25 ივლისი 2021, 17:01 / სანდო წყარო

კოვიდინფიცირების ზრდის შემთხვევაში, გერმანია აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შტაბის უფროსი, ჰელგე ბრაუნი აცხადებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, შესაძლოა, აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდეს, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

ბრაუნის თქმით, საყოველთაო შეზღუდვების დაწესება სამომავლოდ აღარ იგეგმება, თუმცა, არავაქცინირებულ ადამიანებს, შეიძლება, აეკრძალოთ ისეთ ადგილებში სიარული, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები და სტადიონები.

ვაქცინირებულ ადამიანებს ნამდვილად მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე - არავაქცინირებულებს. მსგავსი პოლიტიკის გატარება კანონიერი იქნება, რადგან სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა ბრაუნმა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ამილახვარი

23 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

23 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:22

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 12:14

მსოფლიო

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავება

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

მარკ მილი ვალერი გერასიმოვი

,

მსოფლიო