imedi /  27 ივლისი 2021, 22:05 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ვახო კალოიანს ჰგონია, რომ თუ იტყვის დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებს, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ვახო კალოიანს ჰგონია, რომ თუ იტყვის დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებს, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს, - ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

„ვახო კალოიანი საოცარი სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და თან ამას აკეთებს არა გულისტკივილით, არამედ სიხარულით და ნიშნის მოგებით. მოკლედ, კოშმარია.

ბატონი კალოიანის მარგალიტები:
„საქართველოში არ იშოვება ტოცილიზუმაბი, მისი შოვნის ყველა მცდელობა იკარგება ბიუროკრატიულ ლაბირინთებში, გახადეთ ტოცილიზუმაბი ხელმისაწვდომი, სირცხვილია“ - ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი. ტოცილიზუმაბი უპრობლემოდ იშოვება. მაგალითად, ის შეუზღუდავად მოიპოვება „პსპ“-ს აფთიაქში - ალ. ყაზბეგის N14, ასევე „ავერსის“ აფთიაქში - აღმაშენებლის N148. ამასთან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ძალისხმევით ტოცილიზუმაბის ფასი პრაქტიკულად განახევრდა. ტოცილიზუმაბი დიდი ხანია ოფიციალურად შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მიუხედავად ძალიან მაღალი ღირებულებისა, მთლიანად ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ და ყველა COVID კლინიკას შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. ასეთი ფუფუნება მსოფლიოს და ევროპის ბევრ ქვეყანას არა აქვს. მაგალითად, ჩვენი კლინიკა ერთ წელზე მეტია სისტემატურად იყენებს ტოცილიზუმაბს და არაერთი ავადმყოფი გადაარჩინა. „ჩაფიძის გულის ცენტრმა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ტოცილიზუმაბით უმკურნალა 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს, მათგან 8 პაციენტი გადარჩა. „ნიუ ვიჟენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უმკურნალა 5 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს და მათგან ორი პაციენტი გადარჩა, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია და ა.შ.

ბატონი კალოიანი ამ ტყუილით 2 კურდღელს იჭერს. ერთი - ქმნის იმიტაციას, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდადაა, ხოლო მეორე - ცდილობს ალიბი გაუკეთოს იმ ექიმებს, რომლებიც სწორედ მისი და მისი თანამოაზრე ექიმების გავლენით დღემდე არ იყენებენ ტოცილიზუმაბს.

ისე, ბატონო ვახო, თქვენ როგორ იღებთ ხმას ტოცილიზუმაბზე, თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? როცა მთელი გასული წლის განმავლობაში თქვენ და თქვენი თანამოაზრე ჰეითერები საშინლად გვაბულინგებდით ტოცილიზუმაბის გამოყენების გამო, ბრალს გვდებდით, რომ ექსპერიმენტებს ვატარებთ ავადმყოფებზე და ა.შ. ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდით?

ასე რომ, სირცხვილი სწორედ თქვენ ბრძანდებით, ბატონო ვახო, ამდენი ტყუილის და სიძულვილის ენის გამო და რამდენად ჰუმანურია ჩვენი სახელმწიფო, რომ თქვენნაირ ადამიანებს მაინც მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში ამყოფებს, ბევრად უფრო კომფორტულში, ვიდრე იმ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად თავს სწირავენ COVID ავადმყოფების გადასარჩენად.

ბატონი კალოიანი - „მასობრივი ტესტირება ვერ გვაქვს“ - კიდევ ერთი დიდი ტყუილი. საქართველოში სადღეისოდ კუმულაციურად შესრულებულია 1 მილიონ მოსახლეზე 1,651,817 COVID ტესტი და ამ მაჩვენებლით ევროპის 49 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე ვართ, ჯუჯა სახელმწიფოების (ფარერები, სან მარინო და სხვ.) გამოკლებით, ხოლო მათი ჩათვლითაც კი მე-14 ადგილზე - ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაზე წინ. ასე რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ.

ბატონი კალოიანი ამბობს, რომ „ჰოსპიტალურ სექტორში პროცესი სტანდარტიზებული არ გვაქვს. გვყავს ათობით გარდაცვლილი პაციენტი“. - ვინ მოგახსენათ? მაშინ როგორ, რის ხარჯზე გვაქვს ევროპის 32 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR- 1.41%, ბოლო 7 დღეში CFR სულაც - 0,83%) და ეს ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად (რომელიც თავისთავად სიკვდილობას მკვეთრად ამცირებს). ჩვენ COVID კლინიკებში დანერგილი გვაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მკურნალობა და მოვლა ინოვაციური მიდგომების ჩათვლით, რომელსაც თქვენ და თქვენი თანამოაზრეები მთელი გასული წელიწად-ხევრის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდით.

