www.imedi.ge /  05 აგვისტო 2021, 09:17 / სანდო წყარო

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის

ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ტემპი, რომლითაც საქართველო ვაქცინაციის მხრივ ამ დროისათვის წინ მიიწევს, არ არის საკმარისი. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, იმუნიზაციის სპეციალიზებული კარვების რიცხვი გაიზრდება და მომავალში პროცესი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს მოქალაქეებს ვაქცინაცია შევთავაზოთ როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის ცენტრებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში, სადაც ძირითადად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ადმინისტრირება. თუმცა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე შექმნილ ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ გამოყენებაც. ასეთივე შესაძლებლობა არის უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა და ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად 15 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მიმართავს ზემოაღნიშნულ ცენტრებს. ჩვენი სამიზნე ​იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია, თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ეს ციფრი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432 903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390 827, გარდაიცვალა 5 948 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 12:26

COVID19

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 25,2%-ია სრულად ვაქცინირებული

21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

„ამას უნდა მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი ასე, უბრალოდ, დაიხუროს ან, წინასაარჩევნოდ, ვინმე იყენებდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

21 სექტემბერი 2021, 12:19

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

21 სექტემბერი 2021, 12:16

საზოგადოება

დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:15

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: მხოლოდ სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. კანონის მიხედვით, როგორც წესი, სხდომები არ ტარდება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს.

ენტონი ფაუჩი

21 სექტემბერი 2021, 12:06

COVID19

ენტონი ფაუჩი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევძლებთ კორონავირუსის აღმოფხვრას, თუმცა შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი კონტროლი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა მისი გაკონტროლება ბევრად უკეთესად შეიძლება.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და საარჩევნო პროგრამაზე გვესაუბრა

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რიჩარდ ბაკლი 
ტომ ფორდი

21 სექტემბერი 2021, 11:58

კულტურა

დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი გარდაიცვალა

ჟურნალისტი რიჩარდ ბაკლი 72 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ People წერს. ის 1986 წლიდან დიზაინერ ტომ ფორდის პარტნიორი იყო, 2014 წელს კი წყვილმა იქორწინა. ისინი ერთად 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

21 სექტემბერი 2021, 11:55

სპორტი

თეა წულუკიანი ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ მეიფარიანს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

21 სექტემბერი 2021, 11:44

საზოგადოება

მიკროავტობუსების რომელი ახალი მარშრუტები დაემატება 23 სექტემბრიდან თბილისს

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

21 სექტემბერი 2021, 11:43

რეგიონი

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. გზის მესამე ლოტზე მიმდინარეობს კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა, ასევე საგზაო ნიშნების დაყენება და მონიშვნა. ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით მცირდება.

21 სექტემბერი 2021, 11:38

ტაბლოიდი

დემნა გვასალიამ ვიდეოთამაშის გმირები შემოსა

​​​​​​​ბალენსიაგას და ვიდეოთამაშების ამერიკული დეველოპერის, Epic Games-ის წარმატებული პროდუქტის, Fortnite-ის ახალი კოლაბორაციის ფარგლებში, დემნამ ონლაინ ვიდეოთამაშისთვის ვირტუალური ტანისამოსი და აქსესუარები შექმნა.

21 სექტემბერი 2021, 11:38

მსოფლიო

ვულკანის გამო, კანარის კუნძულებზე 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კანარის კუნძულებზე მცხოვრები 80 ათასამდე ადამიანიდან, 6 ათასამდე პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ევაკუაციის გაფართოება ლავის მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა.

21 სექტემბერი 2021, 11:34

რეგიონი

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 %-ი გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 %-იანი თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს, ხოლო 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაა.

21 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

21 სექტემბერი 2021, 11:21

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელს, ქრისტიან შონენბერგერს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივი ბიოწარმოების, მეცხოველეობისა და რძის სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, ფერმერთათვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერისა და აგრარულ სფეროში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 11:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა მათი პოლიტიკური ხედვა და პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას.

21 სექტემბერი 2021, 11:17

მსოფლიო

ყველაზე ხანდაზმული გინესის რეკორდსმენი ტყუპი დასახელდა

იაპონელი დები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ტყუპად დასახელდნენ. მათი ასაკი 107 წელი და 300 დღეა. დები 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადნენ. დღეს, ისინი იაპონიის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მათ გინესის რეკორდსმენობა მოკრძალებულად აცნობეს - ოფიციალური სერთიფიკატები გაუგზავნეს.

გიორგი ამილახვარი

21 სექტემბერი 2021, 11:16

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: რადიკალური ოპოზიცია ყოველდღე ცდილობს, წინასაარჩევნო პროცესს ჩირქი მოსცხოს

„ისინი ყოველდღე ცდილობენ, რომ შემოიტანონ დესტრუქცია და ცხადია ისინი (რადიკალური ოპოზიცია) არ ემზადებიან 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან რომ 3 ოქტომბერს დადგან მორიგი სპექტაკლი, რაც 20/20-ის არჩევნებზე სცადეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.