imedi /  25 აგვისტო 2021, 09:51 / სანდო წყარო

რაჭაში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები სრულდება

გარდამტეხი პროგრესია ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან მიმართებაში, ხელოვნური ნაგებობები ფაქტობრივად დასრულებულია, მოეწყო ბეტონის კუბები, მიმდინარეობს ბოლო საბურღი და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები სრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რაჭაში სტიქია 2020 წლის ივლისში მოხდა, რომელმაც ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატარდა, რათა უზრუნველყოფილიყო ავტოტრანსპორტის განვლადობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალურ აღდგენაზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

„წელს გვიან გაზაფხულზე კვლავ იყო სტიქია, არა იმ მასშტაბის, როგორიც შარშან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას წინ აღუდგა დასრულებული ხელოვნური ნაგებობები და შეიძლება ითქვას, რომ პირველ გამოცდას უკვე იქვე გაუძლო. გრძელდება სამუშაოები, ვაკვირდებით სტაბილიზაციის კუთხით და როგორც კი საშუალება გვექნება მოხდება საფარის მოწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის თქმით, 2020 წლის 28-29 ივლისს ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების მონტაჟი, მიმდინარეობს მიწაყრილების მოწყობა.

„იყო მონაკვეთები, სადაც გზა იყო ჩანგრეული და შესაბამისად საჭირო იყო მისი ამოვსება. პრაქტიკულად, სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილი იქნება საფარის მოწყობის ნაწილი, რომელიც შესაბამისი პირობების გაჩენისთანავე განხორციელდება. გარდა ამისა მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა გზების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“, - აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ.

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 35.5 მლნ. ლარია.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, სტუდენტების აცრის მაჩვენებელი - არასახარბიელო

„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი.

16 იანვარი 2022, 14:22

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

„დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 ათას გადასცდა, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

16 იანვარი 2022, 14:07

COVID19

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სრულად აცრილია მოსახლეობის 40%.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

16 იანვარი 2022, 13:59

სპორტი

აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

მოჰამედ იბრაჰი

16 იანვარი 2022, 13:44

მსოფლიო

სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

16 იანვარი 2022, 11:54

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დევიდ ბენეტი, ედვარდ შუმეიკერი და მისი და

16 იანვარი 2022, 11:54

მსოფლიო

მედია: კაცმა, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, წლების წინ ადამიანი დაჭრა და პარალიზებული დატოვა

ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს.

16 იანვარი 2022, 11:30

რეგიონი

საქართველოს მასშტაბით, გზებს ინტენსიურად წმენდენ. სად მოქმედებს შეზღუდვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.