imedi /  12 აგვისტო 2021, 18:53 / სანდო წყარო

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება, - ამის შესახებ Facebook-ზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) წერს.

„დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად - ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს. თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა- ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია.

სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა.

ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა- დავიცვათ ადამიანისადმი ღვთითბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება- ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი. ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია“, - წერს ეპისკოპოსი.

ყველა სიახლე

ნატალია ორეირო

26 ოქტომბერი 2021, 09:38

კულტურა

ნატალია ორეირო რუსეთის მოქალაქე გახდა

ცნობილმა ურუგვაელმა მომღერალმა და მსახიობმა ნატალია ორეირომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

26 ოქტომბერი 2021, 09:25

საზოგადოება

საქართველოში პროტონული თერაპიის კლინიკა 2024 წელს ამოქმედდება და ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებს

მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა IBA (Ion Beam Applications S.A.), Carl Zeiss და RaySearch laboratories.

26 ოქტომბერი 2021, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

კეი კომურო და პრინცესა მაკო

26 ოქტომბერი 2021, 09:00

მსოფლიო

იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე იქორწინა, რითაც სამეფო წოდება დაკარგა

იაპონური კანონმდებლობის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თუ რიგით მოქალაქეზე დაქორწინდებიან, ტიტულს კარგავენ და აგრეთვე ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ.

აკაკი ზოიძე

26 ოქტომბერი 2021, 08:29

COVID19

აკაკი ზოიძე: უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 50 ათასს აღემატება. ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის მატება ისევ მოსალოდნელია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ლეტალობის მაჩვენებელიც გაიზრდება.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი

26 ოქტომბერი 2021, 08:20

მსოფლიო

ეგვიპტის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა

„ეგვიპტე თავისი დიდებული ხალხისა და ერთგული ადამიანების დახმარებით გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

26 ოქტომბერი 2021, 07:59

საზოგადოება

დღეს გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 01:14

COVID19

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. 8 ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს მოხსნის.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის – ჰუმანური და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საუკეთესო

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და დღესდღეობით მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას. პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის სტაციონარში გადაყვანა საჭირო გახდება, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ბოლშევიკური, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის სუფთა ბოლშევიკური, მხოლოდ ისინი არიან, მათ აქვთ უფლებები, მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია, სხვა დანარჩენი კი არის კონტრ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 ოქტომბერი 2021, 23:35

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია

თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

25 ოქტომბერი 2021, 23:25

რეგიონი

ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა და COVID19-ის მძიმე შემთხვევები განიხილა

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრისა და საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2021, 23:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარტიის ლიდერებთან გიორგი ვოლსკისთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა წოწერია ამჯერად მოქალაქეებს ენგურის დასახლებაში ჯანაშიას და ქობულეთის ქუჩებზე შეხვდა და პრიორიტეტები გააცნო.

25 ოქტომბერი 2021, 22:54

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია.

25 ოქტომბერი 2021, 22:10

საზოგადოება

დედაქალაქის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შედეგს გაეცნო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული მინათება დაათვალიერა. სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

25 ოქტომბერი 2021, 22:00

ტექნოლოგიები

კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს დარგი სპეციალისტები გადაწყვეტენ. „არც მე, არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა, ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა დადგება, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და როგორც ყველა პატიმარს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, იგივე დამოკიდებულება იქნება სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:19

პოლიტიკა

კახა კალაძე 27 ოქტომბრის შეკრებაზე: დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელოს. მე ქალაქზე ვიტყვი, რადგან მერობის კანდიდატი ვარ. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ყველაფერს გააკეთებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გამწვანების, გარემოს დაცვის მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ბევრი გვაქვს გაკეთებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, თუ როგორი იქნება თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს ამ ყველაფრის აღმშენებლობას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან ჯანჯღავა

25 ოქტომბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

ამირან ჯანჯღავა კირკიტაძეზე: სამწუხაროა, როდესაც ქალაქს ჰყავს მერობის კანდიდატი, რომელიც მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობს

„რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მოახდინა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება, როდესაც მან, ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს წვივში ფეხი ჩაარტყა და ამან გამოიწვია დაპირისპირება“, - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.