართოება ლავის მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა.

21 სექტემბერი 2021, 11:34

რეგიონი

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 %-ი გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 %-იანი თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს, ხოლო 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაა.

21 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

21 სექტემბერი 2021, 11:21

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 11:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა მათი პოლიტიკური ხედვა და პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას.

21 სექტემბერი 2021, 11:17

მსოფლიო

ყველაზე ხანდაზმული გინესის რეკორდსმენი ტყუპი დასახელდა

იაპონელი დები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ტყუპად დასახელდნენ. მათი ასაკი 107 წელი და 300 დღეა. დები 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადნენ. დღეს, ისინი იაპონიის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მათ გინესის რეკორდსმენობა მოკრძალებულად აცნობეს - ოფიციალური სერთიფიკატები გაუგზავნეს.

გიორგი ამილახვარი

21 სექტემბერი 2021, 11:16

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: რადიკალური ოპოზიცია ყოველდღე ცდილობს, წინასაარჩევნო პროცესს ჩირქი მოსცხოს

„ისინი ყოველდღე ცდილობენ, რომ შემოიტანონ დესტრუქცია და ცხადია ისინი (რადიკალური ოპოზიცია) არ ემზადებიან 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან რომ 3 ოქტომბერს დადგან მორიგი სპექტაკლი, რაც 20/20-ის არჩევნებზე სცადეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კრისტიანუ რონალდუ

21 სექტემბერი 2021, 11:07

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ Jornal de Notícias-ი წერს.

21 სექტემბერი 2021, 10:59

საზოგადოება

„ალმა“: სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა

მათი თქმით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმამ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

21 სექტემბერი 2021, 10:58

COVID19

საქართველოში 1 199 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 310 პირი იმყოფება

ამ ეტაპზე საქართველოში 1 199 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 310 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 199 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 452 პაციენტი, აჭარაში - აჭარაში - 132, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

21 სექტემბერი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,21%-ს შეადგენს

20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,21 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7,06 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6,65 %. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი.

21 სექტემბერი 2021, 10:51

პოლიტიკა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „პატრიოთა ალიანსის”ერთადერთმა მაჟორიტარმა პარტია დატოვა და კანდიდატურა მოხსნა

მუმლაძე ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან” ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის ჩახსნის განცხადებით.

ივანე ჩხაიძე

21 სექტემბერი 2021, 10:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: 16-17 წლის მოზარდების ვაქცინაცია უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს

„თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ჯგუფი სულ ახლახან შეირჩა. ეს პროცესი რა თქმა უნდა მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში ოჯახი, რადგან ბავშვის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ჯასტინ ტრიუდო

21 სექტემბერი 2021, 10:48

მსოფლიო

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს

კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია პირველადი მონაცემებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ CBC საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

21 სექტემბერი 2021, 10:43

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 705 თბილისში, 492 იმერეთში, 149 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.