Imedi /  01 აგვისტო 2021, 23:55 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ შეზღუდვების მოხსნა არასწორად გაიგო - ვალდებულებები არ მოხსნილა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება არავის გაუუქმებია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიზეზები დაასახელა.

„დელტა შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით, ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას. დელტა შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის. მეორე მიზეზია ის, რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც განხორციელდა. ჩათვალეს, რომ შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალდებულებები არ მოხსნილა. მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება არავის გაუუქმებია.

ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები. ყველაფერი ამისგან ცოტა ხანს თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივად არ წავა კლებისკენ, ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

21 სექტემბერი 2021, 01:22

მსოფლიო

შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში თუ სადმე სხვაგან დაბრუნდა? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა.

შერონ სტოუნი

21 სექტემბერი 2021, 00:54

ტაბლოიდი

63 წლის შერონ სტოუნმა Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკელმა მსახიობმა შერონ სტოუნმა Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ფანების მოწონება დაიმსახურა. Instagram-ზე ​გამოქვეყნებულ ფოტოში მსახიობი შავ საცურაო კოსტიუმში ზღვის ფონზე პოზირებს. „როცა საკუთარ თავზე ზრუნავ, ეს მნიშვნელოვანია“, - წერს 63 წლის მსახიობი სოციალურ ქსელში.

21 სექტემბერი 2021, 00:46

COVID19

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი: კორონავირუსი ამერიკის უახლეს ისტორიაში ოფიციალურად ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსი ამერიკის უახლეს ისტორიაში ოფიციალურად ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა.

ედოარდო მაპელი მოცი და პრინცესა ბატრისი

21 სექტემბერი 2021, 00:35

ტაბლოიდი

ბრიტანეთის პრინცესა ბეატრისი დედა გახდა

დედოფალ ელისაბედის 33 წლის შვილიშვილს გოგო შაბათს გაუჩნდა. პრინცესამ ლონდონში, ვესტმინსტერის ჰოსპიტალში იმშობიარა. ბეატრისისთვის და მისი ქმრისთვის ედოარდო მაპელი მოცისთვის ეს პირველი ბავშვია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

21 სექტემბერი 2021, 00:20

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია.

21 სექტემბერი 2021, 00:11

ტაბლოიდი

BBC-ს ამინდის პროგნოზის წამყვანი, პირდაპირ ეთერში, ძაღლმა წააქცია

BBC-ს ამინდის პროგნოზის წამყვანი, ქეროლ კირკვუდი პირდაპირ ეთერში ძაღლთან ერთად ერთვებოდა, როცა ცხოველი კადრიდან გავიდა და ლამის, საბამზე ჩაჭიდებული წამყვანიც თან გაიყოლა.

სოზარ სუბარი

20 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

20 სექტემბერი 2021, 23:33

მსოფლიო

თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 5-6 ივლისის მოვლენების დაკავშირება ხელისუფლებასთან არის წმინდა წყლის სპეკულაცია

„მომავალ წელსაც რომ იყოს დაგეგმილი ასეთი ღონისძიება, იქაც ჩვენი ვალდებულება იქნება, რომ წინასწარ გააფრთხილოს ნებისმიერი პირი მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით. ამას ემსახურებოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავიდ სასოლი

20 სექტემბერი 2021, 23:10

მსოფლიო

ევროპარლამენტის პრეზიდენტი პნევმონიის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, რომელსაც პნევმონია დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახევ ფრანგული გამოცემა Le Figaro ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 23:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბანერებზე: პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს

„მე პირადად, ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში: „არა ნაცებს", „არა ბოროტებას“ და მესამე იყო „არა ღალატს“. ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ეს სამივე სლოგანი პირდაპირ უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გამოსახული ბილბორდებზე, ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ესენი არიან სისხლიანი წარსულის მქონე ადამიანები. ამის მიუხედავად ჩვენთვის არ არის მისაღები მთლიანობაში ის შინაარსი, რომელიც არის გამოსახული ერთი მარტივი მიზეზია გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი არჩევანია ის, რომ ვესაუბროთ პოზიტივზე საზოგადოებას და თქვენ იცით , რომ ჩვენი ლიდერები ყოველდღიურად საუბრობენ მომავალზე და არა წარსულზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 23:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია უკვე დამხობილია

„არავითარ კადრებზე არ არის საუბარი. ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება. ისინი საკუთარ თავს თვითონ იმხობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ესაუბრებიან ხალხს, არ ესაუბრებიან საზოგადოებას, იმ დროს, როდესაც ჩვენ მთლიანად ამით ვართ დაკავებული. ჩვენ გვაქვს პროგრამები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, განსხვავებით ოპოზიციისგან. ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რის გამოც რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბერს მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2021, 22:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი სამეგრელოშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება რეფორმები

ჩვენი გუნდი სამეგრელოშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება რეფორმები, კიდევ მეტი ძალისხმევით და დინამიკით რაც აქამდე იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში და ძალიან კარგ შედეგში

„დღეს დავიწყეთ პარტიული შეხვედრები რეგიონებში. წინასაარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაში შედის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაცვლა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის საარჩევნო შტაბებთან, პარტიულ ორგანიზაციებთან, განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც უკავშირდება პარტიული ორგანიზაციების, ცხრავე შტაბის მუშაობას რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ რეგიონში, დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში და ძალიან კარგ შედეგში.“.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 22:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, რაც მისასალმებელია

„იყო რამდენი პროვოკაციის მცდელობები, ქარელში, ბათუმში, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და მადლობას გადავუხდი თითოეულ ჩვენს აქტივისტს იმისათვის, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად ძალიან მძიმე შეურაცხყოფებისა. მოვუწოდებ მათ, რომ მომავალშიც ასე მშვიდად განაგრძონ მუშაობა და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია არ აჰყვნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე
ანდრია ბასილაია

20 სექტემბერი 2021, 22:28

საზოგადოება

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 10 მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

„ყველამ ვიცით, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის მიმართულება ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით. სწორედ ამ მიმართულებით არის ეს პროგრამები მიმართული. ჩვენ დავაორგანიზებთ სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებს და ამ პროექტებში ქალაქში არსებული 300-მდე სკოლა და 40-მდე უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 სექტემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: პრობლემები არასდროს მქონია და არც მომავალში მექნება

კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მას „გარკვეული პრობლემები ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მათ შორის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით“.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 21:51

პოლიტიკა

მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს მხარდაჭერა იქნება

„ნამდვილად საჭირო მიმართულება იქნება დედაქალაქში თემატური ჰაბების შექმნა. ამასთან დაკავშირებით კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. მადლობა მას თანადგომისთვის. აქ მოეწყობა სპორტული, შემეცნებითი სივრცეები. საერთაშორისო ბანაკებთან თანამშრომლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგარზდები შეძლებენ განტვირთვას. ამ პროექტზე დიდ იმედს ვამყარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრია ბასილაია
კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 21:35

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ყველა ის მუზეუმი, რომელიც ქალაქს გააჩნია, რეაბილიტირებული იყოს

თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მუზეუმს, 6 სახელოვნებო სკოლას და 8 ბიბლიოთეკას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.