თქვენ თვითონ რატომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გააკეთეთ COVID სიტუაციის გასაუმჯობესებლად? პირიქით - თქვენივე კლინიკაშიც კი არაფერი ან ვერაფერი გააკეთეთ (ამას ვინღა გიშლიდათ?) და ამიტომ გაქვთ სიკვდილობის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი - 11%. მაგალითისთვის ჩვენს კლინიკაში ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტების, ვიმეორებ - ჰოსპიტალიზებული და არა ყველა COVID პაციენტის, სიკვდილობა მხოლოდ 1.2%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ასე რომ, კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. ისე, საინტერესოა, რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ თქვენს კლინიკაში COVID სიკვდილობა ასეთ მაღალია?

ბატონი კალოიანი - „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გვაქვს“ - რომელ მედიკამენტებზე ვერ გვაქვს ხელმისაწვდომობა, ბატონო ვახო? საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და სუსტი ჯანდაცვის მიუხედავად ახერხებს წარმატებით მართოს აქტიური COVID პაციენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ისე, რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. გაიხსენეთ, რომ შვედეთი - მსოფლიოს ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იძულებული იყო მოეხდინა პაციენტების პრიორიტიზება (რაც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა) და ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებოდა პაციენტებს, რომელთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა, ხოლო ლოს ანჯელესში, ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში COVID ავადმყოფები სასწრაფოებში ატარებდნენ 8-12 საათს (საწოლების დეფიციტის გამო), ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო კი იძულებული იყვნენ ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ COVID ავადმყოფებისათვის, რომელთა ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე ნაკლები იყო. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი თქვათ?

ბატონი კალოიანი - „COVID ვაქცინაცია მოქალაქეების სურვილის მიუხედავად ვერ გვაქვს“ - საქართველოში COVID ვაქცინაციამ ნამდვილად დაიგვიანა, მაგრამ როცა აწმყო დროში ლაპარაკობთ, ეს ტყუილია, დიდი ტყუილი. საქართველოში სადღეისოდ შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს ოთხი სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო ვაქცინა, მათ შორის მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ დაჟინებით მოთხოვნილი „ფაიზერი“, ხოლო ვაქცინაციის სერვისის მიწოდების ქსელი თავისუფლად უზრუნველყოფს დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაციას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეისთვის ჩატარებულია 400 ათასზე მეტი ვაქცინაცია და გარდა პირველი დღის ფატალური შემთხვევისა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი წარმატებით მართავდა ყველა გართულებას და გვერდით მოვლენას, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს.

აი, ეს არის ვახო კალოიანის ნამდვილი სახე. როგორც ჩანს, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს მაინც კარგად იცის და სწორედ ამიტომ, როდესაც მან თავის მშობლიურ მხარეში, აჭარაში კენჭი იყარა მაჟორიტარად, მიიღო ხმების მხოლოდ 3%. ახლა, ალბათ ამასაც ვერ მიიღებს და ასეთი კაცი ქვეყნის მოძულე ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდის და საზოგადოებას წამლავს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიას მთავარი ტყუილი ვნახეთ 18 თებერვალს, როდესაც მთელი საპარლამენტო უმრავლესობა „გადააგდო“

„შეხვედრაზე, გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდა, რომ მხარი დაეჭირათ იმუნიტეტის მოხსნისთვის, ამისათვის მან მოთხოვნის საფუძველზე პირობა მისცა 90 დეპუტატს, რომ თუ იმუნიტეტი მოიხსნებოდა (და ეს მოხდა 16 თებერვალს) ამ შემთხვევაში მყისიერად იქნებოდა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება.

მეგან ფოქსი და კორტნი კარდაშიანი

24 სექტემბერი 2021, 01:04

ტაბლოიდი

მეგან ფოქსი და კორტნი კარდაშიანი ბრენდ Skims-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს🍒

ერთ ფოტოზე 42 წლის ტელევარსკვლავი და 35 წლის მსახიობი წელს ზევით გაშიშვლებულები პოზირებენ, ზოგ სურათზე კი რეკვიზიტის სახით ხილს იყენებენ. კარდაშიანი და ფოქსი მუსიკოსებსა და მეგობრებს - Machine Gun Kelly-სა და ტრევის ბარკერს ხვდებიან. ბოლო დროის განმავლობაში ორივე წყვილს ხშირად ამჩნევენ ერთად.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 01:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ არც ქუჩისა და არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვს

იქნება რაღაც, 2 ოქტომბრის ღამეს მელია მივარდება ცესკოსთან, მოვარდება პარლამენტთან, პარტიასთან, შეიძლება ყველგან მივარდეს, მაგრამ მისი ყველა მცდელობა იქნება განწირული , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ქუჩის და არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვს.

