www.imedi.ge /  02 აგვისტო 2021, 15:18 / სანდო წყარო

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობით ნოემბერ-დეკემბრის პიკის მდგომარეობას გაუთანაბრდა

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა თითქმის სტაბილურად იყო 3 000-მდე, რაც ბუნებრივია სერიოზულ ზეწოლას ქმნის ჯანდაცვის სექტორზე, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა და ამ ეტაპზე უკვე კოვიდ-პაციენტებისთვის 6 800-მდე საწოლია მობილიზებული.

„32 ათასს გადააჭარბა აქტიური შემთხვევების რიცხვმა, მათი დაახლოებით 25% სხვადასხვა რეგიონში რჩება ჰოსპიტალში, ასევე პაციენტების უდიდესი ნაწილი ბინაზე მკურნალობს, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, იძლევა ამის საშუალებას და ნაწილი არის კოვიდსასტუმროებში - მათი მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურად. შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიურია ჰოსპიტალური სექტორის, კოვიდსასტუმროების და პირველადი ჯანდაცვის მობილიზაცია. პრაქტიკულად ჩვენ უკვე კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის დაწესებულება, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყო კოვიდპაციენტების მიმღები. დაემატა კიდევ ახალი კლინიკები. ასევე მაქსიმალურად არის მობილიზებული სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მმართველობაში არსებული სახელმწიფო კლინიკების ქსელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

04 ოქტომბერი 2022, 23:51

პოლიტიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ხორვატიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია, ასევე, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესწრებოდნენ.

04 ოქტომბერი 2022, 23:24

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

04 ოქტომბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

04 ოქტომბერი 2022, 22:29

ტაბლოიდი

ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

ანალენა ბერბოკი

04 ოქტომბერი 2022, 21:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

04 ოქტომბერი 2022, 21:40

კულტურა

კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.

ჯო ბაიდენი

04 ოქტომბერი 2022, 21:18

მსოფლიო

ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

04 ოქტომბერი 2022, 21:14

სამართალი

ადვოკატი: ნიკა გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით იმყოფება

ბრალდება ზიანის მიყენებაზე უბრალოდ აბსურდულია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.

ზვიად გუბელაძე

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, ფაქტებს და აღნიშნულზე დაყრდნობით, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ თუ რატომ უნდა იქნას სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სამივე ბრალდებულის მიმართ",

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2022, 20:47

მსოფლიო

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

ნასერ კანაანი

04 ოქტომბერი 2022, 20:42

მსოფლიო

ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 20:18

მსოფლიო

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

04 ოქტომბერი 2022, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

უილიამ ბერნსი

04 ოქტომბერი 2022, 19:47

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს.

04 ოქტომბერი 2022, 19:14

მსოფლიო

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

04 ოქტომბერი 2022, 19:12

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 ოქტომბერი 2022, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წელს დაასრულა ქვეყნის განადგურება, საქართველოს ყოველი წარმატება ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება

ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 ოქტომბერი 2022, 19:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“: ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები, პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს

„ამ ეტაპზე მათ გაფართოებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და ხუთი თვის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი საკითხი, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, ახლო პერიოდში არ დგას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

04 ოქტომბერი 2022, 18:58

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა

საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.