17 აგვისტო 2021, 10:57 / სანდო წყარო

საქართველოში 1 429 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 1 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.

3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

08 დეკემბერი 2022, 01:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჟურნალისტების მიერ წაკითხული ყველაზე მძიმე მონაკვეთებიდანაც კი, რეალურად, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

სააკაშვილთან მიმართებით კორუფციასთან ერთად, არაერთი სხვა დანაშაულია, მათ შორის, ხალხის წამების ორგანიზება. გარდა იმისა, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ მკურნალობენ, მას მკურნალი ექიმებიც ჰყავს, ზოგი ქართველი, ზოგი - უცხოელი, რომლებიც მას ყოველდღიურად ამოწმებენ. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილთან 1 5000 ვიზიტორია შესული, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

08 დეკემბერი 2022, 01:06

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილი და ამ ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა. ამას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა

მამუკა მდინარაძეს ვუსმენდი თქვენთან, ბოლოში ლაპარაკობდა, რა ხდებოდა ციხეებში და მართლა თვალწინ დამიდგა ყველა ის პატიმარი, რომელიც იქ ნანახი მყავს - ნაწამები უსასტიკესად. ის გარდაცვლილები, რომლებიც, ზოგი იმის გამო კვდებოდნენ, რომ აწამებდნენ და ზოგი იმის გამო, რომ არ მკურნალობდნენ. გამახსენდა როგორ შემყავდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი თომას ჰამარბერგი ციხეებში, როგორ ვესაუბრებოდით პატიმრებს. ეს ადამიანი არათუ იმას ვერ იჯერებდა, რასაც უყვებოდნენ, არამედ რასაც ხედავდა, იმის დაჯერებაც უჭირდა - როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოსო. ეს ერთი მაგალითია ციხე მარტო, რაც ხდებოდა, იმის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოხარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

08 დეკემბერი 2022, 01:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხარაკირის გარდაუვალი პროგრამა აქვს გამოცხადებული. დარწმუნებული ვარ, აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი აღუდგება ამ ყველაფერს. ჩვენ დღეს სხვა პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

08 დეკემბერი 2022, 01:02

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ბოლო ორი დღეა ნათლად ვხედავთ, გიული ალასანიას მიერ გადახდილი ფული რა შედეგს იწვევს - ისეთ ქვეყნებშიც კი ქვეყნდება მასალა, სადაც სააკაშვილის კი არა, საქართველოს არსებობა შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობის უმრავლესობამ

„იმ ყბადაღებულ 3000-გვერდიან დასკვნაზე რომ ლაპარაკობენ, თუ არ ვცდები, „ტვ პირველზე“ თქვეს: „ჩვენ ეს დოკუმენტი მთლიანად გვაქვს და ჩვენ წავიკითხავთ ყველაზე მძიმე პუნქტებს, რაც აქ წერია“ და ვერაფერი იმ პუნქტებიდან ვერ მოვისმინეთ. საქართველო არის სახელმწიფო, აქვს საკუთარი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის თანახმად უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არსად გადაყვანას და არც გათავისუფლებას გამოჯანმრთელების მიზნით, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაბამისი“, - განაცხადა სუბარმა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მოწამვლა შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ამ ადამიანმა შეიძლება ირგვლივ ასეთი ბევრი მოიძიოს

ხელისუფლებაზე რომ აქცენტი გადადის და ხელისუფლებამ, რომ მოწამლა, ეს ხომ გამორიცხულზე გამორიცხულია და მართლა ვიღაცამ რომ მოინდომოს და აწყობდეს, სუბიექტურადაც წარმოუდგენელია, რომ ვინმე ნორმალურს, პრაგმატულად მოაზროვნეს ასეთი შედეგი აწყობდეს. შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ირგვლივ შეიძლება ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] ბევრი მოიძიოს ასეთი. თავის დროზე წასულან, მოუკლავთ და იმიტომ. მაგრამ, ეს ძალიან არაადამიანური დაშვებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბოლო 8 თვეში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილით, მას შემდეგ, რაც დაუქირავეს პიარშჩიკები, ბოლო ხუთ დღეში 30-ზე მეტი სააგენტო დაემატა ამ სიას

სპეცოპერაცია იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ ყველაფერს დაუჯერებს, მასზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, მაშინ პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 დეკემბერი 2022, 00:34

