Imedi /  07 აგვისტო 2021, 14:12 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მუნიციპალური დონის საავადმყოფოები, რომლებიც მოსახლეობას საყოველთაო მომსახურების პროგრამით ემსახურებიან

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მუნიციპალური დონის საავადმყოფოები, რომლებიც მოსახლეობას საყოველთაო მომსახურების პროგრამის ფარგლებში ემსახურებიან, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გაფართოება, რომელსაც პრემიერის მიერ გუშინ გამოცემული განკარგულება ითვალისწინებს.

„მიზანი გახლავთ სოფლის მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. გუშინ 23 ათასს გადააჭარბა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რათა სამიზნე ჯგუფები სწრაფად მოვიცვათ. გვსურს, დაახლოებით 30 ათას აცრამდე მაინც ავიდეთ. სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მუნიციპალური დონის საავადმყოფოები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას საყოველთაო მომსახურების პროგრამის ფარგლებში ემსახურებიან. მათ დამატებითი სერვისის მიწოდების ვალდებულება აქვთ. ასევე, მათ დაემატებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სოფლის ექიმებთან თანამშრომლობით მოსახლეობის აცრა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, იმ ამბულატორიებში, სადაც შესაბამისი პირობები არ არის, ვაქცინაცია მობილური ჯგუფებით განხორციელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 444 569 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 397 240, გარდაიცვალა 6 054 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

06 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა.

06 ოქტომბერი 2022, 12:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა ჰადას მეიცადს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს გეგმები და პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა ისაუბრა 2022 წლის ნოემბერში ისრაელში დაგეგმილ არჩევნებზე.

06 ოქტომბერი 2022, 12:24

სპორტი

ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.

06 ოქტომბერი 2022, 12:18

მსოფლიო

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი წერს. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში მოხდა. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები.

06 ოქტომბერი 2022, 12:11

პოლიტიკა

ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

დათვი 747

06 ოქტომბერი 2022, 12:06

ტაბლოიდი

ალასკაზე „მსუქანი დათვების კვირა“ დაიწყო🐻

კონკურსის მიზანი წლის ყველაზე მსუქანი დათვის ტიტულის მფლობელის გამოვლენაა. გამარჯვებულს პარკის ბინადრებიდან პარკის ვებგვერდზე ირჩევენ. მონაწილეებს შორის შარშანდელი გამარჯვებული ოტისია - ის კონკურსის რეკორდსმენია, რომელმაც ტიტული უკვე ოთხჯერ მოიპოვა.

ელდინო საღარაძე

06 ოქტომბერი 2022, 12:04

პოლიტიკა

ელდინო საღარაძე: მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოეგო ამდენ პროვოკაციას და არ ჩაერთო ომში

რა თქმა უნდა ომის საფრთხის წინაშე ვართ. პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმაროთ, მაგრამ ყველაფერი მაინც შენი არჩევანია. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოგებულიყო ამდენ პროვოკაციაზე და არ ჩართულიყო ომში. არავითარ შემთხვევაში ომი, - ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

06 ოქტომბერი 2022, 11:52

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დღეს კითხვაზე - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ

დღეს კითხვაზე: - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:35

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული

ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული

ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება - სოსო თოფურიძე პარტიას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს. თოფურიძემ ნიკა მელიას წლიური ხარჯები დაუთვალა და ამბობს, რომ პარტიას თავმჯდომარის შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარი უჯდება. საკუთარ თავს კი პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და ისევ არ აღიარებს, რომ 2012 წლამდე მისი და მისი ხელმძღვანელობის დროს ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაულები. მეტიც ამბობს რომ მან, დათა ახალიამ და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და დაცული იყო ადამიანის უფლებები.

06 ოქტომბერი 2022, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ს.ო., 1983 წელს დაბადებული მ.ქ. და 1996 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.

გალინა ჰატჩინსი

06 ოქტომბერი 2022, 10:52

კულტურა

ფილმ „ჟანგის“ გადაღებისას დაღუპული ოპერატორის გალინა ჰატჩინსის ოჯახმა და ალეკ ბოლდუინმა შეთანხმებას მიაღწიეს - სურათის გადაღებები განახლდება

სასამართლო პროცესის ბოლდუინის მიმართ, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს შეწყვეტილია. სურათის გადაღებები 2023 წელს განახლდება, გარდაცვლილი ოპერატორის ქმარი მეთიუ ჰატჩინსი კი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 10:40

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ საქმესაც მოიგებს

სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ საქმესაც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ჩარლზ III

06 ოქტომბერი 2022, 10:36

მსოფლიო

ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 3 ივნისს გაიმართება

ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 3 ივნისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

06 ოქტომბერი 2022, 10:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის პრაღის სამიტზე მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან იდეაზე, რომელიც ევროპის ახალი თანამეგობრობის შექმნას შეეხება

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის იდეასთან დაკავშირებით ჩვენი ხმაც ისმოდეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ამ შეხვედრაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად კიდევ ერთხელ განვხილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან იდეაზე, რომელიც გაჟღერდა ევროკავშირის მხრიდან და რომელიც ევროპის ახალი თანამეგობრობის შექმნას შეეხება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

06 ოქტომბერი 2022, 10:14

პოლიტიკა

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იწყება, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი იღებს მონაწილეობას

პრაღაში ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იწყება, რომელშიც საქართველოს პრემიერ მინისტრიც იღებს მონაწილეობას. ჩეხეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტში, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება, ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას.

თეა ახვლედიანი

06 ოქტომბერი 2022, 10:04

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.

06 ოქტომბერი 2022, 09:55

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4%-ით აღდგა, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

06 ოქტომბერი 2022, 09:34

საზოგადოება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 6 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, დოდო აბაშიძის, კიევის, თვალჭრელიძის, ჭოროხის, უზნაძის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.