ნიკუშა შენგელაია

24 სექტემბერი 2021, 01:01

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არ გამოჩნდა სოლიდური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა

სამწუხაროდ საზოგადოება ამ დესტრუქციული ძალისგან მიჩვეულია პროვოკაციებს, სიძულვილის ენას, ლანძღვა-გინებას, დაბრალებასა და საღებავების შესხმას. მგონი ეს ახალი არ არის საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ გახარიას გადადგომის საკითხი სერიოზულად დადგა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული მომენტის გამო შეიცვალა - მომავალ წელს იქნება დრო, რომ ვთქვა რა იყო ეს კონკრეტული მომენტი

20 ივნისის შემდეგ იყო ერთ-ერთი სერიოზული გარჩევა, სადაც კახა კალაძე ყველაზე აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ამ ვითარებაში აუცილებელი იყო გახარიას გადადგომა და ამას პრაქტიკულად უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, თუმცა რაღაც კონკრეტული მომენტის გამო ეს შეიცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა

24 სექტემბერი 2021, 00:46

პოლიტიკა

„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ გამოცხადებული მთავრობის ვიცე-პრემიერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის პრესმდივანი ავრცელებს.

24 სექტემბერი 2021, 00:39

COVID19

CDC: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურმა პირმა, კრისტინ ოლსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე: სად ჰყავთ ბოსები? კლოუნები ჰყავთ, პატარ-პატარა ქემოკლიძეები

სად ჰყავთ ბოსები? კლოუნები ჰყავთ, პატარ-პატარა ქემოკლიძეები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა

კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება უინტელექტო ადამიანს თბილისის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა მისცეს ხმა

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, შემიძლია ხელი მოვაწერო ამას, ორჯერ მეტი ექნება კალაძეს, ვიდრე მელიას და ორჯერ მეტი მელიას, ვიდრე გახარიას. ეს ერთხელ გაკეთებული მაქვს „იმედის“ ეთერში და პასუხისმგებელი ვიქნები ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: საინტერესო დეტალია - ჩანაწერებში იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ფურცელი არ არსებობს

„უცბად ერთ-ერთი მათგანი გადადის ოპოზიციაში, ხდება გახარიას პარტიის წევრი და ზუსტად ამ წლებში შესაბამის სფეროში სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია ხდება საჯარო და საჯარო იმ ტელევიზიებისთვის, რომლებთანაც ალიანსშია გახარიას პარტია. ესენია „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთავარი“ და მათგან ხდება ამ ინფრომაციის გამოქვეყნება“, - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესაუბრება

„ყველა აღნიშნავს, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ის მწყობრი კამპანია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას. სამი თვე ისე წარიმართა საარჩევნო პროცესი, რომ არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა. ამის მერე წამოვიდა ერთი, მეორე, მესამე და ყველაფერი თვალსაჩინოა, რომ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც 2020 წელს ჩვენ გვქონდა სუფთა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და აღიარა ეუთო/ოდირმა, რომ ის არჩევნები იყო როგორც კონკურენტული, ისე თავისუფალი, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მყარად იქნება ეს ყველაფერი ასახული ახალ დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

23 სექტემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო მეტ პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მძიმე იქნება მათთვის ეს შედეგი

ძირითადად 2 რამეზე საუბრობენ ხოლმე - ერთი მიშას ჩამოსვლა, რაც მას არ უწერია და თუ უწერია, ვიცით სადაც მოხვდება. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, აზრი არა აქვს არჩევნებზე წასვლას. მეორე მესიჯია, რომ იქნებ სხვა ფორმით რაღაცნაირად ავატოკოთ სიტუაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მშვიდად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე

კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ როგორი მძიმე ფორმისაც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მათ შორის ამ ფორმის, რაც მართლა ძალიან მძიმე იყო, მათ არ მისცენ რეაქცია ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ არ მიეცეთ პროვოკაციების საშუალება და მშვიდად მიიყვანონ ეს არჩევნები ბოლომდე.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისის ინციდენტში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რაც არა ვენიდან წამოღებული, არამედ შესაბამისი სამედიცინო დასკვნებით დასტურდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელიას ბრალდება, თითქოს „ქართული ოცნების“ მესიჯი იყო, რომ „ნაციონალებმა“ თვითონ დაჭრეს თავისი აქტივისტი, არის მტკნარი სიცრუე.

23 სექტემბერი 2021, 23:24

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან

რაც დღეს ვიხილეთ, მგონი არავის არ უკვირს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი და ეს ჯაჭვი ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და გრძელდება. მსგავსი პროვოკაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგეი ლავროვი ჟოზეფ ბორელი

23 სექტემბერი 2021, 23:17

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირსა და რუსეთს სერიოზული უთანხმოებები აქვთ, თუმცა საგარეო პოლიტიკის რიგ საკითხებზე თანამშრომლობა გვჭირდება

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 23:05

პოლიტიკა

ავთანდილ ცინცაძე: დიდ დიღომში განხორციელებული პროექტები ათწლეულებს გაუძლებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.