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ზეწოლა მოსამართლეზე

ეს არის წმინდა იურიდიული საკითხი - არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები - რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ამ ნორმებით და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს [მოსამართლემ], - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო და ის წავიდეს საზღვარგარეთ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას და ა.შ. ამ ნორმებითა და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ

„ვინც არ უნდა იყოს, კანონის ფარგლებში, ცივი გონებით, პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. არც იმ ბულინგს უნდა დაექვემდებაროს, არც იმას, რომ მოეჩვენოს, რომ რომელიმე პოლიტიკოსის - ჩვენი ან ოპოზიციონერის, ნათქვამში. მოსამართლე იქნება ეს თუ სხვა, ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას და ა.შ. ამ ნორმებითა და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს [სასამართლომ]“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონტექსტი ისეთია, თითქოს უკრაინელებმა 2008 წელს, ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი. ეს ასე არ ყოფილა, მათ მოგვყიდეს იარაღი, რისთვისაც მადლობლები ვართ

როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგმას, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც ომის რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ბრიფინგს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა „მშვიდობაც“ აღიზიანებთ

რამდენიმე მიმართულებით იბრძვიან. ერთი, ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა - მშვიდობაც აღიზიანებთ. სლოგანიც აღიზიანებთ, იმის ფონზე, რომ უკრაინის დედაქალაქში კლიჩკო გამოდის და ამბობს, პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს, მათ გრინჩული მიდგომები აქვთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კლიჩკო გამოდის და ამბობს, რომ პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს. საქართველოში კი არ უნდა აღინიშნოს ახალი წელი, წარმოიდგინეთ. რაღაც გრინჩული მიდგომები აქვთ და უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ

„[კიევის მერი ვიტალი] კლიჩკო გამოდის უკრაინის დედაქალაქიდან და ამბობს, რომ პუტინს ვერ მოაპარვინებს ახალ წელს. საქართველოში არ უნდა აღინიშნოს ახალი წელი, წარმოიდგინეთ. რაღაც გრინჩული მიდგომები აქვთ და უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ ახალი წელი. შავი ლენტებით და შავი ძაძებით იყო შემოსილი ეს ქალაქი და ეს ქვეყანა. სოციალურ ქსელში არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიღებს ფოტოს [სლოგანით] „მშვიდობის ქალაქი“ და წერენ: „ეს დამაწვევინა“ და „რა უბედურებაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის. ეს არის პოლიტიკური უმაღლესი „ლეველის“ მხარდაჭერა

პრემიერ-მინისტრს შეურაცხმყოფელი კითხვით მიმართავენ ვის მხარეს დგას. საქართველოში თავმოყვარე არც ჟურნალისტმა არც რესპონდენტს, არავინ არავის არ უნდა აკადროს ეს კითხვა. საქართველოს რაც შეუძლია, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ეს მაქსიმუმი ზღვარი მაგალითად, ამის ინდიკატორი არის ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 დეკემბერი 2022, 23:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე

„მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი ამავდროულად თავისი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან და უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან, პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ. რიგ შემთხვევაში, ეს ანაზღაურებაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის ადამიანი წასული. არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანს, ასევე პატრიოტული მოტივებით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ადამიანის ერთი მხრივ, გულწრფელი მოტივებით და მეორე მხრივ, გაჭირვებით, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:37

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: მისი მონაცემებით, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა

მისი [მიხეილ სააკაშვილი] მონაცემები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ასევე, სხვა პარამეტრების გათვალისწინებით არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ და მითუმეტეს, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:34

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე: ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება რა თქმა უნდა სერტიფიცირებულია, კლინიკას კი რეანიმაციული განყოფილება აქვს

დანიშნულება, რაც რეკომენდებულია, ყველაფერი სრულდება. ყველა მეთოდი, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები თუ ა.შ., ეს ყველაფერი პაციენტს ჩაუტარდა. თუ რაიმე არ ჩაუტარდა, არ ჩაუტარდა მისი მდგომარეობიდან ან მისი პირადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 23:30

მსოფლიო

ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში, ირანის მორალის პოლიციის მიერ, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:26

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ თემაზე ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი ან მას ამისთვის ამზადებენ.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:15

საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდან, კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს

მას [მიხეილ სააკაშვილი] გააჩნია სხვადასხვა დაავადებები. მისი მდგომარეობა შესაბამისობაშია არსებულ დაავადებებთან, დიაგნოზებთან და შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოსვლის პირველი დღიდანვე კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თამარ გაბუნია

07 დეკემბერი 2022, 22:38

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმართოს

„ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.